მბის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მბის პროვინცია
ინგლ. Ba Province
ქვეყანა ფიჯის დროშა ფიჯი
ადმ. ცენტრი Ba
კოორდინატები 17°32′00″ ს. გ. 177°41′00″ ა. გ. / 17.53333° ს. გ. 177.68333° ა. გ. / -17.53333; 177.68333
ფართობი 2634 კმ²
მოსახლეობა 231 760 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 87,99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ISO 3166 კოდი FJ-01

მბის პროვინცია (ინგლ. Ba Province) — ერთ-ერთი ფიჯის 14 პროვინციიდან და ერთ-ერთი ვიტი-ლევუზე განლაგებული 8 პროვინციიდან. მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულის — ვიტი-ლევუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მბა. 2007 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 231 760[1] ადამიანს. ფართობი — 2634 კმ²-ია, რის გამოც იგი სიდიდით ფიჯის მეორე პროვინციაა.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად პროვინცია შედგება შემდეგი რაიონებისგან იმავე დასახელების ადმინისტრაციული ცენტრებით[2]:

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მბა — ფიჯის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა. 2007 წლის აღწერის თანახმად, პროვინციაში ცხოვრობდა 231 760 ადამიანი (მათ შორის 118 087 მამაკაცი და 113 673 ქალი), რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მეოთხედს[3]. ეთნიკური შემადგენლობით ჭარბობენ ფიჯი-ინდოელები(126 142 ადამიანი) და ფიჯელები (96 852 ადამიანი)[4].

პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ქალაქი, რომელთაგან ყველაზე დიდებია მბა, ლაუტოკა, ნანდი და ტავუა. 2007 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 120 998 ადამიანს[5]. მორწმუნეებიდან ყველაზე ბევრია — ქრისტიანები (112 491 ადამიანი; უპირველეს ყოვლისა მეთოდისტები) და ინდუსები (92 425 ადამიანი)[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის აღწერა (2007 წელი)
  2. Naitasiri Province A statistical Map of Viti Levu shows
  3. POPULATION BY AGE, SEX AND PROVINCE OF ENUMERATION, FIJI : 2007 CENSUS. Fiji Islands Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-09. წაკითხვის თარიღი: 2011-06-10.
  4. POPULATION BY AGE, RACE AND PROVINCE OF ENUMERATION, FIJI : 2007 CENSUS [p]. Fiji Islands Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-09. წაკითხვის თარიღი: 2011-06-10.
  5. URBAN POPULATION BY AGE, SEX AND MARITAL STATUS AND PROVINCE OF ENUMERATION, FIJI: 2007 CENSUS [p]. Fiji Islands Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-09. წაკითხვის თარიღი: 2011-06-10.
  6. POPULATION BY RELIGION AND PROVINCE OF ENUMERATION, FIJI: 2007 CENSUS [p]. Fiji Islands Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-09. წაკითხვის თარიღი: 2011-06-10.