ზოვრეთის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზოვრეთის ბრძოლა — ბრძოლა სამეფო ტახტისათვის იმერეთის მეფეებს დავით II-სა და სოლომონ II-ს შორის.

1789 წელს მათხოჯის ბრძოლის შემდეგ იმერეთის სამეფო ტახტზე ადის სოლომონ II. დავით II ახალციხეში გაიქცა. 1790 წელს დავით II ოსმალეთისა და ლეკების ჯარით ისევ შეიჭრა იმერეთში. ბრძოლა გაიმართა ზოვრეთთან (დღევანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) 1790 წელს. დავით მეფემ სოლომონ II დაამარცხა და ცოტა ხნით ისევ დაიკავა სამეფო ტახტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ. 1989