ვლადიმერ მედინსკი
ვლადიმერ მედინსკი (რუს. Влади́мир Ростисла́вович Меди́нский; დ. 18 ივლისი, 1970, სმელა, ჩერკასის ოლქი, უსსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2012 წლის 21 მაისიდან რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი.[1][2]
რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას მეოთხე და მეხუთე მოწვევების დეპუტატი (2004-2011), პარტია ერთიანი რუსეთის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ბიუროს წევრი.[3]
ვლადიმერ მედინსკის პოლიტიკური კარიერა (მის შეხედულებებს ზოგიერთი მედია-საშუალება ხშირად ახასიათებს როგორც ულტრაკონსერვატიულს) დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც მან დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. PR-ტექნოლოგიების სპეციალისტი მედინსკი, რომელსაც Forbes ახასიათებს როგორც „იდეოლოგიური კლანის ადამიანს“ XXI საუკუნეში ვლადიმერ პუტინის გუნდის წევრი გახდა.[4] 2003 წელს გახდა სახელმწიფო დუმას დეპუტატი და მალევე გახდა შესამჩნევი ფიგურა რუსულ ისტებლიშმენტში; ცნობილი იყო, როგორც ეფიქტიური ლობისტი, რომელიც იცავდა სათამაშო, თამბაქოს, ლუდის და სარეკლამო ბიზნესის ინტერესებს.[5][6]
მკითხველთა წრეში, მედინსკი ცნობილი იყო დაბალბიუჯეტიანი წიგნებით, რომელშიც გადმოცემული იყო რუსეთის ისტორიის მისეული ვერსია. ეს ისტორიები, რომელსაც თავად მედინსკი „ისტორიულ მითოლოგიას“ უწოდებს, აგებულია სამშობლოს მცველებისა და მტრების სტერეოტიპულ დაპირისპირებაზე, ისტორიული მოვლენების ავტორისეულ ინტერპრეტაციასა და სახელმწიფოს ინტერესებზე. 2012 წელს გამოვიდა მედინსკის პირველი რომანი „კედელი“, რომელიც მიეძღვნა რუსეთ-პოლონეთის 1609-1618 წლების ომის დროს სიგიზმუნდ მესამის ჯარის მიერ სმოლენსკის ალყაში მოქცევას. ეკრანიზაციის რომანი (რეჟისორი დიმიტრი მესხიევი) გამოვიდა 2016 წლის 4 ნოემბერს, ტელეარხ Россия-1-ზე.[7][8][9][10][11]
პოლიტილოგ მედინსკის სადოქტორი ნამუშევარი ისტორიაში არაერთგვაროვნად შეაფასეს სამეცნიერო საზოგადოებაში, ხოლო მისი დისერტაციის შესწავლისას, მედინსკი დაადანაშაულეს პლაგიატში. ამ მოვლენების და 2011 წლის დუმის არჩევნებზე დამარცხების ფონზე, მედინსკის მინისტრად დანიშვნა 2012 წლის მაისში საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო პოლარული შეფასებების მიზეზი გახდა. მედინსკის სკანდალებსა და კონფლიქტების შორის იყო მისი კონფლიქტი მწერალ დანილ გრანინთან, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივის დირექტორ სერგეე მირონენკოსთან, რეჟისორ ვიტალი მანსკისთან, ჰუმანიტარ მეცნიერთა და ჟურნალისტთა წრესთან (რომელთაც იგი ნამდვილი მეცნიერებიდან მოწყვეტასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა). დავა იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოსაა კულტურის მინისტრი კულტურასთან და ინტელიგენციასთან მიდის მისი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
თავმჯდომარის რანგში, მედინსკის კურირებს რუსული სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ყველა პროექტს. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, სამხედრო-ისტორიულმა საზოგადოებამ მოაწყო უფასო ტურების პროგრამა სხვადასხვა სახელოვანი ბრძოლების ადგილებში და აგრეთვე მოაწყო სამხედრო-ისტორიული ბანაკების სისტემა მოზარდებისთვის რუსეთიდან და ახლომდებარე ქვეყნებიდან.
კულტურის მინისტრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის ინიციატივით და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით მედინსკი რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრად დაინიშნა.[12] მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გამოქვეყნდა 2012 წლის 21 მაისს. მედინსკის დანიშვნა მოულოდნელობა გახდა და პოლარული შეფასებები მიიღო.[13] გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს მდივნის მოადგილემ, ანდრეი ისაევმა, ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელენა დრაპეკომ, დუმას დეპუტატმა სამართლიანი რუსეთიდან ილია პონოვარიოვმა, ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარედ ვალენტინა მატვიენკომ, მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი კაპკოვმა.[14][15][16][17] დანიშვნას აგრეთვე მხარი დაუჭირეს მწერალმა ვიქტორ ეროფეევმა, მოსფლიმის დირექტორმა კარენ შახნაზაროვმა, თეატრალურმა რეჟისორმა რომან ვიკტიუკმა და ოლეგ ტაბაკოვმა.[18]
მედინსკის ხელმძღვანელობის ქვეშ, კულტურის სამინისტრომ შემოიღო კინოფილმების სუბსიდირების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც 2012 წლის დეკემბერში ცალკედ იყო გამოყოფილი კინოფილმები „სოციალურად მნიშვნელოვანი თემატიკით“ — მიძღვნილი ისტორიული თემებისთვის, წარმატების თანამედროვე ისტორიებისთვის, სამართლისთვის და წესრიგისთვის, მეცნიერების განვითარებისთვის, ოჯახისთვის და რუსული ლიტერატურის ოქროს ხანისათვის. 2013 წლის იანვარში სამინისტრომ ნიკიტა მიხალკოვის ინიციატივით გამოაქვეყნა 100 საბჭოთა ფილმის სია, რომელიც რეკომინდერებული იყო ყურებისთვის სასკოლო პროგრამის ფარგლებში.
2012-2013 წელს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, შეეტანათ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეამცირებდა საგადასახადო დატვირთვას კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებებზე. 2013 წელს მიღებული შესწორებების შესაბამისად, 2014 წლის 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა შეღავათები დღგ-სთან დაკავშირებით.
რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატორმა მედინსკის მინისტრობის დროს არაერთხელ აცნობა მინისტრ მედინსკის, რომ სამინისტროში ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო თანხების მიტაცებასა და გაფლანგვას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт
- В. Р. Мединский на сайте iTunes.
- Блог Владимира Мединского на сайте радиостанции «Эхо Москвы»
- Видеоблог Владимира Мединского დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Страница Владимира Мединского на сайте издательства ОЛМА
- Бабиченко Д.. (2012-06-04) Пиар духа. Итоги № 23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-27.
- Красавин А.. (2012-12-17) Культурный бизнес. Компания №47 (732). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-26.
- Сахаров А. Н.. (2011-8-10) Жестокая и величественная правда войны.. Журнал «Мир и политика».. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-21. ციტირების თარიღი: 2014-10-16.
- Плынов Д. Г. Министр Мединский — писатель. И никакого сарказма. დაარქივებული 2015-07-14 საიტზე Wayback Machine. ОИА «Афиша ПроАртИнфо».
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Съезд «Единой России» переизбрал высший совет партии, в него вошёл 91 человек. Газета.ru (2012-05-26). ციტირების თარიღი: 2016-01-30.
- ↑ Состав нового правительства РФ. Эхо Москвы (2012-05-21). ციტირების თარიღი: 2016-01-30.
- ↑ Владимир Мединский включен в Бюро Высшего совета «Единой России». mkrf.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-23. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
- ↑ Новое правительство: наборный кабинет. Forbes (2012-05-21). ციტირების თარიღი: 2016-02-05.[მკვდარი ბმული]
- ↑ Пиарщик на культуре. Владимир Мединский прекрасно соответствует задаче превращения Минкульта в агитконтору. Gazeta.ru, 22 июня 2012.
- ↑ Мединский, Владимир. Lenta.ru. ციტირების თარიღი: 2013-11-27.
- ↑ Пиарщик на культуре
- ↑ Мединский ответил на обвинения в оскорблении Гранина. Lenta.ru, 11.02.2014.
- ↑ Курганская Н. Поле брани: Как российские чиновники ругаются с деятелями культуры. // The Village. — 21.11.2014
- ↑ Мухаматулин Т.. (2014-06-21) Научные зайцы Мединского. Газета.ru. ციტირების თარიღი: 2016-01-13.
- ↑ Мединский попросил не пускать журналистов на заседания коллегии Минкультуры. Интерфакс, 24 марта 2015.
- ↑ Медведев объяснил назначение Мединского. Lenta.ru (2012-06-04). ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- ↑ Иван Пирогов. (2012-05-21) Правопредставление. Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- ↑ Маргарита Полянская. (2012-05-21) "Слава богу, наконец, врач будет заниматься здравоохранением". Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- ↑ В Госдуме приветствуют назначение Мединского министром культуры. РИА Новости (2012-05-21). ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- ↑ Пономарев: Правительство продолжит прежний курс. РосБалт (2012-05-21). ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- ↑ В.Матвиенко: Новое правительство РФ - "сочетание опыта и молодости, которое сейчас востребовано". РБК (2012-05-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- ↑ Наталья Соколова, Наталья Кириллова. (2012-05-30) Победила молодость. Профиль. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2016-01-09.