ვიტი-ლევუს კუნძულები
| მშობ. სახელი: ინგლ. Viti Levu Group | |
|---|---|
|
| |
| გეოგრაფია | |
| 18°23′34″ ს. გ. 177°47′40″ ა. გ. / 18.39278° ს. გ. 177.79444° ა. გ. | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| კუნძულთა რაოდენობა | 5 |
| მთავარი კუნძული | ვიტი-ლევუ |
| ფართობი | 10 453 კმ² |
| უმაღლესი წერტილი |
1324 მ ტომანიივის მთა |
| ოლქი | ცენტრალური ოლქი და დასავლეთის ოლქი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 661 997 (2007) |
| სიმჭიდროვე | 63,331 ად. /კმ² |
ვიტი-ლევუს კუნძულები (ინგლ. Viti Levu Group) — ფიჯის რესპუბლიკის ძირითადი კუნძულოვანი ჯგუფი წყნარ ოკეანეში. შედგება ყველაზე დიდი კუნძულისაგან — ვიტი-ლევუ და მის გარშემო მყოფი პატარა კუნძულებისაგან: მბაუ, მბენგა, ნუკულაუ და ვატულელე. კუნძულებიდან შორიახლოს მდებარეობენ ლომაივიტის და იასავის კუნძულები, რომლებიც ცალკე კუნძულოვან კგუფებს ეკუთვნიან. კუნძულების საერთო ფართობია — 10 453 კმ², ხოლო მოსახლეობა 2007 წლის აღწერის შესაბამისად — 661 997 ადამიანი[1]. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ინდო-ფიჯელებს. კუნძულ ვიტი-ლევუზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სუვა. ადგილობრივ ენებზე ვიტი-ლევუ — «დიდი კუნძული». ვიტი — «კუნძული», დამახინჯებული სახით ნიშნავს ფიჯის.
კუნძულზე მდებარეობს ფიჯის თოთხმეტიდან რვა პროვინცია. მბის, ნანდრონგა-ნავოსის და რის პროვინციები შედიან დასავლეთის ოლქის შემადგენლობაში, ხოლო ნაიტასირის, ნამოსის, რევის, სერუის და ტაილევუს პროვინციები — ცენტრალური ოლქის შემადგენლობაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2007 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-01. ციტირების თარიღი: 2015-01-19.