ვიკიპედია განხილვა:რჩეული სტატიები/სტატუსის მოხსნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თუ ვიზრუნეთ იმაზე რა ჩავსვათ ყოფილი რჩეულის განხილვის გვერდზე {{რჩს}}-ს და {{იყო მთავარ გვერდზე}}-ს მაგივრად? — ჯაბა ლაბა 16:27, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

{{ყოფილი რჩეული}} ამას აკეთებდა გიორგი (დიაოჰა). {{რჩს}}-სთან დაკავშირებით, მგონი, მართლა შესაქმნელია მსგავსი თარგი, და მეორე დარჩეს სტატიაში. ერთ დროს რომ იყო, იმას ხომ არ დავუკარგავთ...—G.G. 16:45, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

და კიდევ წესები ჯერ არ დაწერილა, რამდენი ხმა სჭირდება სტატუსის მოსახსნელად?--Tornike Redhat-office.png 16:46, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

და კიდევ, ალბათ საჭირო გახდება ამის ცალკე დაარქივება. არქივის გვერდიც ცალკეა შესაქმნელი. მე დავიწყე ეს და მინდოდა ბოლომდე მიყვანა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად ერთი კვირა მინიმუმ ვიკიშვებულებაში ვიქნები... ამიტომ, გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, მე ნუ დამელოდებით :(. (თუ არა და, მე გავაკეთებ მერე, თუ დაგვიანებული არ იქნება ერთ კვირაში). — დავით პასუხი 16:48, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

როგორც ჩანს ნაჩქარევი იყო სტატუსის მოხსნის შესახებ კენჭისყრის დაწყება. ჯობდა ჯერ აქ ჩამოთვლილი საქმეები მოგვეგვარებინა, თუმცა არც ახლაა გვიან. — ჯაბა ლაბა 16:52, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ვიკიპედიაში ხომ ყოველთვის ვჩქარობთ. ჯობია დათოს დაველოდოთ და ერთი კვირის შემდეგ მიხედოს.--ცანგალა () 17:04, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მოდით, სტატიებს, რომლებიც 30,000 ბაიტზე ნაკლები მოცულობისაა (მაგ. მყინვარწვერი, დიმიტრი ამილახვარი, ქალთა საერთაშორისო დღე) კენჭისყრის გარეშე მოვხსნათ სტატუსი. --გოტა (მომწერე) 17:22, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

კრიტერიუმი, რომ 20 კილობაიტია--Tornike Redhat-office.png 17:31, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
ჯობია კენჭისყრა გავაკეთოთ ყველაფერზე. მომავალში როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით არქივებში იდოს. დღეს გვახსოვს ხვალ დაგვავიწყდება.ცანგალა () 17:34, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
თუ 20 კილობაიტია, მაშინ 20-ზე გავაკეთოთ. მე 30 მახსოვდა. კენჭისყრა რა ფორმატით გავაკეთო არ ვიცი. ვინმემ გააკეთეთ რა :)--გოტა (მომწერე) 17:43, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
ველოდებით დათოს.ცანგალა () 17:45, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

საერთოდ 20 კბ-ზე ნაკლები სტატიის მქონე რჩეულებს რადგან ეს წესის დარღვევა გამოდის სტატუსი უნდა მოეხსნას კენჭისყრის გარეშე და არავის ლოდინი არაა საჭირო, ხოლო რაც შეეხება 20 კბ კრიტერიუმს ის მოძველდა და ნამდვილად უნდა გაიზარდოს. — ჯაბა ლაბა 17:48, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მე ველოდები დათოს. --ცანგალა () 17:55, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
კენჭისყრა ყველა საკითხზე ნამეტანი ხომ არაა? ვიღიმი იქნებ, კონსენსუსის მიღწევა გვეცადა ჯერ... ახლა კონკრეტულ საკითხზე: თარგში {{რჩს}}-სთან დაკავშირებით, რა სახელით შევქმნა მაგისი შესაბამისი „ყოფილი“ {{რჩს}} და როგორ წარმოგიდგენიათ შინაარსი? ჩემი აზრით, სიტყვა მხოლოდ „არის“ შეცვლა სიტყვა „იყო“-ზე საკმარისი იქნებოდა. სხვა ვიკიპედიებშიც ვნახავ.—G.G. 17:56, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

დაელოდე. — ჯაბა ლაბა 17:58, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

რჩეული სტატია - მოხსნილია რჩეული სტატიის სტატუსი. - მრსს. არ ვიცი როგორ მოგწონთ.--ცანგალა () 18:01, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

გიორგი საღად აზროვნებ და კითხვა მაქვს: რამდენად საჭიროა აქ მითიტებულ 20 კბ-იან კრიტერიუმზე ვინმეზე დალოდება და ხომ არ აჯობებდა 20 კბ-ზე ნაკლებ სტატიებს ავტომატურად მოეხსნას რჩეულის სტატუსი? გგიორგის ვეთანხმები ნუ გადავტვირთავთ ათასგვარი კენჭისყრებით ვიკიპედიას (აქ ისიც მაქვს ნანახი გარდაცვლილ კაცს როგორ მოუხსნეს კენჭისყრით ადმინის სტატუსი), წესი არის და ამ წესს უნდა დაემორჩილოთ. — ჯაბა ლაბა 18:04, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მადლობა, ცანგალა, ვერსიისთვის. ჯაბას: არ არის საჭირო. ასეთი სტატიები თუ რჩეულებია, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე უნდა ჩამოერთვას ეს სტატუსი.—G.G. 18:17, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
საღად ყველა მომხმარებელი აზროვნებს. კენჭისყრა იქნება ყველაფერზე - გარდაცვლილ კაცზეც. მიცვალებულს მაინც დაანებე თავი ქექვის დროს. ის პიროვნება ძალზე პატივსაცემი იყო და არის.(სამწუხაროდ თემას გადავუხვიე - ბოდიშს ვიხდე სარად მოაზროვნე მომხმარებლებთან) --ცანგალა () 18:23, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ამ გვერდზეც არის გამოტანილი მსგავსი სტატიები და მაშინ დავხუროთ მათი კენჭისყრა და ჩამოვართავათ სტატუსი. რაც სეეხება 20 კბ-ის გაზრდას გადავიფიქრე რადგან გვერდის ისტორიას გადავხედე და სულ ახლახანს 1 იანვარს შეცვლილა კრიტერიუმი 10 კბ ყოფილა და 20 გამხდარა. ასე რომ დარჩეს 20 კბ. — ჯაბა ლაბა 18:24, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ცანგალა კორექტულობა გამოიჩინე ძალიან გთხოვ. — ჯაბა ლაბა 18:25, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მაგაზე იყო სადმე კენჭისყრა, 10-დან 20 რომ გახდა? Refresh my memory, please...ვიღიმი—G.G. 18:30, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

არ ვიცი გიორგი, რომ ვნახო და დავწერო ქექვას უწოდებენ და თავს ვიკავებ სიტუაციის ესკალაცია რომ არ გამოვიწვიო. — ჯაბა ლაბა 18:32, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

აი, წესებიც ვიპოვე: m:Don't vote on everything და m:Vote on everything, ოღონდ ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს ვიღიმი—G.G. 18:35, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

პასუხს გავეცანი. კამათი დავამთავრე.--ცანგალა () 18:45, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ძალიან კარგი, არც უნდა დაგეწყო. — ჯაბა ლაბა 18:47, 16 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

აღმაშფოთეთ! :) ვინაიდან 20 კბ ერთ–ერთ კრიტერიუმად გვაქვს, რა თქმა უნდა, კენჭისყრის გარეშე ჩამოვართმევთ სტატუსს. მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ ხშირად სტატიის მოცულობა მნიშვნელოვანი არაა. მაგალითად, მე ვაპირებ სტატიის დაწერას ჯანის შესახებ, არა მგონია დიდი გამოვიდეს, მაგრამ ამომწურავად განვიხილავ ყველაფერს და რჩეულობაზეც წარვადგენ. მაგრამ, სანამ ავტომატურად მოვხსნიდეთ 20–ზე პატარებს, მანამდე ზემოთხსენებული თარგები შექმენით. (ან დამიცადეთ ერთი კვირა). — დავით პასუხი 05:54, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
სხვათაშორის, ჯაბას მიერაა გაზრდილი ეგ კრიტერიუმი 10-დან 20-მდე. აქედან გამომდინარე, ლოგიკური შეკითხვა: რის საფუძველზე? კი, გეთანხმები, ვიკიპედიამ 2005 წელსთან შედარებით გაცილებით წინ წაიწია და ეს რჩეულებზეც უნდა ასახულიყო, მაგრამ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, მინიმუმ, განხილვა უნდა ყოფილიყო სადმე. თუ იყო, ბმული დადეთ და მე ხმას აღარ ამოვიღებ.

ახლა თარგებზე, ბევრი ვიხეტიალე, თუ ცოტა სხვადასხვა ენოვან ვიკიში, ბოლოს იმ გადაწყეტილებამდე მივედი, რომ ყველაფერს ჯობს, შეიქმნას en:Template:ArticleHistory-ის ქართულენოვანი ვერსია. ამ თარგს რამდენიმე პლიუსი აქვს, მათ შორის:

  • ხდება რჩეულის კანდიდატად წარდგენის მომენტიდან ყველა ქმედების ასახვა, მასში გაერთიანებულია რამდენიმე ჩვენებური თარგი, დაწვრილებით:
  1. რჩეულის კანდიდატად წარდგენისას, ხდება განხილვის გვერდზე თარგ {{რსკ}} ჩასმა, რასაც ჩვენც ვაკეთებთ;
    1. რჩეულად არჩევისას, ხდება ამ თარგის ჩასმა შესაბამისი პარამეტრებით. ანუ ჩვენი {{რჩს}} (რომელსაც ვერაფრით ვუპოვე შესაფერისი ინტერვიკები, ამაზე მოგვიანებით) და {{იყო მთავარ გვერდზე}} საჭირო აღარ იქნებიან, ეს თარგი გამოაჩენს ამ ინფორმაციას;
    2. რჩეულად არ არჩევისა, ანუ კანდიდატის ჩავარდნისას, ხდება თარგის en:Template:FACfailed ჩასმა ამ თარგის ჩასმა შესაბამისი პარამეტრებით, სტატიას ენიჭება ჩავარდნილი კანდიდატის სტატუსი. ეს, რამდენადაც ვიცი, ჩვენთან არ ხდება;
  2. სტატუსის მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხდება ამ თარგის ჩასმა შესაბამისი პარამეტრებით, რომლებიც უჩვენებენ, რომ:
    1. ეს სტატია არის ყოფილი რჩეული;
    2. ან რჩეულის სტატუსი შეუნარჩუნდა (ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს).

მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ თარგთან დაკავშირებით.—G.G. 06:21, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

Symbol thumbs up.svg მე მომწონს.— დავით პასუხი 06:50, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ინფორმაცია - ჩემი ძიების შედეგები {{რჩს}}-ს შესაფერისი ინტერვიკებისას: ინგლისურ ვიკიში უკვე იცით, როგორცაა. ერთადერთი, ესპანურში ვიპოვე ანალოგიური თარგ(ებ)ი, მაგრამ სათაურში რისთვის აქვს მითითებული წლები, ეს ვერ გავარკვიე. ტექსტში მაინც არ ჩანს, ალბათ, ტექნიკური ამბავია. აქაც (მალე, ალბათ, ჩვენს მსგავსად) გადადიან es:Plantilla:Historia artículo-ს მოხმარებაზე (მაგალითები es:Plantilla:Destacado 2006, es:Plantilla:Destacado 2007, es:Plantilla:Destacado 2008...). ესპანელებსაც აქვთ თარგი ჩავარდნილებისათვის: es:Plantilla:No seleccionado, ოღონდ ინტერვიკების გარეშე. რამდენიმე ვიკიში {{რჩს}} და {{იყო მთავარ გვერდზე}} მოქცეულია ერთ თარში. (მაგალითები: ru:Шаблон:Сообщение ИС, sr:Шаблон:Сјајан, af:Sjabloon:Voorbladartikel, უკანასკნელს არასწორი ინტერვიკები აქვს). გერმანელებთან, არ ვიცი, როგორაა საქმე. მგონი, საერთოდ არ აქვთ ასეთი თარგები(???), ყოველშემთხვევაში, მე რომელი რჩეული სტატიებიც ვნახე, არ ჰქონდა არც ერთს მსგავსი თარგი. დოიჩლანდს ეცოდინება დანამდვილებით. ასე რომ, ზუსტად ანალოგიური თარგი ვერსად ვნახე.—G.G. 06:59, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

საჭიროა ასევე შესაბამისი კატეგორიის შექმნა. მოწონების შემთხვევაში, თარგების გადმოქართულებასა და კატეგორიების შექმნას საკუთარ თავზე ვიღებ.—G.G. 07:09, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

დიახ მართალი ხარ გიორგი მე შევცვალე, მაგრამ ეს როგორ აღმოაჩინე? ბუნებრივია ისტორიებს გადახედე და ეს არცაა საწყენი სწორედ ამიტომა ინახავს ვიკიპედია ცვლილებებს, რომ ვინმემ ნახოს.

ახლა საქმე ამის შესახებ გვქონდა საუბარი თუ არ ვცდები, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ სად. თუ პირველი იანვრიდან დღემდე, რომელიმე რჩეული სტატია შეიქმნა და ამ ცვლილებით დაზარალდა, ან კიდევ თუ ამ ცვლილების გამო, რომელიმე სტატიას არასწორად მოეხსნება სტატუსი, შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ცვლილების (თუ ის ერთპიროვნული იყო) განხილვას აზრი არ აქვს რადგან აქ უკვე სხვა რამესთან გვექნება საქმე.

გიორგის (ITshnik) ტექნიკურ გამოცდილებას ვენდობი და გააკეთოს ეს საქმე რაც წამოიწყო წინააღმდეგი არ ვარ კარგი იდეაა. ანუ Symbol thumbs up.svg მე მომწონს. — ჯაბა ლაბა 07:45, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ჯაბა, სწორად გამიგე: მე თავს არ გესხმი. მაგ ცვლილებასაც ვემხრობი, ანუ სადმე რომ მენახა განხილვა ან კენჭისყრა (თუმცა, ეს უკიდურესი ფორმაა) მაგ საკითხზე, მხარს დავუჭერდი 10-ის ნაცვლად 20 კილობაიტიანი კრიტერიუმის შემოღებას. დიახ, ისტორიაში ვნახე და მას მერე დამაინტერესა, რომელმა მომხმარებელმა შეცვალა, რაც შენ თქვი, რომ იანვარში შეცვლილაო, რადგან, კიდევ ვიმეორებ,კრიტერიუმის ცვლილება, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა და მე არ მახსოვს ამ საკითხთან დაკავშირებული არც განხილვა და არც კენჭისყრა სადმე, მაგრამ ხომ შეიძლება გამომრჩენოდა. მაგიტომ ვიკითხე და, გარწმუნებ, ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა შენს ადგილას ნებისმიერი სხვა მომხმარებელი რომ ყოფილიყო. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მეც მაგ ცვლილების მომხრე ვარ. დაზარალებით, არ მგონია, იანვრის შემდეგ 20 კბ-ზე ნაკლები მოცულობის სტატია აგვერჩია რჩეულად, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რისთვისაც საჭიროა განხილვის ლინკი, ანუ რომ ეს არ ყოფილა ერთი მომხმარებლის გადაწყვეტილება: როცა საუბარია 20-ზე ნაკლები ყველა სტატიისთვის სტატუსის ავტომატურად ჩამორთმევაზე. ზემოთ დავწერე, რომ ყველა ასეთ სტატიას დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას ეს სტატუსი-მეთქი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წესების დარღვევა გამოდიოდა. ახლა კი არ ვიცი, თავად ეს წესი რამდენად ობიექტურად იქნა შეცვლილი სულ ახლახანს. ასე რომ, თუ იპოვი, უმორჩილესად გთხოვ, ბმული დადო განხილვაზე, სადაც მომხმარებელთა უმეტესობამ ასე გადაწყვიტა. თუ ვერ იპოვი, აქ განვიხილოთ და მოვახდინოთ ამ ცვლილების "რატიფიკაცია". კვლავ ვიმეორებ, მე მომხრე ვარ. შემდეგ უკვე, თუ ვიკიპედიელთა უმეტესობა მოიწონებს, ყველა 20 კბ-ზე ნაკლები სტატიისთვის მოგვიწევს სტატუსის ჩამორთმევა, რადგან კრიტერიუმებს ვეღარ დააკმაყოფილებს. იმედი მაქვს, ჯანსაღი აზროვნებით წაიკითხავ ამ პოსტს.

ახლა რაც შეეხება გერმანულს: დოიჩლანდს გარკვეული პრობლემები აქვს ვიკიში შემოსვლასთან დაკავშირებით და სკაიპით ასეთი შინაარსის წერილი მომწერა: გერმანულ ვიკიპედიაში აქვთ რჩეულის თარგი, ოღონდ სვამენ არა სტატიის განხილვის გვერდზე, არამედ სტატიის ბოლოში, სულ ქვემოთ. თარგის შინაარსი დაახლოებით ასეთია(როგორც მახსოვს ზეპირად): „ამ სტატიის ერთი ვერსია 15.02.2011–ში რჩეული გახდა“ (ერთი ვერსია – ამ სიტყვებზე ბმულია და გადადიხარ იმ ვერსიაზე, რომელიც რჩეული იყო). ეს შეტყობინება სტატიის ბოლოში ჩანს, მწვანე ვარსკვლავი თავშიცაა და ეგ შეტყობინება კიდევ სტატიის ბოლოშია სტატიის გვედზევე. სტატუსის ჩამორთმევა გერმანელებს არა აქვთ.
ანუ, ჩემი აზრით, მაგ ფუნქციას გერმანულ ვიკიში ასრულებს თარგი {{რჩეული სტატია}}.—G.G. 08:34, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

არა გიორგი რა თავდასხმა, არც მიფიქრია (მე მგონი ჩემი პასუხიდანაც ჩანს ეს) ახლა ვზივარ კომპისთან და ვერაფრით ვერ ვპოულობ მაგის შესახებ განხილვას. იქნებ ეს არც იყო ვიკიპედიაში და არასწორად მახსოვს? (აქ უკვე აშკარად საბოდიშოდ მაქვს საქმე, თვითნებობა სხვისი არ მომწონს და არც ჩემი იქნება მოვსაწონი). მართალი ხარ როდესაც საუბარია სტატუსის მოხსნაზე აქ უკვე პრობლემა იქმნება. მოდი ეს საკითხი კენჭისყრაზე დავაყენოთ. მე მგონი ამის წინააღმდეგი მართლა არ უნდა იყოს ვინმე მაგრამ "რატიფიკაცია" საჭიროა 100 %-ით. — ჯაბა ლაბა 08:41, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ასეთი შეკითხვა მაქვს რჩეულ სტატიებს და რჩეული სტატიის სტატუსის ჩამორთმეულ თარგებს წლებიც ხომ არ მივუთითოთ? ე. ი. როდის იყო რჩეული და როდის ჩამოერთვა სტატუსი. --ცანგალა () 10:43, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
ეგ ყველაფერი ფიქსირდება გადმოსათარგმნ თარგში, ანუ აქ: en:Template:ArticleHistory.—G.G. 10:55, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ჯაბა, იქნებ, არ იყოს კენჭისყრა აუცილებელი და უბრალოდ ყავახანაში გავიტანოთ თემა (იმას უფრო უყურებს ხალხი) და თუ საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოითქვა, დასრულდეს იქვე. იქ გასათვალისწინებელია არგუმენტები, რის გამოც შეიცვალა და მოსალოდნელი შედეგებიც. ერთი კარგი ოფ-ტოპიკი კი გამოგვივიდავიკრიჭები (იმიტომ, რომ განხილვა სხვა რამეზე იყო აქ) მაგრამ არაუშავს, ხდება ხოლმე.—G.G. 12:08, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

Symbol thumbs up.svg მე მომწონს.!--იორგი 12:21, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

გიორგი იქნებ არც იქ გავიტანოთ და აქვე გადავწყვიტოთ. თუმცა როგორც საჭიროდ ჩათვალო ისე მოიქეცი, ჩემგან სრული მხარდაჭერა გაქვს. — ჯაბა ლაბა 15:17, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ჯაბა, გიორგი (ორივე), ცანგალა, ვფიქრობ ამაზე კიდევ განხილვა დამატებით საჭირო არაა... მგონი ეს (მინიმუმ 20 კბ) ისეთი ნათელია, რომ არ უნდა იყოს საკამათო... თუ ვინმეა წინააღმდეგი, აქ თქვას და მერე ვიფიქროთ დამატებით განხილვაზე... მე ასე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საჭირო არაა. ბოდიშით, ვიკიპედიაში შემოსვლაზე რაღაც პრობლემები მაქვს და ვერ ვერთვები აქტიურად განხილვაში. — დავით პასუხი 15:31, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
რადგან აქ გინდათ, იყოს აქ. მაგრამ მაშინ ყველა რჩეულს, რომელიც 20 კბ-ზე ნაკლებია, ავტომატურად უნდა მოეხსნას რჩეულის სტატუსი. მე არ ვარ წინააღმდეგი, დათოს ბოლო კომენტარიდან ირკვევა, რომ არც ის არის, ხოლო ცანგალას პასიურობა ამ კუთხით მაფიქრებინებს, რომ არც ის არის. თუ არავინ გამოჩნდება 1 კვირის მანძილზე (ვფიქობ, დრო საკმარისი უნდა იყოს) საწინააღმდეგო მოსაზრებით, კონსენსუსი მიღწეულად ჩაითვლება და ამ ცვლილების „რატიფიკაციაც“ მოხდება ავტომატურად. ველოდებით სხვებს.—G.G. 15:58, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

დიახ დათო სწორედ ეგ ვიგულისხმე აქ გადაწყვეტაში. კენჭისყრა ნამდვილად არაა საჭირო, დაველოდოთ სხვებსაც. — ჯაბა ლაბა 17:03, 17 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

შეაფასეთ :). თარგი ჯერ არ დამიმთავრებია, მაგრამ შედეგი აღარ შეიცვლება. შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტული სიტყვები.—G.G. 13:15, 18 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

კარგი იქნება მიეთითოს სტატუსის მოხსნის თარიღიც --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:25, 18 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
თარიღები წინ უწერია ჩამოსასშლელ სექციაში 'სტატიის მიღწევები'. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა: მანდ რომელი თარიღიც არის მითითებული, მაშინ იქნა ამოღებული სტატიიდან თარგი {{რჩეული}}, ანუ ფაქტიურად მაგ თარიღიდან აღარ არის რჩეული, მაგრამ ახლა სტატუსის მოხსნაზე დგას, ანუ მაგისი ყოფილი რჩეულობა „ოფიციალურადაც“ დადასტურდება. და ეხლა არ ვიცი, დავტოვო ეგ თარიღი, თუ რომ მოვუხსნით, ის თარიღი ჩავწერო. ასევე, თარგთან დაკავშირებით, რაღაც ეს 'მიღწევები' არ მომწონს. ინგლისურად milestones არის. —G.G. 13:34, 18 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

სტატიის მოხსნის თარიღი კარგადაა მითითებული, რჩეულად არჩევისა კი ორჯერაა დაფიქსირებული, ჩემი აზრით ტექსტი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (2005-04-27). ამოსაღებია, რადგან სტატიის მიღწევებშიც არის ჩაწერილი ამის შესახებ და განმეორება გამოგვდის. სხვა მხრივ მე ვფიქრობ კარგია. — ჯაბა ლაბა 13:49, 18 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მაშინ საერთოდ ეკარგება აზრი მაგ ტექსტს. ქართულ ვიკიპედიაში რჩეულად არჩევისა და მთავარ გვერდზე გამოჩენის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. ასე არაა? და მაინც, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. მომხმარებელი, რომელსაც არ დააინტერესებს სტატიის მიღწევები (შეიძლება 4-6 პუნქტისგანაც კი შედგებოდეს, მაგრამ ეს მომავალში), მაინც თვალში ეცემა ეს წარწერა, განსხვავებით სტატიის მიღწევებისგან, რომელიც დამალულია. ინგლისურშიც ასეა... და თუ მაინც უმრავლესობა ჩათვლის, რომ არ არის საჭირო, ამოვიღებ მაგ ტექსტს.—G.G. 16:30, 18 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]
საჭიროა, ჩემი აზრით. — დავით პასუხი 06:00, 19 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ: დავასრულე თითქმის თარგმნა. ამ დროისთვის შეგიძლიათ, იხილოთ ვიკიპედიელი:ITshnik/სავარჯიშო 9, საიდანაც ჩანს რამდენი რამის ასახვა შეუძლია ამ თარგს, დაწყებული მისი ნომინირებიდან რჩეულის/კარგის სტატუსისთვის:

  • რჩეული სტატიის შემთხვევაში:
  1. ხდება კანდიდატის წარგდენა რჩეულის სტატუსის მოსაპოვებლად. ამისათვის გამოიყენება თარგი {{რჩს}}. წარდგენის შემდეგ ორი ვარიანტია: ან ავირჩევთ, ან არა. ორივე შემთხვევაში, შედეგი ფიქსირდება და აისახება ამ თარგის საშუალებით;
    1. კანდიდატის ჩავარდნის შემთხვევაში მას ენიჭება რჩეული სტატიის ყოფილი კანდიდატის სტატუსი;
    2. არჩევის შემთხვევაში ენიჭება რჩეული სტატიის სტატუსი;
  2. სტატუსის მოხნის პროცესისას გამოიყენება თარგი {{სტატუსის მოხსნა}}. აქ შესათანხმებელია ერთი დეტალი: {{სტატუსის მოხსნა}} და {{სტატიის ისტორია}} ერთმანეთის ქვეშ იყოს, თუ უკანასკნელი ამოვიღოთ პირველის ჩასმისას. აქვე აღვნიშნავ, რომ {{სტატუსის მოხსნა}} უნიკალურია და მიესადაგება როგორც რჩეულ სტატიებს, ასევე რჩეულ სიებს, კარგ სტატიებს და რჩეულ პორტალებს (ეს მთლიანად ჩემი შემოქმედებაა:)). დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ თარგის აღწერა. სტატუსის მოხნის პროცესისას შესაძლოა მივიდეთ ორიდან ერთ გადაწყვეტილებამდე: ან მოვუხნათ სტატუსი, ან არა. ორივე შემთხვევაში, შედეგი აისახება ამ თარგის სექციაში სტატიის მიღწევები;
    1. თუ სტატუსს არ მოვუხნით, სტატია დარჩება რჩეული სტატიის სტატუსზე;
    2. თუ მოვუხნით, სტატიას მიენიჭება ყოფილი რჩეული სტატიის სტატუსი. აღნიშნულ მაგალითზე სავარჯიშოში ნაჩვენებია, რომ ამ თარგს შეუძლია ასევე ასახოს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტატია, ან სტატიის რაღაც ნაწილი მოხვდა მთავარ გვერდზე სექციებში: ახალი ამბები, ამ დღეს... და იცით თუ არა, რომ...;
  • რჩეული სიის შემთხვევაშიც ყველა ეტაპი ანალოგიურადაა, მხოლოდ ჯერ ჩვენ არ გვაქვს ეს ინსტიტუტი, რჩეული სიები კი გვაქვს (მაგ: აშშ-ის პრეზიდენტების სია, აშშ-ის პირველი ქალბატონების სია). ასევე, ყურადღება მიაქციეთ მინაწერს თარგ {{რსკ}}-ს ქვეშ;
  • რჩეული პორტალის შემთხვევაც არაფრით განსხვავდება აღწერილი პროცესისგან, გარდა იმისა, რომ ნომინირება ხდება თარგ {{რპკ}}-ს საშუალებით.
  • კარგი სტატიების ასახვის საშუალებასაც იძლევა თარგი, სამომავლოდ :) პროცესი იგივე, წარდგენა - თარგ {{კსკ}}-ს საშუალებით.

კიდევ, ერთი დეტალი: ამჟამად უმეტესგან, თარგში უჩვენებს ტექსტს ვიკიპედიელის მიღწევები, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თარგი უნივერსალურია და იმ სახელთა სივრცეს აჩენს, რომელშიც იმყოფება (გამონაკლისია მხოლოდ სიის შემთხვევა). სახელთა მთავარი სივრცეში მოხვედრისას, სიტყვა ვიკიპედიელის შეიცვლება სიტყვით სტატიის, ხოლო პორტალის სახელთა სივრცეში, შესაბამისად, პორტალის.—G.G. 12:56, 20 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

დავასრულე თარგი. აქ ბოლო მაგილითში გამოვიყენე პარამეტრი მცირე. გთხოვთ, გადახედოთ. ველი კონსტრუქციულ მოსაზრებებს.—G.G. 10:25, 23 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მე თვითონ მაქვს ერთი შემოთავაზება: რადგან რჩეული სიები არც ისე ბევრი გვაქვს ამ დროისთვის, რომ ცალკე გვერდების შექმნა იყოს საჭირო, ხომ არ აჯობებდა, ნომინირება მოგვეხდინა რჩეული სტატიების ნომინაციის გვედზე (როგორც აქამდე ვაკეთებდით), ხოლო არჩევის ან ჩავარდნის შემდეგ უბრალოდ მიგვეთითებინა ამ თარგით, რომ ეს არის რჩეული სია ან რჩეული სიის ყოფილი კანდიდატი.—G.G. 05:48, 24 მარტი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

რადგან ამ დროში (1 თვე) მომხმარებელი საწინააღმდეგო აზრით არ გამოჩნდა, 20 კილობაიტიანი კრიტერიუმი ოფიციალურად შესულია ძალაში. თუმცა, არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა 20 კბ-ზე ნაკლები მოცულობის სტატიებისთვის რჩეულის სტატუსის ავტომატურად ჩამორთმევის აზრს. ვიცდი 1 კვირა, თუ ვერ დაასაბუთებთ, რატომ არ უნდა ჩამოერთვას მათ ეს სტატუსი, უკვე მიღებული კრიტერიუმის დარღვევა გამოდის და დავიწყებ ასეთი სტატიებისთვის ამ სტატუსის მოხსნას.—G.G. 15:13, 17 აპრილი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

რამდენი ხანი ვაძლიოთ ხმები რჩეულობის ჩმორთმევის კანდიდატებს? რომლებსაც მოუგროვდათ საკმარისი ხმები ჩმოვართვათ სტატუსი და ამოვიღოთ ამ სიიდან. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:10, 16 მაისი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ზოგადად, ეგ საქმეც, როგორც ვხვდები, მე მქონდა მონდობილი, მაგრამ ამჟამად სასტიკად დაკავებული ვარ. თარგი მზადაა. თუ ვინმე ითავებს, მადლობელი დავრჩებით მეც და ვიკისაზოგადოებაც. თუ არა, დამელოდეთ.—G.G. 05:57, 17 მაისი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

მგონი 5 თვის განმავლობაში სტატიის მოხსნაზე მიღებული 3, 4 და 5 თანხმობა და არც ერთი უარყოფა საკმარისია, როდემდე უნდა იყოს ასე? --Saliner 13:41, 28 ნოემბერი 2013 (UTC)Reply[უპასუხე]

აქტიურ მომხმარებლებს გთხოვთ, ყურადღება მოაქციოთ ამ გვერდს.--Saliner 15:14, 15 დეკემბერი 2013 (UTC)Reply[უპასუხე]

გაწელილი პროცედურა[წყაროს რედაქტირება]

იქნებ აქაც შევიმუშავოთ რაიმე წესი? მაგალითად: თუ კენჭისყრა ორ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობს, მოხსნაზე მიღებულია სულ მცირე 3 დადებითი ხმა და უარყოფითი ხმების რაოდენობა ნაკლებია დადებითზე, მაშინ სტატიას მოეხსნას რჩეულის სტატუსი. თორემ უკვე წლები იწელება კენჭისყრა, წინააღმდეგი არავინ მიდის, თუმცა არაფერი იცვლება. რას იტყვით?--Saliner 13:27, 29 მაისი 2020 (UTC)

@Melberg: ვხედავ, რჩეული სტატიების დალაგებას მოკიდე ხელი და იქნებ, აქაც შემოიხედო ორიოდ წუთი.--Saliner 09:44, 5 ივნისი 2020 (UTC)

კვლავ გაწერილი პროცედურა[წყაროს რედაქტირება]

2014, 2016, 2018 და შემდგომ წლებში წარდგენილ სტატიებს საკმარისი ხმა აქვს იმისთვის რომ რჩეულის სტატუსი მოეხსნას. იქნებ აღასრულოთ რედაქტორებმა. მომხმარებლებმა კი დააფიქსირეთ თქვენი ხმა. ვფიქრობ ძალიან აშკარაა, რომ ყველა სტატიითვის მოსახსნელია ეს სტატუსი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:17, 8 იანვარი 2021 (UTC)Reply[უპასუხე]