ვიქტორიას ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორიას ეროვნული მუზეუმი
37°48′11″ ს. გ. 144°58′18″ ა. გ. / 37.80327306° ს. გ. 144.97174111° ა. გ. / -37.80327306; 144.97174111
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მდებარეობა ვიქტორია
ოფიციალური საიტი https://museumsvictoria.com.au/[1] და https://museumvictoria.com.au/[2]
Map

ვიქტორიას ეროვნული გალერეა - ხელოვნების მუზეუმი მელბურნში, ვიქტორიაში, ავსტრალიაში. დაფუძნდა 1861 წელს და ავსტრალიის უძველესი და ყველაზე ხშირად მონახულებადი სამხატვრო მუზეუმია.

ვიქტორიას ეროვნული გალერეის კოლექციები ორ ცენტრში ინახება: გალერეის საერთაშორისო ცენტრი მელბურნის სამხრეთ სანაპიროზე, მელბურნის ხელოვნების უბანში მდებარეობს, ხოლო იან პოტერის ცენტრი ფედერაციის მოედნის მახლობლად. საერთაშორისო ცენტრის შენობა როი გრაუნდს ეკუთვნის. იგი 1968 წელს გაიხსნა. შენობა მარიო ბელინის მიერ განხორციელებული რესტავრაციის შემდეგ ხელახლა გაიხსნა 2003 წელს. აქ გალერეის საერთაშორისო სამხატვრო კოლექციებია დაცული და ვიქტორიის კულურული მემკვიდრეობის რეგისტრშია შეტანილი. იან პოტერის ცენტრი Lab Architecture Studio-ის მიერაა აგებული და 2002 წელს გაიხსნა. ცენტრში ავსტრალიური ხელოვნების კოლექციაა დაცული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკარტურის გალერეის გახსნა 1875 წელს

1850 წელს პორტ ფილიპის რაიონმა ახალი სამხრეთ უელსისგან გამოყოფის უფლება მიიღო და 1851 წლის 1 ივლისს ოფიციალურად ვიქტორიას კოლონია გახდა. ვიქტორიას ოქროს ციებ-ცხელების დროს ვიქტორია ავსტრალიის უმდიდრესი კოლონია გახდა, ხოლო მისი დედაქალაქი, მელბურნი, უმდიდრესი და უდიდესი ქალაქი. მელბურნის სწრაფი ზრდის შესაბამისად, საჯარო სამხატვრო გალერეის დაარსება გადაწყდა. 1859 წელს ვიქტორიას მთავრობამ ნამუშევრების შესაძენად 2000 გირვანქა სტერლინგი გამოყო.[3] ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს, რომელიც 1861 წლის მაისში გუბერნატორმა ჰენრი ბარკლიმ გახსნა. მუზეუმი სვონსტონის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის (დღეს ვიქტორიას სახელმწიფო ბიბლიოთეკა) სამხრეთ ფრთაში იყო განთავსებული.[4] 1860-იან წლებში ბრიტანელი და ვიქტორიანული ხანის მხატვრების ორიგინალი ნამუშევრების შესაძენად გამოიყო. ეს ნამუშევრები პირველად 1864 წლის დეკემბერში ახლად გახსნილ სურათების გალერეაში გამოიფინა, რომელიც 1882 წლამდე საჯარო ბიბლიოთეკის დაქვემდებარებაში იყო.[5][6]

1867 წელს გალერეასთან დაკავშირებული ვიქტორიას სამხატვრო სკოლის ეროვნული გალერეა გაიხსნა, რომელიც 1910 წლამდე ავსტრალიაში აკადემიურ სამხატვრო სფეროში წამყვანი ცენტრის ფუნქციას ასრულებდა.[7] 1874 წლის 24 მაისს საჯარო ბიბლიოთეკაში მაკარტურის გალერეა გაიხსნა, მომდევნო წელს კი, სამხატვრო მუზეუმს სახელი გადაერქვა და ვიქტორიას ეროვნული გალერეა ეწოდა.[4]

1887 წელს ბუველოს გალერეა (შემდეგში სვინბარნის დარბაზი) სხვა სამხატვრო სკოლსის სტუდიებთან ერთად გაიხსნა. 1892 წელს ორი გალერეა: სთოველის (დღევანდელი კოვენის) და ლა-ტრობეს გალერეა.[4]

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი გალერეის შესასვლელი იან პოტერის ცენტში

გალერეის კოლექციებში ნაჩუქარი და შეძენილი ნამუშევრები შედის. Felton Bequest ალფრედ ფელტონის მიერ დაარსდა და ვიქტორიას ეროვნული გალერეისთვის ნამუშევრების შეძენას ისახავდა მიზნად. 1904 წლიდან 15 000-ზე მეტი ნამუშევარი შეიძინეს.

1943 წელს შტატის მთავრობამ გალერეის ახალი შენობისთვის ადგილი შეარჩია - მდინარე იარას სამხრეთით.[8] 1960 წლის თებერვალში შენობისთვის 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყო, არქიტექტორად კი როი გრაუნდსი დასახელდა.[9] 1962 წელს როი გრაუნდსი მის პარტნიორებს გამოეყო და გალერეისთვის St Kilda Road-ის ქუჩა შეარჩია. მშენებლობა 1967 წლის დეკემბერში დამთავრდა.[10] მომდევნო წლის 20 აგვისტოს პრემიერმა ჰენრი ბოლტმა გალერეა ოფიციალურად გახსნა.[11]

1997 წელს შენობის რესტავრაციის უფლება მარიო ბელინიმ მიიღო. პროექტის ღირებულებამ 161.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რესტავრაციის დროს ახალი გალერეები შეიქმნა, მხოლოდ დიდი დარბაზი, ცენტრალური ეზო და ექსტერიერი დარჩა ხელუხლებელი.[12]

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცუშიკა ჰოკუსაის კანაგავას დიდი ტალღა

აზიური ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორიას ეროვნულ გალერეაში აზიური ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, 1862 წელს დაიწყეს, როდესაც გალერეას ფრედერიკ დალგეტიმ ორი ჩინური თეფში საჩუქრად გადასცა.

ავსტრალიური ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორიას ეროვნული გალერეის ნახატების კოლექციაში შესულია ავსტრალიელი აბორიგენების ხელოვნების, ავსტრალიური კოლონიური ხელოვნების, ავსტრალიელი იმპრესიონისტების, XX საუკუნის, მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და არტეფაქტები. ავსტრალიური ხელოვნების პირველი კურატორი ბრაიან ფაინმორი იყო 1960 წლიდან 1975 წლამდე.[13]

1880-იან წლებში მელბურნის გარეუბნებში ჰაიდელბერგის სკოლა (ასევე ცნობილი როგორც ავსტრალიური იმპრესიონიზმი) ჩამოყალიბდა. ვიქტორიას ეროვნულ გალერეაში ამ მიმდინარეობის მთავარი ნამუშევრებია დაცული, მათ შორის: ტომ რობერტსის ვერძების გაპარსვა (1890), არტურ სტრიტონის მეწამული შუადღის გამჭვირვალე ძალა (1896) და ფრედერიკ მაკკუბინის პიონერი (1904).[14]

ნამუშევრები

საერთაშორისო ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორიას ეროვნული გალერეის საერთაშორისო ხელოვნების კოლექცია ნახატებს, მოდისა და ტექსტილის ნიმუშებს, ფოტოებს, ჩანახატებს, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს, ევროპული, აზიური, მესოამერიკული, წყნაროკეანური ხელოვნების ნიმუშებს, სკულპტურებს, ანტიკვარებსა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. კოლექციაში შედის ძველ ოსტატთა ნამუშევრები, ბერძნული ვაზები, ეგვიპტური არტეფაქტები და ევროპული კერამიკის ნიმუშები. საერთაშორისო კოლექცია ავსტრალიის ხელოვნების ყველაზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.[15]

ვიქტორიას ეროვნული გალერეის საერთაშორისო კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია ოგიუსტ როდენის მოაზროვნე, რომელიც 1884 წლის თარიღდება.[16] გალერეაში დაცულია დოსო დოსის ნახატი, რომელიც 1515 წლით თარიღდება და ლუკრეცია ბორჯიაას ერთადერთი გამოსახულებაა, რომელიც მის სიცოცხლეში შეიქმნა.[17]

ნამუშევრები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • McCulloch, Alan (1994). The Encyclopedia of Australian Art. Allen & Unwin. ISBN 1-86373-315-9. 
  • Galbally, Ann. The Collections of the National Gallery of Victoria. Oxford University Press, 1987. ISBN 9780195545913
  • Zdanowicz, Irena. Albrecht Dürer in the Collection of the National Gallery of Victoria. National Gallery of Victoria, 1994. ISBN 9780724101696

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://museumsvictoria.com.au/
  2. https://about.biodiversitylibrary.org/about/bhl-consortium/
  3. Mansfield, Elizabeth. Art History and Its Institutions: Foundations of a Discipline. Psychology Press, 2002. p. 105
  4. 4.0 4.1 4.2 [The History of the State Library of Victoria http://guides.slv.vic.gov.au/slvhistory/museumgallerypro]
  5. Lane, Terence. Nineteenth-century Australian Art in the National Gallery of Victoria. National Gallery of Victoria, 2003. pp. 13–14.
  6. McCulloch, Alan. The Encyclopedia of Australian Art. University of Hawaii Press, 1994. p. 815
  7. McCulloch, Alan (1994). The Encyclopedia of Australian Art. Allen & Unwin, გვ. 864 (Appendix 8). ISBN 1-86373-315-9. 
  8. National Gallery of Victoria – Victorian Heritage Register
  9. "Democratic" Art Gallery Planned. The Canberra Times. Sat 27 Feb 1960
  10. Green, Louise McO.. NGV Women's Association History. National Gallery of Victoria. ციტირების თარიღი: 2007-12-22
  11. The Canberra Times. Wed 21 Aug 1968. pg 3
  12. The National Gallery of Victoria (NGV) Redevelopment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 26 February 2018
  13. Maureen Gilchrist, 'High regard for Brian Finemore,' The Age, Monday Oct 27, 1975, p.2
  14. Galbally, Ann. The Collections of the National Gallery of Victoria. Oxford University Press, 1987. ISBN 9780195545913, p. 36.
  15. Collection Online > collections > Collection Areas. ngv.vic.gov.au (31 July 2013). ციტირების თარიღი: 2013-08-15
  16. Blanchetière, François; Thurrowgood, David (2013). "Two Insights Into Augustus Rodin's The Thinker". Art Journal. National Gallery of Victoria. 52.
  17. "NGV Solves Mystery of Renaissance Portrait" (26 November 2008), NGV. Retrieved 4 June 2020.