როვიგოს პროვინცია
იერსახე
როვიგოს პროვინცია (იტალ. Provincia di Rovigo) — პროვინცია იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. დედაქალაქია როვიგო. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვერონის, პადუისა და ვენეციის პროვინციები, სამხრეთით — ფერარის პროვინცია, დასავლეთით — მანტუის პროვინცია, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა.
პროვინციის ფართობი 1 789 კმ²-ია, მოსახლეობა — 244 625 ადამიანი (2005). ტერიტორია ვაკიანია, მდებარეობს ზღვის დონიდან 2-15 მეტრზე.
როვიგოს პროვინციისათვის დამახასიათებელია ემიგრაცია, ახალგაზრდები ვენეტოსა და დანარჩენი იტალიის უფრო განვითარებული რეგიონებისკენ მიეშურებიან. ეს ყოველივე კი მოსახლეობის კლებას განაპირობებს.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია 50 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ (2005):

| კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|
| როვიგო | 50 922 |
| ადრია | 20 593 |
| პორტო-ვირო | 14 484 |
| ლენდინარა | 12 198 |
| ბადია-პოლეზინე | 10 741 |
| ოკიობელო | 10 621 |
| პორტო-ტოლე | 10 377 |
| ტალიო-დი-პო | 8 389 |
| როზოლინა | 6 304 |
| ვილადოზე | 5 285 |