ზურაბ კუხიანიძე
იერსახე
ზურაბ კუხიანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1930 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 28 ივლისი, 2003 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
დასაფლავებულია | მწვანე ყვავილას პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ზურაბ კუხიანიძე (დ. 30 სექტემბერი, 1930, ქუთაისი — გ. 28 ივლისი, 2003) — ქართველი მწერალი, პოეტი.
დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1954-1977 წლებში იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან —- გამომცემლობა „საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის „უქიმერონის“ დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1951 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული. არის 40-მდე წიგნის ავტორი.
გარდაიცვალა 2003 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში, ქუთაისში.