ზედა ჩხუტუნეთის მარანი
ზედა ჩხუტუნეთის მარანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში.
ნაგებობა თავის დროზე ფერდობის ჩაჭრის ხარჯზეა შექმნილი. ამიტომ ნაგებობის სამი კედელი ჩანს მხოლოდ. ჩრდილოეთი კედელი მიწაშია მოქცეული, რომელშიც კარია გამოჭრილი. წინა საფასადე კედლის სიგრძე 3,9 მ-ია. სიმაღლე მიწის ზემოთ — 3 მ. ნაგებობის შიდა ზომებია: სიგრძე — 3 მ, სიგანე2,2 მ. სიმაღლე თაღოვანი გადახურვის დასაწყისიდან იატაკამდე — 2,5 მ. თაღის კეხამდე კი — 3 მ. ინტერიერში კედლების წყობაში გამოყენებულია მოზრდილი კვადრები თუ გვერდებჩამოსწორებული ქვები. კედლის სისქე 65-70 სმ. შენობაში შესასვლელი კარების თავსართი ქვის სიგრძე — 1,2 მ-ია. სიგანე — 35 სმ. სიმაღლე — 40 სმ. ნაგებობას შიგნით დასავლეთის კედელში დატანებულია საკმაოდ დიდი ზომის თახჩა. მისი ზომებია: სიღრმე - 50 სმ. სიგანე — 55 სმ, სიმაღლე — 60 სმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 117