ზემო ნაქალაქარის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ნაქალაქარის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარში 2,5 კილომეტრზე, ტყიან მთაზე, მაყვლიანებში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ნახევარწრიული შვერილი აფსიდის ნაწილი და ჩრდილოეთ კედელი, აფსიდის შემორჩეილ კედელში სარკმელი და მისი ორივე მხარეს მოწყობილი თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ნაგებობის სიგრძეა 7,8 მეტრი სიგანის დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]