ზელას ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზელას ბრძოლა
ძვ. წ. 48-47 წწ. პონტოს ომის ნაწილი


საომარი მოქმედებების თეატრი (სურათი სტატიიდან "ზელა"

"სიტინის სამხედრო ენციკლოპედია")
თარიღი ძვ. წ. 47, 2 აგვისტო
მდებარეობა ზელა (მცირე აზია)
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა,
გალატები
ბოსფორის სამეფო
მეთაურები
იულიუს კეისარი ფარნაკე II
ძალები
10 960 20 000
დანაკარგები
არ არის ცნობილი არ არის ცნობილი , არმიის დიდი ნაწილი
ზელას ბრძოლა ვიკისაწყობში

ზელას ბრძოლა —   შეტაკება, რომელიც მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 47 წლის 2 აგვისტოსგაიუს იულიუს კეისარსა და ბოსფორისა და პონტოს მეფე ფარნაკე II-ს შორის ძვ.წ 48-47 წლების პონტოს ომის დროს.

ფარნაკესთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კეისარი, რომელიც ჩქარობდა კამპანიის დასრულებას, გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. მისი ძალები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მტრის ჯარებს და შედგებოდა ოთხი ლეგიონისგან: რომის VI "რკინის" ლეგიონი (ათასზე ნაკლები), XXII "დეიოტაროვის" ლეგიონი და ორი ლეგიონი, რომლებიც მანამდე მონაწილეობდა ნიკოპოლის ბრძოლაში, რაც რომაელების დამარცხებით დასრულდა,[1]

ბრძოლა მოხდა პონტოს ქალაქ ზელასთან, სადაც მითრიდატე VI ევპატორი ძვ.წ. 67 წელს. დაამარცხა ლეგატის ლუკულუს ტრიარიუსის არმიამ. ქალაქის ირგვლივ მაღალი ბორცვების რამდენიმე ხაზს ღრმა ხეობები ყოფდა. ფარნაკემ დაიკავა ყველაზე მაღალი ბორცვი ქალაქიდან სამი მილის დაშორებით სადაც ოცი წლის წინ მამამისის ბანაკი იყო განლაგებული. კეისარი ჯერ მტრისგან ხუთი მილის მოშორებით  დაბანაკდა, შემდეგ გადაწყვიტა მეფის ახლოს მიმდებარე ბორცვი დაეკავებინა, ვიდრე ამას მტერი მოიფიქრებდა. ეს იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი პოზიცია.  ძველი წელთაღრიცხვით 67 წელს  იქ უკვე რომაული ბანაკი განლაგდა. ღამით კეისარმა ფარულად გადაიყვანა ჯარები და დაიწყო სიმაგრეების მშენებლობა.

როდესაც ფარნაკემ დაინახა კეისრის სამზადისი,  2 აგვისტოს დილას, თავისი ბანაკის წინ ჯარი შეკრიბა. კეისარს სჯეროდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის განდევნას საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს რომის VI ლეგიონიდან, ამიტომ იგი შემოიფარგლა მხოლოდ ერთი საბრძოლო ხაზის განლაგებით თავისი ბანაკის წინ. უეცრად ფარნაკეს არმია ხეობაში ჩავიდა და შემდეგ ბორცვზე კეისრის ბანაკში შტურმით შევარდა. "ალექსანდრიის ომის" ავტორი წერს, რომ კეისარმა ვერ დაუშვა შეტევა მჭიდრო რიგებით ციცაბო ფერდობზე, ვინაიდან თვლიდა, რომ ვერც ერთი გონიერი სამხედრო ლიდერი ამას ვერ გაბედავდა. მისი აზრით, ასეთი სარისკო ტაქტიკის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მოულოდნელობის ეფექტის გამოყენების მცდელობა (ლეგიონერების უმეტესობა დაკავებულები იყვნენ მიწის სამუშაოებით), რომაული ჯარების მცირერიცხოვნობა და მტრის ზედმეტი რწმენა საკუთარ ძალებში. ფარნაკეს ელჩებმა კეისარს მოახსენეს, რომ მათმა ჯარმა 22 ბრძოლა ჩაატარა დამარცხების გარეშე.

კეისრისთვის ეს თავდასხმა  მართლაც მოულოდნელი იყო. მან  ნაჩქარევად მოაწყო ჯარი, როცა ფარნაკემ ბრძოლაში შეიყვანა ოთხთვლიანი ეტლები. თანამედროვე ისტორიკოსები გონივრულად ეჭვობენ ეტლების გამოყენების შესაძლებლობას მთიან რეგიონში ციცაბო ბორცვის შტურმის დროსაც კი. თუმცა, ფსევდო-კეისრის გადმოცემით, ეტლებმა რომაელებში დიდი დაბნეულობა გამოიწვიეს, თუმცა ისინი მალევე  გაფანტეს მეტალის ჭურვებით. ქვეითი ჯარი მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მაგრამ ციცაბო აღმართი აძნელებდა მეომართა მოქმედებას. რომაელთა მარცხენა ფლანგზე რომის VI ლეგიონი იყო პირველი, ვინც მტერი ფერდობზე უკუაგდო, შემდეგ პონტოს ჯარები ხეობაში გადაისროლეს სხვადასხვა მხარეს.

თავად ხეობაში  ჯარების დიდი კონცენტრაციის გამო ჭყლეტა დაიწყო,  ჯარისკაცები ერთმანეთზე ეცემოდნენ, ამ დროს წამოეწიათ მტრისგან ნასროლი ჭურვები. რომაელები დაეშვნენ ბორცვზე და დახოცეს მტრის მეომრები. ზოგიერთმა პონტოელმა მოახერხა იარაღის დაყრით, გადაელახა ხეობა და ასულიყო ბანაკში. რომაელები გაეკიდნენ, შეძლეს გორაზე ასვლა, დაძლიეს ბანაკის დასაცავად დარჩენილი ჯარების წინააღმდეგობა და მოახერხეს ბანაკის დაპყრობა.[2] [3][4]

ფარნაკეს ლაშქრის ძირითადი ნაწილი დახოცეს ან ტყვედ ჩავარდა,  თავად ფარნაკემ მოახერხა სინოპში გაქცევა ათას მხედართან ერთად.

ლეგენდის თანახმად, ამ საოცრად იოლი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, კეისარმა განაცხადა: ”პომპეუსისთვის ადვილი იყო თავი დიდებულად წარმოეჩინა და ის ხალხი დაემარცხებინა, ვინც ბრძოლა არ იცის”. მან რომში თავის მეგობარ გაიუს მათიუს კალვენას ცნობილი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სამი სიტყვით აღწერა პონტოს სამეფოს წინააღმდეგ გამართული ბრძოლა: "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“.[5][6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goldsworthy, A. Caesar, pp. 446-447
  2. Suetonius Divus Iulius 37
  3. Псевдо-Цезарь. Александрийская война, 69
  4. Псевдо-Цезарь. Александрийская война, 75—76
  5. Plutarch Caesar 50
  6. Аппиан. XII. Митридатовы войны, 120