პროვინციის ფართობი 2 723 კმ²-ია, მოსახლეობა — 840 000 ადამიანი (2006). მოსახლეობა ძალზედ უთანაბროდაა განაწილებული. თითქმის 60% თავმოყრილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ სამრეწველო კონურბაციებში. დანარჩენი 40% სამხრეთის სასოფლო არეალებში სახლობს.
ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის დაკნინება. დასავლეთ ნაწილის ქალაქებისათვის დამახასიათებელია უმუშევრობის მაღალი დონე, რაც გამოწვეულია ფოლადისა და ტექსტილის ინდუსტრიების დაცემით.
ვიჩენცის პროვინციაში დაიბადა ინდოეთის ყველაზე გავლენიანი ქალი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის ქვრივი — სონია განდი. 2004 წელს იგი ჟურნალმა ფორბსმა მსოფლიოს მესამე ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. ჟურნალმა ტაიმმა კი განდი 2007 - 2008 წლების მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.