ზაქარიასთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზაქარიასთავი
ზაქარიასთავი (ცენტრში), ხედი სოფელ წეროვნიდან
ზაქარიასთავი (ცენტრში), ხედი სოფელ წეროვნიდან
კოორდინატები: 41°54′54″ ჩ. გ. 44°53′25″ ა. გ. / 41.91500° ჩ. გ. 44.89028° ა. გ. / 41.91500; 44.89028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1433 
ქედი საბადურის ქედი
ზაქარიასთავი — საქართველო
ზაქარიასთავი
ზაქარიასთავი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზაქარიასთავი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ზაქარიასთავი, ზაქარიასწვერი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საბადურის ქედზე. სიმაღლე 1433 მ. აგებულია ნეოგენური თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებიანი კონგლომერატებით. ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები დამრეცია, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი — შედარებით ციცაბო. ზაქარიასთავის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარ-რცხილნარით, ზემო — ამავე ნიადაგებზე გავრცელებული წიფლის ტყეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]