ვიკიპედია განხილვა:ხუთი პილასტრი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Maia Miqautadze 11:52, 8 ივნისი 2007 (UTC)მომხმარებელი:Maia Miqautadze გვირჩევს: "მცნება" სიტყვა ვიკიპედიაში ძალზე ვიწრო – კერძოდ მხოლოდ "პრინციპის" – მნიშვნელობით არის გამოყენებული აბსოლუტურად უმართებულოდ. უმჯობესია, დარჩეს: "ვიკიპედიის ხუთი ძირითადი პრინციპი". --ცანგალა () 12:09, 6 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

wkaros mititebaa sachiro, an bmulit an citatit. a.
თუ შეიძლება განმარტეთ რატომ არის "აბსოლუტურად უმართებულოდ". ასევე შემოგვთავაზეთ ალტერნატივა, როგორ უნდა დაიწეროს მაშინ ეს წინადადება:

"ვიკიპედიის ყველა პრინციპი ემყარება ხუთ მცნებას, რომელიც განსაზღვრავს ვიკიპედიის ხასიათს."

- ალ-ო / 14:37, 6 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით: პრინციპი – 1. რომელიმე თეორიის , მოძღვრების, მეცნიერების ამოსავალი დებულება, სახელმძღვანელო იდეა, თვალსაზრისი;

2. მოქმედების, ქცევის ძირითადი წესი, რწმენა, თვალსაზრისი.

მცნება – 1. ძვ. ბიბლიური გამონათქვამი ზნეობრივი ხასიათისა. ათი მცნება;

2. წიგნ. გადატ. მოძღვრება დებულების სახით; // სახელმძღვანელო წესი; // ანდერძისებური ბრძანება, განკარგულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "მცნება" უმართებულოდაა გამოყენებული, იმავე მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც "პრინციპი": გამოდის, რომ ვიკიპედიის ყველა სახელმძღვანელო იდეა, ან ქცევის წესი ეფუძნება ისევ სახელმძღვანელო წესს!!!

წინადადებამ სასურველია, მიიღოს ასეთი ფორმა: "ვიკიპედიაში მუშაობის ყველა წესი ემყარება ხუთ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავენ ვიკიპედიის ხასიათს" (vin dacera?)

(ukacravad latinuri shriftistvis). tu sheidzleba xeli moaceret. es cinadadeba zemot gramatikulad gaumartvia ("gansazgvravs" mxolobitshi unda ikos). "xuti mcneba" aq gadataniti mnishvnelobit aris naxmari, es ase vtqvat alegoriaa bibliur at mcnebaze. es aris is "xuti sakrdeni" rasac mteli wikipedia efudzneba. tqveni alternativa am shemtxvevashi ar gamodgeba, imitom, rom (1) principi vikipediashi gacilebit metia, (2) mkari cesebi aq ar arsebobs (mexuti "mcneba"). sxva enebshi gamokenebulia sitkva "sakrdeni" an "pillar", anu alternativa chentvis iqneba "xuti sakrdeni" (rac me piradad ar momcons). xuti mcneba chemi azrit ideurad ufro datvirtuli iko, tumca shesadzlebelia, rom azrobrivad arc ise zusti gadmocema ikos. sxva alternativa gvchirdeba, tu "mcneba" ase katastrofulad uvargisia. - ალ-ო / 15:13, 8 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]
wkaros mititebaa sachiro, an bmulit an citatit. a. - რა წყაროს გულისხმობ. ჩემ განხილვის გვერდზე შეგიძლია წაიკითხო. სიტყვა "გვირჩევს:" შემდეგ მომხმარებელი:Maia Miqautadze სიტყვებია. პასუხიც მისია, მე მხოლოდ წყვეტილი ხაზები იყო აბზაცების შედეგად და ის გავასწორე. --ცანგალა () 22:15, 8 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მადლობა მექანიკური გრამატიკული შეცდომის გასწორებისათვის! იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს – "პრინციპი ვიკიპედიაში გაცილებით მეტია"? ნამდვილად ვერ გავიგე , ვიკიპედიაში უფრო მეტი დატვირთვა რა შეიძლება ჰქონდეს ამ სიტყვას (შდრ.: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან მოტანილი "პრინციპის" მნიშვნელობები). ვიკიპედიის მეხუთე მცნებაზე როდესაც საუბრობთ, წერთ: "ვიკიპედიას არა აქვს მყარი წესები ხუთი ძირითადი პრინციპის გარდა, რომელიც აქ არის აღწერილი". ე.ი. თქვენვე ერთი და იმავე მნიშვნელობით იყენებთ ამ ორ სიტყვას! ჯერ სხვა ალტერნატივა არ მაქვს.85.117.50.117 11:31, 11 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. ტექსტის დახვეწა ალბათ სასურველია, თუმცა ჩემს გარდა თქვენამდე ამისთვის ჯერ არავინ მოიცალა (ეს არავის გვევალება, ყველა მოხალისე ვართ). ზუსტად რა სიტყვას გამოვიყენებთ ჩემთვის მეორეხარისხოვანია — ამ გვერდის დანიშნულებაა, რომ მკითხველს მიუთითოს (რაც შეიძლება მკაფიოდ) რისი უფლება შეუძლია მისცეს თავს და რისი არა (ძალიან ბევრი რედაქტორი ვერ ხვდება სად გადის ზღვარი ვოლუნტარიზმსა და თავნებობას შორის). მეხუთე მცნებაში მინიშნებულია, რომ ეს არის "ძირითადი" პრინციპები (ანუ ამ სიტყვების ზოგადი მნიშვნელობა მსგავსია, თუმცა მათ შორის იერარქიული განსხვავებაა ამ კონტექსტში (მცნება → ძირითადი პრინციპი → პრინციპი → ...). თუ აზრის გადმოცემა ზუსტად ვერ მოვახერხე, გთხოვთ გადახედოთ სხვაენოვან გვერდებს და შესაბამისად გამართეთ ქართული ტექსტიც. გმადლობთ. - ალ-ო / 15:42, 11 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

პირადად ჩემთვის ვოლუნტარიზმიც მიუღებელია. შეძლებისამებრ გადავხედე სხვაენოვან გვერდებსაც. "საყრდენი" არც მე მომწონს. ხომ არ დარჩეს "ვიკიპედიის ხუთი ძირითადი პრინციპი"? ანუ თქვენეული იერარქიიდან "მცნება" ამოვარდება.Maia Miqautadze 10:34, 19 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რაიმე უფრო ლაკონური კარგი იქნებოდა. Five pillars, Los cinco pilares, Principes fondateurs, Cinque pilastri, Cinco pilares, Пять столпов. "ვიკიპედია:დამფუძნებელი პრინციპები"? არ ვიცი გამართულია თუ არა. პილარს რაიმე სხვა შესატყვისი ქართულად აქვს? - ალ-ო / 13:22, 19 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ, უმჯობესია, დარჩეს "ვიკიპედია: ძირითადი პრინციპები"; შესაბამისად გაიმართება ტექსტიც.Maia Miqautadze 10:36, 12 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ტერმინ „ცივილურის“ სწორი გამოყენებისთვის[წყაროს რედაქტირება]

«ვიკიპედიას ქცევის კოდექსი აქვს: პატივი ეცით კოლეგა-ვიკიპედიელებს უთანხმოების მიუხედავად. იყავით ცივილური.» - უცხო სიტყვათა ლექსიონის მიხედვით, ქართულში ეს უცხო სიტყვა ნიშნავს სამოქალაქოს. ამ კონსტექსტში უნდა იყოს ცივილიზებული, ანუ კულტურული. — Rastrelli F 14:54, 8 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაპატიეთ, არ წამიკითხავს რა წერია ზემოთ, მაგრამ მე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა - ერთი წაკითხვით ვერ გავიგე რას ნიშნავს სიტყვა ”პილასტრი” (ისე, შეიძლება უნდა ვიცოდე და არ ვიცი?). ძლივს დავასკვენი - რას შეიძლება ნიშნავდეს. ვიკიპედია ხომ არის ხალხისთვის შექმნილი? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ხალხისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე უნდა იყოს დაწერილი ყველაფერი. ჩვენ რატომ არ ვერიდებით რთული და გაუგებარი ტერმინების შემოტანას? ”ვიკიპედია: ხუთი პილასტრის” ნაცვლად, რომ ყოფილიყო ვთქვათ - ”ვიკიპედია: ხუთი წესი” ან რაიმე სხვა მსგავსი, უფრო მარტივი და გასაგები არ იქნებოდა ყველასთვის? — Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 10:07, 15 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

პილასტრი სულ სხვა რამეა. pillar და столп გადატანითი მნიშვნელობით არის „დედაბოძი“, „ბურჯი“ და აქაც სწორედ ეს იგულისხმება. პილასტრი ინგლისურად pilaster არის. გიო ოქრო 20:29, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ, ამაზე მეც მიფიქრია. თუმცა, ბურჯი ან დედაბოძის ვარიანტისადმი დიდად ენთუზიაზმით არ ვარ განწყობილი. ვიკიპედია:ხუთი საწყისი უფრო რელევანტური მეჩვენება. Melberg მიწერა 07:15, 23 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
საწყისი მეც უკეთესი მგონია. Wiki - ჯაბა 07:26, 23 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
Pillar ნიშნავს იზოლირებულ ვერტიკალურ საყრდენს — ბოძს, სვეტს, ხოლო Pilaster [პილასტრი] ვერტიკალურ შერწყმულ სვეტს, ბოძს, რომელიც უფრო დეკორატიულ დანიშნულებას ასრულებს. არსებითად, ერთიც და მეორეც არის სვეტი, ბოძი და შესაბამისად Pillar-ისა და Pilaster-ის არსი იქნება სვეტი, ბოძი ანუ პილასტრი. ინგლისურ ვიკიპედიაში სიტყვა პირველი, მთავარი მნიშვნელობით არის გამოყენებული. ვიკიპედიაში მოცემული ხუთი განსაზღვრება წარმოდგენილია სვეტივით, ანუ პილასტრივით და აქედან სახელწოდებაც. რასაკვირველია, შესაძლოა უკეთესი ტერმინის მოფიქრება, მაგრამ მიმდინარე დასახელება შეცდომა ნამდვილად არ არის. გამოყენებული შეიძლება იყოს: ხუთი დებულება, ხუთი პრინციპი და ა.შ. ყოველივე პირადი გემოვნების ამბავია. მე ვემხრობი პილასტრს. - OTOGI Messages 07:48, 23 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]