ზემო ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Alelukavva.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მარტი 31, 2024.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 32 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Alelukavva.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Alelukavva.|ზემო ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ზემო ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ერკეთში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დგას შემაღლებულ ბორცვზე. ნაგებია სხვადასხვა ზომის კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით კოლოფა აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთ მხარეს მოთავსებულია თაღოვანი ნიშა. კონქი და აბსიდის კედლები მოხატულია. ფრესკები განლაგებულია სამ რეგისტრად. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილაი პილასტრებით, რომელთა კაპიტელებს სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. ქვის თაღოვანი კანკელი შელესილი და მოხატულია. ზედა ნაწილში, მთელ სიგრძეზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა. კანკელის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა. კამარა ნახევარცილინდრულია. კამარის საბჯენი ცენტრალური თაღი პილასტრის კაპიტელს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთი კბილანა თაღი - კრონშტეინებს. ჩრდილოეთ კედელს დაბალი ხარისხი მიუყვება. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. იატაკი მოგებულია ქვის სხვადასხვა ზომის ფილებით. სამხრეთი და დასავლეთი შესასვლელები შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. სამხრეთ არქიტრავის ქვას ორმაგი ლილვი შემოუყვება. მის ცენტრში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ლილვები აუყვება აგრეთვე წირთხელბს, რომლის ზემო ნაწილში ჩადგმულ კვადრებზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა დასავლეთ არქიტრავზე. შესასვლელის სამხრეთ ნაწილში კვადრზე ადამიანის სქემატური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ სარკმლის ოლეს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. ეკლესიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენები აქვს, ნაგები სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. დასავლეთი მინაშენი (წმ. ნინოს სახელობის ეკვდერი) გეგმით სწორკუთხაა. ნახევარცილინდრული კამარის საბჯენი ცენტრალური თაღი პილასტრებს ეყრდნობა, აღმოსავლეთი კი - კრონშტეინებს. თაღებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. მინაშენი ნათდება სამხრეთის და ჩრდილოეთის მცირე სარკმლებით. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთ კედელთან, იატაკის დონის ქვეშ მოწყობილია მცირე სათავსი. სამხრეთი შესასვლელი შიგნიდან თაღოვანი, გარედან - არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ხაზგასმულია მინაშენის ნაკერები. ჩრდილოეთი მინაშენი გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც შედგება ორი სათავსისაგან (ყოველთა წმინდათას სახელობის და ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერები). ტიხარი ამოყვანილია ქვის მასიური კვადრებით. კამარის საბჯენი თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ სათავსის ჩრდილო კედელში მოთავსებულ ორ სწორკუთხა ნიშს შუა (თუ შორის?) მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. სათავსებს ერთმანეთთან განიერი გასასვლელი აკავშირებს. მინაშენს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან არქიტრავული შესასვლელები აქვს. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია თუნუქი.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10785