ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/ნეოლოგიზმები
მნიშვნელობა |
---|
საგანი ან თემა სავარაუდოდ არის მნიშვნელოვანი, თუ ის საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში. |
— ვიკიპედია:რელევანტურობა |
მადლობას გიხდით სტატიების ოსტატის გამოყენებისთვის!
ნეოლოგიზმები — ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა და ჯერ არ არის შეტანილი ლექსიკონებში, მაგრამ უკვე გამოიყენება საზოგადოების მიერ.
ზოგიერთი ნეოლოგიზმი შეიძლება ხშირად იქნას გამოყენებული და შესაძლოა, ინტერნეტსა და საერთოდ საზოგადეობაში არსებობს მრავალი ფაქტი კონკრეტული კონცეფციისა და მისი გამოყენების შესახებ. ამიტომ შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ ვიკიპედიაში უნდა იყოს სტატია, რომელიც ამ ახალ ტერმინს ეძღვნება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლის გამოც ასეთი სტატიები არ შეეფერება ვიკიპედიას.
- პირველ რიგში, ვიკიპედია — ლექსიკონი არ არის, ამიტომ სტატიები, რომლებიც მხოლოდ ტერმინს განსაზღვრავს, მას არ შეეფერება.
- მერე მეორე, ამგვარი სტატიები ტერმინის გამოყენებას საზოგადოებაში ხშირად აღწერს ავტორიტეტულ წყაროებზე ბმულების გარეშე. თუ ინფორმაცია სტატიაში გადამოწმებული არ არის — მაშინ იგი მოიცავს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ვიკიპედიისთვის მიუღებელია.
ამასთან დაკავშირებით სტატიები ნეოლოგიზმებზე (ჯერჯერობით) სტატიების ოსტატის მიერ არ მიიღება.
იქიდან გამომდინარე, რომ ვიქსიკონის მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ვიკიპედიის მოთხოვნებისგან, მასში შეიძლება იქნას შეტანილი სტატიები ნეოლოგიზმების შესახებ, რომლებიც მიუღებელია აქ. შესაძლოა, თქვენ სურვილი გაგიჩნდეთ, თქვენი წვლილი ვიქსიკონში შეიტანოთ.
ვიქსიკონი |