ვლადიმერ აბაევი
ვლადიმერ დავითის ძე აბაევი (დ. 22 მარტი, 1886 — გ. 24 აგვისტო, 1968) — ბოლშევიკური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნებით ოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი 1918 წლიდან. 1920 წლის მაისში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებაში და იყო პირველი რევკომის თავმჯდომარე ცხინვალში. ამბოხების დამარცების შემდეგ იყო ჩრდ. კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მდივანი (1921), შემდეგ გაზეთ "გორსკაია ბედნოტის" რედაქტორი. 1931-1934 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში დანიასა და საფრანგეთში, 1934 წლიდან — ყირიმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1943-1951 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო ცხინვალში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.