იასავის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იასავის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Yasawa Islands
WayaYalobi.jpg
გეოგრაფია
16°55′ ს. გ. 177°20′ ა. გ. / 16.917° ს. გ. 177.333° ა. გ. / -16.917; 177.333
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 22
მთავარი კუნძული იასავა
ფართობი 135 კმ²
უმაღლესი წერტილი 600 მ
ქვეყანა
ოლქი დასავლეთის ოლქი
პროვინცია მბის პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 5000
სიმჭიდროვე 37,037 ად. /კმ²

იასავის კუნძულები (ინგლ. Yasawa Islands) — კუნძულების ჯგუფი ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან დასავლეთის ოლქის მბის პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასავის კუნძულები მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით კუნძულ ვიტი-ლევუდან[1]. არქიპელაგი შედგება დაახლოებით 20 კუნძულისაგან[2]. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 135 კმ²-ს. კუნძულები წაგრძელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით დაახლოებით 80 კმ-ზე. გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა. კუნძულების ზედაპირი მთიანია; ოთხ კუნძულზე მთების სიმაღლე აჭარბებს 600 მეტრს[1].

არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულებია: — იასავა, ნავიტი, ვაია, ვაია ლაიტაი, ნატულა, ტავევა და იაკეტა.

კლიმატი კუნძულებზე ტროპიკულია. ხშირად ხდება გვალვები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასავის კუნძულების ადამიანებით დასახლება სავარაუდოდ მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 700 წელს, ფიჯის სხვა, უფრო დიდი კუნძულების დასახლებიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ[3].

კუნძულების პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი ზღვაოსანი უილიამ ბლაი, რომელმაც არქიპელაგი აღმოაჩინა 1789 წელს, ცნობილ გემ «ბაუნტიზე» აჯანყებიდან უახლოეს ხანში. 1794 წელს კუნძულებს ესტუმრა კაპიტანი ბარბერი. მიუხედავად ამისა არქიპელაგის ზუსტი რუკები არ არსებობდა 1840 წლამდე, სანამ ის არ შეისწავლა ამერიკულმა ექსპედიციამ ჩარლზ უილკსის მეთაურობით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Yasawa Islands. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-10.
  2. Yasawa Islands Vacation Fiji Guide. Yasawa Islands Fiji Islands Travel and Island Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-10.
  3. Ethan E. Cochrane. Human cultural diversity in prehistoric Fiji // Archaeology International. — В. Archaeology International.