ვიქტორ ჯორბენაძე
ვიქტორ ჯორბენაძე | |
---|---|
მარცხნიდან: მარჩელო მასტროიანი, ვიქტორ ჯორბენაძე და სერგო ფარაჯანოვი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 28 ივლისი, 1924 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1999[1] |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
მნიშვნელოვანი პროექტები | ქორწინების სახლი |
ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძე (დ. 28 ივლისი, 1924, თბილისი — გ. 1999, იქვე) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“. 1980-იან წლებში მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: სასაფლაო კომპლექსი და პანთეონი საქართველოს საზოგადო მოღვაწეებისთვის მუხათგვერდში, რიტუალების სასახლე ბოჭორმის ქუჩაზე (1985, არქიტექტორ ვაჟა ორბელაძესთან ერთად), სასტუმრო „ხიბლი“ კ. გამსახურდიას პროსპექტზე (1985), პროფკავშირების საერთო საცხოვრებელი ვაკე-საბურთალოს რაიონში (1986), ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში (1979, არქიტექტორ ქეთა კობახიძესთან ერთად), სასტუმრო ონში და სხვა. მნიშვნელოვანი ნამუშევარია თბილისის ქორწინების სახლი[2]. აქვს სამეცნიერო გამოკვლევა ჯვრის პროპორციებზე. არის მრავალი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. მისი ინიციატივით და სახსრებით ჩამოყალიბდა მუზეუმი „ქალაქური ინტერიერის მუზეუმი XIX საუკუნისა“ ყოფილ რუისის ქუჩაზე, რომელსაც ახლა ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა ჰქვია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MAK
- ↑ Gross, Rolf (June 2001). „In Memory of Victor Djorbenadze“. Georgica. Den Hague (6).