შინაარსზე გადასვლა

ზემო ოქროყანის საცხოვრებელი კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ოქროყანის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ზემო ოქროყანაში, თარიღდება XIX საუკუნით, კომპლექსში შედის: საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო დანიშნულების შენობა და ეზო (20x26 მ).

სამსართულიანია, ტერასულ-ბანიანი, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, წყობა მშრალია. პირველი და მეორე სართულის ნაწილი გამოკვეთილია კლდეში. პირველი სართული, სამი, ერთმანეთისგან იზოლირებული სათავსოა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ოთხკუთხა კარი, აღმოსავლეთ კედელში ასეთი ორი კარია. ერთი ცხვრის სადგომია, მეორე - ბოსელი. ბოსლის აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია, სამხრეთში - ერთი. პირველი სართული მეორესთან დაკავშირებულია კლდეში ნაკვეთი კიბით. მეორე სართულზე შესასვლელი გაჭრილია დასავლეთ კედელში. ამავე სართულის ჩრდილოეთ წაგრძელებულ ნაწილში გაჭრილია საცხოვრებელი სათავსო და ორი ბოსელი. მათგან აღმოსავლეთით მდებარე ბოსლის აღმოსავლეთ კედელში სამი სწორკუთხა სარკმელია. მეორე ბოსელი უსარკმელოა, მის დასავლეთ კედელში ორი ხოლო აღმოსავლეთ კედელში ერთი ნიშია.