მწვანეყვავილას პანთეონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ან მწვანეყვავილას პანთეონი — პანთეონი საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, მწვანეყვავილას ზაქარია ქვარიანისეული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში. პანთეონს ჩვეულებრივი სასაფლაოდან ერთი ბილიკი ჰყოფს. იგი მწვანეყვავილას კონცხის პლატოზეა განთავსებული. ის ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება და მდინარე რიონის ხეობას დაჰყურებს.

მწვანეყვავილაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი 1956 წელს დაარსდა.[1] პირველ ეტაპზე პანთეონში გამოჩენილ ადამიანთა ნეშტები ქალაქის სხვადასხვა სასაფლაოდან გადმოასვენეს. აქ განისვენებენ: იოსებ ოცხელი, რომელმაც გახსნა პირველი ქართული გიმნაზია დასავლეთ საქართველოში, მელიტონ ბალანჩივაძე — ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ვალერიან მიზანდარი — ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე, ვასილ ამაშუკელი — პირველი კინო-დოკუმენტალისტი და სხვები. თუმცა, მათ გვერდით ნაკლებად ცნობილი პიროვნებებიც გვხვდებიან.

პანთეონში დღეისათვის სულ 41 ადამიანია დაკრძალული. ბოლოს აქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ომში დაღუპული ლევან კოხრეიძე და დამსახურებული ექიმი ამური ბაბუხადია დაკრძალეს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]