ვლადიმერ თხაფსაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ თხაფსაევი
დაბადების თარიღი 15 ივლისი, 1910
არდონი
გარდაცვალების თარიღი 8 ნოემბერი, 1981 (71 წლის)
ორჯონიკიძე
საქმიანობა მსახიობი
ვლადიმერ თხაფსაევის საფლავი

ვლადიმერ თხაფსაევი (ოს. Тæбæхсæуты Бало; დ. 1910 გ. 1981) — საბჭოთა და ოსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1960), რსფსრ სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968).

დაიბადა არდონში. ადრიანად დაობლდა. 12 წლის ასაკში დაინტერესდა თეატრით.

ახალგაზრდობაში მუშაობდა გიზელდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. შემდეგ სადონის შახტასა და ტყვია-სპილენძის გამამდიდრებელი კომბინატში. 1930-იან წლებში მუშაობდა ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობაზე, სადაც პირველად გამოვლინდა მისი მსახიობური ნიჭი.

გადაღებულია ფილმებში: „ფატიმა“ (თავადი ალიმბეკი, რეჟ. ს. დოლიძე), „ჩერმენი“ (ბესტოლი, რეჟ. ნ. სანიშვილი) და სხვა.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვლადიმერ თხაფსაევის სახელს ატარებს ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელსაც მსახიობმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა
  • მსახიობის სახელს ატარებს ჩრდილოეთ ოსეთში რესპუბლიკის თეატრალური მუზეუმი
  • დაწესებულია ვ. თხაფსაევის სახელობის პრემია
  • ვლადიკავკაზში არის ვ. თხაფსაევის სახელობის ქუჩა
  • სახლზე (ვლადიკავკაზი, გორკის ქ. №30), სადაც ვ. თხაფსაევი ცხოვრობდა, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]