გალატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გალატებიკელტური ტომები. ძვ. წ. 278-277 წლებში შეიჭრნენ მცირე აზიაში და 46 წელიწადი აოხრებდნენ მის დასავლეთ ნაწილს. პერგამონის მეფე ატალე I-ის მიერ დევნილი გალატები ძვ. წ. 232 წელს დასახლდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც მათი სახელის მიხედვით გალატია ეწოდა. გალატებმა შეითვისეს ბერძნული კულტურა და ამიტომ მათ ზოგჯერ გალო-ბერძნებსაც უწოდებენ. გალატების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო. მათი ასიმილაცია ნელა მიმდინარეობდა, საკუთარი ენა ახ. წ. V საუკუნემდე შეინარჩუნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]