ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2020/განხილვა:გიორგი დანელია (ბლოგერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

უნდა წაიშალოს. არსებობს, მაგრამ... „სანამ არ არსებობს სათანადრო წესი/კრიტერიუმები, ამ სტატიას არსებობის უფლება აქვს“ . როგორც მერსი სულხანიშვილს, სარდიონ ნადარაიას და სხვა მრავალ სტატიას. ბლოგერების ბიოგრაფია რა უპირატესობით სარგებლობს ვიკიპედიაში თუ მათი შექმნილ ბლოგს როგორც წყაროდ არ ვიყენებთ (ეს ვიკიპედიაში გადაწყდა, მხოლოდ „ბურუსი“) ? ცანგალა/ 08:28, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, ეგაა სტატიის წაშლის თანხმობის არგუმენტი? ,,ბურუსი" როგორც ბლოგი და პერსონა, როგორც ბლოგერი სხვადასხვა რამაა, თან ეს პიროვნება ბლოგერის გარდა არის/იყო საკმაოდ ცნობილი მარკეტერი. ეს პროფესია რადგან არაა საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაში, ამიტომ მისი პროფესიის ხალხს არ აქვს ვიკიპედიაზე არსებობის უფლება? მაშინ ეს თარგი შეგიძლია ჩასვა კვლავ მერსი სულხანისვილის, გურამ შეროზიას და სხვა მარკეტერებისა და ბლოგერების სტატიებში. იქ რატომ არ სვამს? მე ბლოგერი ვარ, გინეკოლოგი, თუ ოფთალმოლოგი ეს არანაირ კავშირში არ არის აქ. ჩემზე არაა სტატია. ისე ისტორიკოსი ვარ, ისტორიკოსების ბევრი სტატია მაქვს შემოტანილი. წავშალოთ ყველა? კარგი. მოძებნე ყველა და ჩამოსვლით ,,წაშლის თარგი".----გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:06, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის აკადემიურ მნიშვნლობას ვერ ვხედავ.--Melberg მიწერა 10:50, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მელ, შენი პოზიციის პასუხად მოგიყვან შენივე კომენტარს მერსი სულხანიშვილის განხილვის გვერდიდან - ,,მე ზოგადად ვთვლი, რომ ასეთ განხილვებს აზრი არა აქვს, სანამ არ გვექნება კრიტერიუმები. ამიტომ, ამ ეტაპზე, მე ვეწინააღმდეგები ამ სტატიის წაშლას. ოღონდ ხაზს გავუსვამ, რომ ვეწინააღმდეგები არა იმიტომ, რომ ამ სტატიის უპირობო ენციკლოპედიური მნიშვნელობის მჯერა, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ სანამ არ არსებობს სათანადრო წესი/კრიტერიუმები, ამ სტატიას არსებობის უფლება აქვს”.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:35, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს სტატია უკვე არაერთგზის წაიშალა. — Mikheil მიწერა 13:56, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მაშინ სწრაფი წაშლის კრიტერიუმიც არის - ზ4.--Melberg მიწერა 13:57, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვიცი ერთგზის წაიშალა და არგუმენტი რა იყო, ეს არ ვიცი. ვკითხულობ განხილვებს მერსი სულხანიშვილის სტატიის განხილვაში და ვერ ვხვდები რატომ გაქვთ ასეთი შერჩევითი დამოკიდებულება?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:08, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
აშკარად წასაშლელია, მერსი ტელესახე მაინც არის და რაიმე პოპულარობა გააჩნია მისგან განსხვავებით. ისე, მგონი ამის შემქმნელი მომხმარებელი ფასიანი რედაქტირებით არის დაკავებული და ამის დეკლარირება არ სურს, როგორც ამას ვიკიმედია მოითხოვს, ეს კი წესების დარღვევაა! --Mehman 97 14:09, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, რასაც წერ ეს სერიოზული ბრალდებაა ჩემს მიმართ და ან უნდა დაამტკიცო ან გაჩერდე ან თუ ამის მტკიცემას გააგრძელებ შეგვიძლია სამართლებრივად გავაგრძელოთ ურთიერთობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:11, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება არგუმენტს მერსი სულხანიშვილის ტელესახეობაზე, ამ სტატიის პერსონა სოციალური მედიის, კერძოდ იუთუბის სახეა. მედიის განმარტება თუ გაინტერესებს არსებობს ტრადიციული და თანამედროვე მედია. ტელევიზია ტრადიციული მედიის ნაწილია, იუთუბი თანამედროვე მედიის. აქ კი იუთუბის ვერიფიცირებულ გვერდზეა საუბარი. შენ მერსი სულხანიშვილის სტატიის განხილვაში ასეთი არგუმენტი გიწერია: ,,უცხოურ ვიკიპედიებში ამაზე ნაკლებად პოპულარულ პირებზე სტატიები არსებობს და რატომ არ უნდა იყოს აქ? პლიუს სტატიაც გასწორებულია. ასე რომ, მე წაშლის აუცილებლობას ვერ ვხედავ და ამიტომ”--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:18, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯერ ერთი მგონი მიწერია იქ და არ ვამტკიცებ, მაგრამ შენი ნამუშევრები დიდ ეჭვს იწვევს ჩემში, გირჩევ ვიკიმედიის ოფიციალური პოლიტიკა წაიკითხო ამაზე. და კიდევ, სამართლებრივი შედეგებით მუქარა ვიკიპედიაში წესების დარღვევაა და ბლოკით სრულდება, ამიტომ @MIKHEIL: გთხოვ მიიღო შესაბამისი ზომები. --Mehman 97 14:19, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ზომები სწორედ რომ მისაღებია შენს მიერ დაწერილ უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებაზე, რომელიც შეურაცხყოფს ჩემს ღირსებას. სამართლებრივი კანონი უზენაესია ვიკიპედიის წესებზეც კი და შეწყვიტე ეს ბრალდებები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:22, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სამართლებრივი კანონი უზანაესია სახელმწიფოში და არა ვიკიპედიაში, რომელსაც თავისი კანონები აქვს! გაეცანი ვიკიპედიის წესებს. --Mehman 97 14:25, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, შენ მე ცილს მწამებ საჯარო სივრეში, რომ კომერციულ მოგებას ვნახულობ ამ სტატიბით. ამ სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ მათ შორის ჩვენ, ვიკიპედიის რედაქტორები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:28, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
„მგონი“ თუ იცი რას ნიშნავს? მე ვვარაუდობ და არ ვამტკიცებ. თუ შენს თავში დარწმუნებული ხარ, მაშინ რატომ გაქვს ასეთი ისტერიკა? Mehman 97 14:30, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს ისტერიკა არ არის, ეს არის რეაქცია საჯარო ბრალდებაზე, თუნდაც ,,მგონიზე”, რომელიც მკითხველში ეჭვის საბაბი შეიძლება გახდეს. ამიტომ სიტყვები შეარჩიე, თუნდაც ,,მგონის” დართვისას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:35, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია. არანაირი ენციკლოპედიური ღირებულება. გიო ოქრო 14:25, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს სტატია და მერსი სულხანიშვილიც ორივე წასაშლელია. მეორე სტატიას რატომღაც არ შლიან. ისე ყველაზე კარგი იქნება თუ გვექნება კრიტერიუმები.--ცანგალა/ 16:50, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
როდესაც ეს სტატია შემოჰქონდა, ავტორს ის მაინც უნდა გაეთვალისწინებინა, რამდენჯერ იყო იქამდე წაშლილი. სხვათა შორის, ინგლისურ ვიკიპედიაში ძალიან კარგი არგუმენტები მოიყვანეს, რატომ არის წასაშლელი. ცნობადობის კრიტერიუმები მალე გვექნება. — Mikheil მიწერა 20:59, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მაგრამ ასეთ განხილვებს აზრი არა აქვს, სანამ არ გვექნება (ცნობადობის) კრიტერიუმები (რაც ჯერ არ არის ქართულ ვიკიპედიაზე). სანამ არ არსებობს სათანადრო წესი/კრიტერიუმები, ამ სტატიას არსებობის უფლება აქვს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:25, 28 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკი-საზოგადოების გადაწყვეტილებით სტატია წაიშალა. - OTOGI Messages 09:58, 18 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]