შინაარსზე გადასვლა

ჰარარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰარარი
ამჰ. ሐረር
დროშა

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
კოორდინატები 9°18′40″ ჩ. გ. 42°07′40″ ა. გ. / 9.31111° ჩ. გ. 42.12778° ა. გ. / 9.31111; 42.12778
მმართველი Q134822165?[1]
ცენტრის სიმაღლე 1885±1 მეტრი
ოფიციალური ენა ამჰარული ენა
მოსახლეობა 157 000 (2022)[2]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 025 666 და 025 667
საფოსტო ინდექსი 3200
ოფიციალური საიტი https://hararcity.gov.et/
ჰარარი — ეთიოპია
ჰარარი

ჰარარი (ამჰ. ሐረር) — ქალაქი აღმოსავლეთ ეთიოპიაში. ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებიდან 500 კილომეტრზე. ჰარარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 147 306 ადამიანი (2008 წელი). ჰარარი ეთიოპიელი მუსლიმების მთავარი ქალაქია.

ქალაქი მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთის ერთ-ერთი გორაკის თხემზე, ზღვის დონიდან 1885 მეტრზე.

საუკუნეების განმავლობაში ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო. სავაჭრო გზებით დაკავშირებული იყო ეთიოპიის რეგიონებთან, სომალის და არაბეთის ნახევარკუნძულებთან.

ქალაქი ჰარარი თავისი უნიკალური გამაგრებული გალავნის — ჯუგოლის გამო, 2006 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[3] იუნესკოს მიერ ქალაქი მიჩნეულია ისლამის „მეოთხე წმინდა ქალაქად“. აქ დღესდღეობით არსებობს 82 მეჩეთი, რომელთაგან 3 X საუკუნისაა, ქალაქშივეა 102 სხვადასხვა აკლდამა და ისლამთან დაკავშირებული სიწმინდე.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.amaligovhub.africa/amali-cities/harar
  2. https://www.citypopulation.de/en/ethiopia/cities/?cityid=655
  3. Harar Jugol, the Fortified Historic Town
  4. Harar Jugol, the Fortified Historic Town English (HTML). World Heritage List. UNESCO World Heritage Centre. ციტატა: „It is considered 'the fourth holy city' of Islam, having been founded by a holy missionary from the Arabic Peninsula.“ ციტირების თარიღი: 6 August 2009.
  5. Five new heritage sites in Africa. BBC (July 13, 2006). ციტატა: „Harar Jugol, seen as the fourth holiest city of Islam, includes 82 mosques, three of which date from the 10th Century, and 102 shrines.“ ციტირების თარიღი: 2006-12-18.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1189
ინგლ.რუს.ფრ.