ვირთხების რბოლა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვირთხების რბოლა“

პოსტერი
ჟანრი კომედია
სცენარის ავტორი ჯერი ცუკერი
როლებში როუენ ატკინსონი, ჯონ კლიზი, ვუპი გოლდბერგი, კუბა გუდინგ უმცროსი, სეტ გრინი, უეინ ნაიტი, ჯონ ლოვიცი, ბრეკინ მეიერი, ემი სმარტი, კეტი ნაჯიმი
მუსიკა ჯონ პაუელი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 17 აგვისტო, 2001 (2001-08-17)
ხანგრძლივობა 112 წუთი [1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 48 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 85 500 000 აშშ დოლარი

ვირთხების რბოლა — ჯერი ცუკერის 2001 წლის ამერიკული კომედია. ფილმის ინსპირაცია იყო 1963 წელს გადაღებული ფილმი „ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო“. ფილმში მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან როუენ ატკინსონი, ჯონ კლიზი, ვუპი გოლდბერგი, კუბა გუდინგ უმცროსი, სეტ გრინი, უეინ ნაიტი, ჯონ ლოვიცი, ბრეკინ მეიერი, ემი სმარტი, კეტი ნაჯიმი და სხვ.

ფილმში აღწერილია ექვს გუნდში მყოფიs ადამიანები, რომლებსაც დავალებული აქვთ გაიარონ 563 მილი, ლას-ვეგასის კაზინოდან სილვერ სიტიმდე train station სადაც სეიფში მოთავსებულია 2 მილიონი აშშ დოლარი. ყველა გუნდს მიეცა გასაღები სეიფის გასაღებად. პირველი ადამიანი რომელიც გააღებდა სეიფს მიიღებდა ფულს.

Fireworks Pictures-ის, Alphaville Films-ისა და Zucker Productions-ის მიერ შექმნილი ფილმი გამოშვებულ იიქნა Paramount Pictures–ის მიერ, 2001 წლის 17 აგვისტოს შეერთებულ შტატებსა და კანადაში. კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასების მიუხედავად, ფილმმა წარმატებას მიაღწია, რომელმაც მთელ მსოფლიოში 85.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმის ბიუჯეტი კი 48 მილიონი აშშ დოლარი იყო.[2]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსცენრიული მაგნატი დონალდ სინკლეირი რომელიც კაზინოს სტუმრობს, მოაგროვებს ექვს ადამიანს შეჯიბრისათვის, რომელშიც გამარჯვებული, ანუ ის ვინც ჩავა სილვერ სიტიში, 2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

მრბოლელელები არიან ძმები დუან და ბლეინ კოდები, ბიზნესმენი მერილ ჯენინგი და დედამისი ვერა, ამერიკული ფეხბურთის მსაჯი ოუენ ტემპლტონი, რენდი პეარი და მისი ოჯახი, ნარკოლეფსი იტალიელი ტურისტი ენრიკო პოლოლინი და ადვოკატი ნიკ შეფერი.

ნიკი გადაწყვეტს არ მიიღოს მონაწილეობა რბოლაში, მაგრამ მის აზრს შეცვლი პილოტ გოგონასთან, ტრეისისთან შეხვედრა, რომელიც მას თავის ვერტმფრენში ჩასვავს. ტრეისი ვერტმფრენით შეუტევს თავისი ყოფილი შეყვარებულის სალხს, რომელმაც მას უღალატა. შეტევისას ვერტმფრენი დაზიანდება. ნიკი და ტრეივისი ტრეივისის ყოფილი შეყვარებულის მანქანას იტაცებენ.

დუაინი და ბლეინი დააზიანებენ აეროპორტის რადარს, ისინი მანქანით შეასკდებიან ბოძს, რომელზეც მანქანა მოექცა. ისინი მოიფიქრებენ რომ გააკეთონ გასაღების დუპლიკატი, რათა გაზარდონ თავიანთი მოგების შანსები. მათ გასაღები მიაქვთ ზეინკალთან რომელიც მოისმენს მათ გეგმას და მოიტაცებს გასაღებს. ძმები მოახერხებენ საჰაერო ბუშტით გაქცეულ ზეინკალს. ისინი იშოვიან მანქანას, მაგრამ შემთხვევით მოხვდებიან მონსტრი მანქანის შეჯიბრზე, სადაც მათი მანქანა დაზიანდა. დუაინმა და ბლეინმა კი მონსტრი მანქანის მოტაცება მოახერხეს.

მერილი და ვერა მოყვებიან ავარიაში და დაკარგავენ მანქანას. ისინი მოიპარავენ სარაკეტო მანქანას და დაიძვრებან მისით, მანამდე სანამ ბენზინი არ გათავდება. ისინი მოხვდებიან ფსიქიატრული კლინიკის ავტობუსში. მერილმა და ვერამ მოახერხა ავტობუსიდან გადმოსვლა და მივიდნენ სილვერ სიტიში.

რენდი და მისი ოჯახი შეცდომით, ბარბის მუზეუმის ნაცვლად ეწვევა კლაუს ბარბის მუზემს. ისინი მოიპარავენ ადოლფ ჰიტლერის მანქანას რა დროსაც ისინი მოხვდებიან ამერიკელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრაზე, ფაშისტური სიმბოლიკის დანახვამ და რენდის მეტყველების კილომ მოხუცები გააღიაზანა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან გაისროლა.

ოუენი ტაქსიდან გააგდეს. ტაქსის მძღოლო აღმოჩნდა იმ გუნდის ქომაგი რომელმაც ოუენის შეცდომის გამო წააგო. ოუენი გამოსტყუებს ტანსაცმელს ავტობუსის მძღოლს და თავს მის მძღოლად ასაღებს. როდესაც ავტობუსი გაფუჭდა, ოუენმა ყველაფერი აღიარა რის შემდეგაც მას გაბრაზებული მგზავრები გაეკიდნენ. საბოლოოდ ოუენიც ახერხებს დანიშნულების ადგილზე მისვლას.

ენრიკო უფრო მეტად აღფრთოვანებულია რბოლით, ვიდრე ფულით, მაგრამ რბოლის დასაწყისში მას ჩაეძინება. იგი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ იღვიძებს. ის გაემგზანება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლ ზაკთან ერთად, რომელსაცც გადასარგველი გული გადააქვს. ენრიკო უნებლიედ გადააგდებს გულს ფანჯრიდან. ზაკი გადაწყვეტს ენრიკოს მოკვლას დაკარგული გულის შეცვლისთვის. ენრიკო გაურბის მას და ჯდება მატარებელში, სადაც ის გასაღებს პატარა ბავშვს აძლევს რომელიც მას საფენში აგდებს. ენრიკო ცდილობს აიღოს გასაღები, მაგრამ ხალხს იგი პედოფილი ეგონება და გააგდეს მატარებლიდან. ენრიკო პირველი მიდის სეიფთან, მაგრამ მისი გახსნისას ეძინება.

მრბოლელები მიდიან სილვერ სიტიში, ხსნიან სეიფს რომელიც ცარიელი აღმოჩნდება. ფული სინკლერის ასისტენტმა გრიშამმა და გოგონამ გამოძახებით, ვიცკიმ გაიტაცეს ფული. ზეინკალი რომელიც კვლავ საჰაერო ბუშტზეა ეცემა გრიშამის მანქანას. მანქანიდან ვარდება ფულით სავსე ჩანთა. მრბოლელები მოხვდებიან „Smash Mouthy“-ის საქველმოქმედო კონცერტზე. ბენდი ჩათვლის რომ ფული ქველმოქმედებისთვისაა განკუთვნილი და ჩამოართმევს მრბოლელებს მას. მრბოლელები მიხვდებიან, რომ ჯობია ფული ქველმოქმედებაში დახარჯონ. როდესაც სინკლეირი გამოჩნდება ნიკი იტყვის, რომ ფული მისია და მასთან ერთად მყოფი მდიდარი ხალხიც გაიღებს ფულს ქველმოქმედებისთვის. ყველა ცეკვავს „All Star“-ზე, ამის ფონზე კი 19 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rat Race. British Board of Film Classification (2004-05-30). ციტირების თარიღი: January 14, 2012.
  2. Rabin, Nathan. WHY 2001'S RAT RACE IS A PERFECT PIECE OF ESCAPISM FOR MODERN TIMES. Rotten Tomatoes (16 May 2017). ციტირების თარიღი: 4 May 2020.