ვლადიმერ ავიძბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ ჯემალის ძე ავიძბა (დ. 25 ივნისი, 1937, ზემო ეშერა, სოხუმის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 20 ივლისი, 2020, სოხუმი) — აფხაზი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. სკკპ წევრი (1962). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ავიძბა დაიბადა 1937 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში. 1961 წელს დაამთავრა სოხუმის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იმყოფებოდა კომკავშირულ სამუშაოზე, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს ალკკ სოხუმის რაიკომის ინსტრუქტორის, შემდეგ მეორე მდივნის, საქართველოს ალკკ ოჩამჩირის სამრეწველო კომიტეტის მდივნის მოადგილის თანამდებობა.

1963-1966 წლებში სოხუმის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის ასპირანტია.

1967-1975 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფსნი ყაფშის“ რედაქციის იდეოლოგიური განყოფილების გამგედ, შემდგ — რედაქტორის მოადგილედ.

1975 წლიდან იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე, სხვადასხვა დროს ეკავა საქართვეოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების განყოფილების გამგის, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის თანამდებობა. 1977 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1982 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების, ხოლო პარტიული კომიტეტების სტრუქტურის რეორგანიზაციების შემდეგ — იდეოლოგიური განყოფილების გამგე.

1989-1991 წლებში მუშობდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესკომის მდივნად[1][2][3].

1994-2014 წლებში იყო აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთის რეპუბლიკაში.

ვლადიმერ ავიძბა გარდაიცვალა 2020 წლის 20 ივლისს[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №137 (13003), 25 ივლისი, 1989

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]