ვლადიმერ კრეიტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ კრეიტერი
ვლადიმერ კრეიტერი.jpg
დაბ. თარიღი 12 (24) ოქტომბერი 1897
დაბ. ადგილი ნოვოკუზნეცკი
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი 1966(1966-12-31)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Russia.svg რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიური სამძებრო უნივერსიტეტი და Peoples' Friendship University of Russia
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Honored Scientist of the RSFSR

ვლადიმერ მიხეილის ძე კრეიტერი (რუს. Крейтер, Владимир Михайлович; დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1897, კუზნეცკი, ახლანდელი ნოვოკუზნეცკი — გ. 31 დეკემბერი, 1966, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1935). რუსეთის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1964).

1928 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტი. 1929 წელს მივლინებაში იმყოფებოდა აშშ-ში. 1930 წელს უკან დაბრუნდა და განაგრძო მუშაობა გეოლოგიურ კომიტეტში. 1932–1949 წლებში ასწავლიდა მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტსა და მოსკოვის ფერადი ლითონებისა და ოქროს ინსტიტუტში (1932–1949, 1954–1966).

1945 წელს მივლინებაში იყო გერმანიაში. 1949 წლის 21 მაისს დააპატიმრეს გეოლოგთა „კრასნოიარსკის საქმის“ მიხედვით და მოათავსეს ლეფორტოვოს ციხეში. 1950 წლის 28 ოქტომბერს მიესაჯა 25 წლით შრომა-გასწორების ბანაკი და გადაიყვანეს კრასნოიარსკის შრომა-გასწორების ბანაკში. მუშაობდა გეოლოგიურ განყოფილებაში — „ენისეისტროიში“, სადაც ბანაკში ლექციების კურსს კითხულობდა და აძლევდა კონსულტაციებს ძიების, დაზვერვისა და საბადოების შეფასების საკითხების შესახებ. 1953 წელს ინსულტი გადაიტანა, რის გამოც მოათავსეს ბანაკის საავადმყოფოში, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნდა „ენისეისტროიში“. 1954 წლის მარტიდან რეაბილიტირებულია.

ვლადიმერ კრეიტერმა სსრკ-ში ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი მეცნიერებას სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობის კვლევისა და ძიების შესახებ. აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობდა გეოლოგიურ-საძიებო ტექნიკის საკითხებს. 1955 წელს დაასრულა მუშაობა წიგნზე: „მადნის ველების სტრუქტურები და საბადოები“. ავტორია ფუნდამენტური მონოგრაფიებისა. კრეიტერის ხელმძღვანელობით დაცულია ათობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Структуры рудных полей и месторождений, М., 1956;
  • Поиски и разведка месторождений полезных ископаемых, 2 изд., ч. 1—2, М., 1960—61.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]