თერგის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თერგის ოლქი
რუს. Терская область

ოლქი

8 (20) თებერვალი18601920
 

გერბი

თერგის ოლქი კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი
დედაქალაქი ვლადიკავკაზი
ფართობი 75 400 კმ²
მოსახლეობა 933 936 (1897)

თერგის ოლქი (რუს. Терская область; 8 (20) თებერვალი18601920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული კავკასიაში (შემდგომ — რსფსრ-ში). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ვლადიკავკაზი. ფართობი 75 400 კმ², მოსახლეობა (1897 წ.) — 933 936 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — სტავროპოლისა და ასტრახანის, დასავლეთით — ტფილისის გუბერნია, სამხრეთით — ბაქოსა, ტფილისის და ქუთაისის გუბერნიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 წლის 10 დეკემბერს კავკასიის ფრონტის მარცხენა ფრთა დაიყო 4 ოკრუგად: ყაბარდოს, სამხედრო-ოსეთის, ჩეთნეთისა და კუმიკის[1].

1858 წლის 14 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე თერგისა და არღუნის ზემო დინებაში მცხოვრებმა: ჭანთის, მულკოის, დეშნის, ძუშსოის, ჩუჟნაკოის, ტერელოს, ხოჩაროის, ჰელდიროის, ჩახოის, ნამახის, მაისტის, შატოისა და ჩებერლოის მთიელთა საზოგადოებებმა გამოთქვეს მორჩილება რუსეთი იმპერიის მიმართ[2].

1858 წლის 3 დეკემბერს შეიქმნა ჭანთის, ახოსა და შატოის სანაიბო[3].

1860 წლის 8 (20) თებერვლის უმაღლესი ბრძანებულებით კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას დაერქვა თერგის ოლქი, მარჯვენას — ყუბანის ოლქი, ხოლო ორივეს სტავროპოლის გუბერნიასთან ერთად კი — ჩრდილოეთ კავკასია[4].

1862 წლის 29 მაისს მოხდა თერგის ოლქის დაყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად[5].

  • სამხედრო განყოფილება.
    • დასავლეთის განყოფილება;
      • ყაბარდოს ოკრუგი (დიდი და პატარა ყაბარდო, ასევე ბალყარების, ბეზენგის, ხულამის, ჩეგემისა და ურუსპის მთიელთა საზოგადოებები);
      • ოსეთის ოკრუგი (ოსებით დასახლებული რეგიონი);
      • ინგუშეთის ოკრუგი (ნაზრონოვის, ყარაბულახის, ღალღაის, ქისტეთის, აკინსკისა და წორინსკი საზოგადოებები).
    • ცენტრალური განყოფილება;
      • ჩეჩნეთის ოკრუგი (პატარა და დიდი ჩეჩნეთი, თერგისზედა და კაჩკალიკოვის ჩეჩნების საზოგადოებები);
      • არღუნის ოკრუგი (შატოის, ჭანთის, ჩაბერლოევისა და შაროევის საზოგადოებები);
      • იჩქერიის ოკრუგი (იჩქერია).
    • აღმოსავლეთის განყოფილება.
      • კუმიკის ოკრუგი (კუმიკებით დასახლებული დაბლობი);
      • მთიანი ოკრუგი (სალატავის, აუხოვსკისა და ზანდაკის).
  • კავკასიის მინერალური წყლების სამხედრო მეთაურის ცალკეული სამმართველო.
  • ვლადიკავკაზის საქალაქო სამმართველო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXII, указ 32541, ст. 995
  2. Кавказский календарь на 1861 год, Тифлисъ, 1860, ст. 35
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIII, указ 33847, ст. 436
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 35421, ст. 122
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXVII, указ 38326, ст. 497-499