ზაქარია ზუბალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუბალაშვილი.

ზაქარია ზუბალაშვილი (დ. 1810 — გ. 1877) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1835 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მიიღო მედიცინისა და ქირურგის დოქტორის ხარისხი. 1836 წელს მიიღო ექიმის წოდება დერპტის უნივერსიტეტში. 1837 წლიდან მუშაობდა დუშეთისა და ახალციხის მაზრებში ექიმად. 1844 წელს სადისერტაციო ნაშრომისა და საექიმო დსამსახურებისათვის მიენიჭა შტაბ–მკურნალის წოდება. მან უშუალო მონაწილეობა მიიღო საქართველოში ქოლერის (1838, 1842, 1854) და შავი ჭირის (1865) ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1846 წელს პირველად ქართულ ენაზე გამოსცა „შემოკლებითი დარიგება ჯეროვანის ხმარებისათვის ქინაქინის მარილისა ადვილმოსარჩენად დღეგამოშვებითის ცივებისა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]