ვლადიმერ გუბელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვლადიმერ იასონის ძე გუბელაძე (დ. 26 სექტემბერი, 1921, სოფ. ზეკარი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 თებერვალი, 1944) — ქართველი ჯარისკაცი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 თებერვალი, 1944, სიკვდილის შემდეგ).

1939 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1940 წლიდან იყო საბჭოთა არმიის რიგებში. II მსოფლიო ომში გვარდიის ლეიტენანტმა გუბელაძემ თავი გამოიჩინა მდ. დნეპრის გადალახვისას 1943 წელის ოქტომბრის ოპერაციის დროს. დაიღუპა ბრძოლაში 1944 წელს. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მისი სახელობისაა ქუჩა ქალაქ ბაღდათში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тбилиси, 1981. გვ. 127-128.