ვიკიპედია:მოგვწერეთ/არქივი/2018/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომი

მოგესალმებით, თქვენს ინიციატივას მივესალმები. ერთი შენიშვნა მაქვს გომს წინ ქვემო დაუწერეთ, ანუ ქვემო გომის. მადლობა წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.44.132.12 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ავთანდილ ბერიძე

გამარჯობა. წარმატებებს გისურვებთ.თქვენთან ვნახე ინფორმაცია, რომ იქმნება გვერდი ,,ავთანდილ ბერიძე". მზად ვარ მივიღო მონაწილეობა ამ საქმეში.

ავთანდილ ბერიძე avtandil_beridze@sca.ge +995 577416641წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.51.107.155 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რუსეთ-საქართველოს ომში ტ-72_ის გამოყენების შესახებ.

თქვენ გიწერიათ, რომ "...ქართულმა არმიამ იზარალა 45 ტანკი ამათგან 20მდე ცხინვალში განადგურდა ხოლო დანარჩენი კი ბაზებიდან ალაფად წაიყვანეს მათ შორის SIM-1-ები..." , მაინტერესებს, დაისაჯნენ თუ არა ის დეზერტირები, რომლებმაც საღსალამათი ტანკები მიატოვეს და მტერს ჩაუგდეს ხელში?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნარგანი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სტატიების თარგმანი

მოგესალმებით! გახლავართ თამარ ოგბაიძე, ვთარგმნი ინგლისური და რუსული ენებიდან. საჭირობის შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ელ-ფოსტის მეშვეობით: takoogbaidze80@gmail.com პატივისცემით, თამარიწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.232.195 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სტატია ინგლისურად

მოგესალმებით, არსებული ქართული სტატია მსურს ინგლისურ ენაზეც განვათავსო და როგორ შეიძლება ამის გაკეთება? წინასწარ გიხდით მადლობას. საუკეთესო სურვილებით, თეა წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Teamukeria (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მოგესალმებით თეა! თუ გამზადებული სტატია გაქვსთ ინგლისურად, მაშინ შედით ინგლისურენოვან ვიკიპედიაში (en.wikipedia.org) და განათავსეთ იქ. გისურვებთ წარმატებებს --Mehman 97 14:52, 6 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

mental disorder-ის შესატყვისი ქართული ტექსტის შეუსაბამობა

მოგესალმებით, https://en.wikipedia.org/wiki/Mental_disorder ენების არჩევანში მითითებულია ქართულიც, რაც თავისთავად, სასიამოვნოა. თუმცა, როცა გავეცანი, გული დამწყდა, რომ ქართულ ენაზე განთავსებულ ტექსტი ცუდად ნათარგმნი და გაუმართავი აღმოჩნდა. აქ გამოყენებული ტერმინი "სულიერი დაავადება" მაფიქრებინებს, რომ ნათარგმნია რუსული ტექსტიდან (душе́вная боле́знь). რუსები ამ ტერმინს ისევ მოიხმარენ, მაგრამ ჩვენ კარგა ხანია ამოვიღეთ თანამედროვე ქართული ფსიქიატრიული ტერმინოლოგიიდან. ვფიქრობ, აჯობებს, ინფორმაცია საერთოდ არ განთავსდეს (ნებისმიერ ენაზე), ვიდრე ეს იყოს შინაარსით შეუსაბამო ან თუნდაც, ცუდად ნათარგმნი და მოძველებული ტერმინებით სავსე ტექსტები, რადგან ეს კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებულ სტიგმას. პატივისცემით, წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.58.121.136 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მოგესალმებით, ვიკიპედია მოხალისეობრივ საქმიანობაზეა აწყობილი, ასე რომ, თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, განავრცოთ ან შექმნათ სტატია, შესაბამისად, თუ აღმოაჩინეთ უზუსტობა, გამოასწორეთ იგი სანდო წყაროს მითითებით. პატივისცემით --Mehman 97 10:05, 11 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

დამეხმარეთ

რადენიმე დღეა რაც დავრეგისტრირდი, პირველი ეტაპისთვის შევქმენი გვერდი AISI coin, ჯერ სამწუხაროდ ვერ ვერკვევი დეტალურად რა როგორ შემიძლია გავაკეთო და იქნებ ამიხსნათ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ AISI coin-ზე გაკეთებული ჩანაწერი google-ის საძიებოშიც გამოჩნდეს? იმედი მაქვს მიხვდით რასაც ვგულისხმობ. წინასწარ დიდი მადლობა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა AISIcoin (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თქვენ მიერ შექმნილი სტატია არ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს, გაეცანით ვიკიპედიის დამხმარე გვერდებს --Mehman 97 15:13, 13 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯვარი (ქალაქი)

„ცოტა“ უხერხულია (ამას უზუსტობას ან შეცდომას ვერ უწოდებ!), როცა „ვიკიპედიის“ მიხედვით ქალაქ ჯვარის მოსახლეობა 783 კაცია (2014)?! ქალაქის 4 საჯარო სკოლაში ამაზე მეტი მარტო მოსწავლეა! დღეის მდგომარეობით ქალაქ ჯვარში (ჩემი მონაცემებით) დაახლოებით 9700 მცხოვრებია (იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით). ამ ციფრის გადამოწმება შეგიძლიათ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან (ტ.:599 85 72 01). უღრმესი პატივისცემით, მურად ჭანტურია (599 15 40 46). წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.100.229.100 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ამ საკითხზე მიმართედ საქართველოს სტატისტიკის სააგენტოს (საქსტატს) და მიაწოდეთ მათ თქვენი მონაცემები. ტელ.: (+995 32) 236 72 10 --Mehman 97 20:44, 23 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ახალი გვერდის შექმნა

მოგესალმებით. ადრე შევქმენი გვერდი კენკროვანი მცენარის გოუმის შესახებ. გვერდი არ გააქტიურდა, არ გამოქვეყნდა. მაშინ დამიკავშირდა აწ გარდაცვლილი გიორგი შაშვიაშვილი (თელავი) და რამოდენიმე რჩევა მომცა. ბოლოს ეს გვერდი გამოქვეყნდა და ვერ გავიგე რა მოხდა. ჩემი ხსენებაც კი არ იყო. ისე არ გამიგოთ თითქოს რამე ამბიცია მქონდეს, მაგრამ სხვა გვერდებიც შევქმენი. მაგალითად თელავის ჯვარპატიოსანი და ახლახანს მძლეოსნობა. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე თვითონ როცა დამჭირდა აღნიშნული ინფორმაცია ვერ ვიპოვე. ახლა ანგარიშზე მიწერს, რომ დაბლოკილია უცენზურო სიტყვების გამო. არა და არაფერი დამიწერია ბოლო თვეებია, თუ წელი არა. გთხოვთ დამეხმაროთ!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ivalet (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

ჩანაწერი "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო"-ს შესახებ არასწორად ასახავს ფაქტებს. ჩანაწერი ასეთია: "1992 წლის 2 იანვარს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს დროებითი არაკონსტიტუციური ორგანო, რომელსაც უწოდეს „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო“. 1992 წლის 6 იანვარს სამხედრო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა საქართველოს სსრ სამართალმემკვიდრეებად და ბრალი დასდო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში".

საქმეში ჩაუხედავი მკითხველითვის გაუგებარია, თუ რა მოხდა. ჩანაწერი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სამხედრო გადატრიალება უმძიმესი დანაშაული კი არ არის, არამედ თითქოს რაღაც დადებითია. სრული სიცრუეა აგრეთვე განცხადება, თითქოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობა დაემყარებინოს. აბსურდულია განცხადება, თითქოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოეხდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რადგან იგი არჩეული იყო პრეზიდენტად საერთო-სახალხო და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად. მისი ყველა გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში იყო არსებულ კონსტიტუციასა და კანონებთან. საპირისპიროს მტკიცებისას დაასახელეთ შესაბამისი ოფიციალური აქტი!

სიმანდვილეში, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა სამხედრო საბჭომ და დაამყარა შევარდნაძის დიქტატორული რეჟიმი. სახელმჭიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) გენერალი სუფიან ბეპაევი. ბეპაევი იყო იმჭამინდელი რუსეთის "ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის" სარდლის მოადგილე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 82.181.192.144 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მოგესალმებით

გამარჯობათ,ძალიან მინდა პარმენ ლორიას წიგნები, განსაკუთრებულად "შვილები". გთხოვთმომწეროთ როგორ და სად შევიძინო.ჩემი მაილის მისამართია: cira.davitadze@gmail.com წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.151.136.164 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მიმართედ წიგნების მაღაზიას --Mehman 97 11:00, 8 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

მარტან ფურკადი

მარტან ფურკადის გვერდი წაშლილი დამხვდა, მიზეზი ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ აღვადგინო, ან რაც შეცდომა იყო გავითვალისწინო.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NinaDominique (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@NinaDominique: მანქანური თარგმანით შესრულებული სტატიები ვიკიპედიაში იშლება. წაშლის მიზეზიც სწორედ ეს იყო. - OTOGI Messages 10:25, 15 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანს გულისხმობთ?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NinaDominique (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@NinaDominique: არა. ონლაინ-თარჯიმანი იყო გამოყენებული. - OTOGI Messages 15:53, 15 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარკვიეთ თუ შეიძლება

არ ვხმარობ თქვნ არხს თუ საიტს და მეჭრება თანხა 11.99 ევრო. გთხოვთ მითხრათ რათომ? ან ვის მივმართო.გადასაყრელი ნამდვილად არ მაქვს.გთხოვთ დამეხმაროთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.129.169.157 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედია არ კრებს არავითარ გადასახადს! ვიკიპედია უფასო ენციკლოპედიაა, მიმართედ ბანკს და გაარკვიეთ რაში გეჭრებათ აღნიშნული თანხა --Mehman 97 09:42, 2 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დავით ბატონიშვილი ბაგრატიონი, გიორგი XII-ის ძე

ვიკიპედიაში აღნიშნულია, რომ "1814 ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744-მდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას". სინამდვილეში სწორედ ვახუშტის ნაშრომი მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს, ხოლო თავად დავით ბატონიშვილის ნაშრომში ასახულია 1744-1812 წლები.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.241.95.129 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ალი

გამარჯობათ! დაგვჭირდა ინფორმაცია სოფლების შესახებ და როცა გადავხედეთ სიას, ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენი სოფელი ალი. სოფელი ალი ისტორიული სოფელია. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი(საქართველოში იმოგზაურა 1672 წელს) წერს, რომ "აღმოსავლეთ საქართველოში ოთხი ქალაქია: თბილისი, გორი, სურამი და ალიო". გარდა ამისა, ალთან მრავალი ისტორიული ამბავია დაკავშირებული და ჩვენ შეგვიძლია სურვილის შემთხვევაში მოგწეროთ ყველაფერი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.232.116.46 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სურვილის შემთხვევაში, თავადვე შეგიძლიათ შექმნათ აღნიშნული სტატია. - OTOGI Messages 08:57, 10 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

rogor davweron rame?????წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Mate khvichia (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იხ: ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა ან ვიკიპედია:სტატიის ოსტატი. - OTOGI Messages 07:56, 14 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

წაშლილი წერილების აღდგენა

ელექტრონულ ფოსტაზე Gmail.com შეიძლება თუ არა წაშლილი წერილების აღდგენა? (შემოსული ანუ გამოგზავნილი წერილების)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.137.152.180 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა! ვიკიპედია მსგავსი შეკითხვების დასმის ადგილი არ არის. სულ მარტივად, შეგიძლიათ, საკუთრივ, აღნიშნული ელექტრონული ფოსტის Support-ს მიმართოთ. - OTOGI Messages 13:05, 23 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გვერდის რედაქტირება

ჩემს მიერ დარედაქტირებული გვერდი როდის შემოწმდება? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Martlmadidebeli221 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

შესწორება

გვატემალას გვერდზე შეცდომით წერია რუკაზე ატლანტის ოკეანე. უნდა იყოს წყნარი ოკეანე წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 185.36.244.115 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@185.36.244.115: ავტორს მივწერ და სავარაუდოდ მალევე შეიცვლება. გიო ოქრო 12:34, 5 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ტყიბული

მოგესალმებით! მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ადამიანი გელათისა და მოწამეთის მონასტრებს ქუთაისს აკუთვნებს, რაც შეცდომაა. კარგი იქნება თუ ტყიბულის შესახებ ამას დაამატებთ. ასევე, ცხრაჯვარის სალოცავს რაჭას აკუთვნებენ, ესეც დაუშვებელია, რადგან ტყიბულის საზღვრები ცხრაჯვარის ზევით გადის, ნაქერალასაც რაჭის ნაწილად მიიჩნევენ. იმედი მაქვს ამ ყველაფერს დაამატებთ და ყველაზე მთავარი თქვენი საშუალებით მაინც გაიგებენ სიმართლეს ტყიბულის შესახებ. ტყიბული მხოლოდ მეშახტეთა ქალაქი არ არის, იქ არიან უნიჭიერესი ადამიანები. ტყიბულს აქვს უნიკალური თეატრი, თუ ესტუმრებით მას დარწმუნდებით. სამწუხაროდ, კურორტ საწირეზე არაფერს ამბობთ. ცუცხვათის გამოქვაბულსა და ციხესიმაგრეზე არაფერს ვამბობ. სოფელი ლეღვა, სადაც მინერალური წყალია, არაფერს ამბობთ ტყიბულის ჩაიზე, რომელიც ერთ-ერთი სასარგებლო და გამორჩეული იყო ყოველთვის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.169.45 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თბილისის საპატიო მოქალაქეები

2000 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა კიდევ ერთ ადამიანს და არ არის სიაში - სერგეი პავლეს ძე მირონოვი - ექიმი-კარდიოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ქალაქ მერის შესაბამისი განკარგულების ორიგინალი ინახება თბილისის ცენტრალურ არქივში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.58.120.240 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია — სერგეი პავლეს ძე მირონოვი 2000 წლის სიაში არ არის მითითებული --ცანგალა 19:25, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

იზმირი

იზმირის შესახებ მასალაში იზმირის ძველი სახელწოდების "სმირნას" ნაცვლად წერია "სირნა". იქნებ შეასწოროთ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.232.1.41 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მოგესალმებით. მადლობა შენიშვნისთვის, შეცდომა აღმოიფხვრა --Mehman 97 22:22, 11 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

თბილისის ფართობი

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98 <არსებულ ბმულზე 720 კვ. კმ.-ია თბილისის ფართობი. მოგახსენებთ, რომ თბილისის გამწვანების დინამიკის კვლევისას გადავაწყდი ამ შეცდომას. კვლევისას დადგინდა, რომ რეალურად 502 კვ. კმ. - ია თბილისის ფართობი, რაც დაგვიდასტურა თბილისის მერიამ და მანაც გამოასწორა ეს შეცდომა, შესწორება შეიტანა ოფიციალურ ვებ. გვერდზე http://www.tbilisi.gov.ge/page/9 გთხოვთ გაითვალისწინოთ და მოახდინონთ თბილისის ფართობის შესწორება(502 კვ.კმ.). მადლობა წინასწარ, პატივისცემით ნ. ხარებავა წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.178.171.211 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გმადლობთ, ინფორმაცია განახლებულია. — Mikheil მიწერა 09:03, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩვენი გვარების წარმოშობის ისტორია სად შეიძლება ჩავწეროთ? ან მოვიძიოთ?

ჩვენი გვარების წარმოშობის ისტორია სად შეიძლება ჩავწეროთ? ან მოვიძიოთ?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgivashakidze1990 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თქვენი გვარის წარმოშობის ისტორია უნდა მოიძიოთ საარქივო მასალებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ შესაბამის ლიტერატურაში და ა.შ. მათ შორის შემიძლია დაგისახელოთ "იაკობ ახუაშვილის "ქართული გვარ-სახელები", ა. თოთაძე, ა. სილაგაძე "გვარ-სახელები საქართველოში", თბილისი, 1997". აგრეთვე ამ ლიტერატურაში. ვიკიპედიაზე ამის შემდეგ შეგიძლიათ განათავსოთ შესაბამისი ლიტერატურის მითითებით. პატივისცემით--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 06:49, 23 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

თელავი

ქალაქად 1801 წელს გამოცხადდაო რომ წერთ - მანამდე რა იყო? სოფელი? არადა სატახტო ქალაქი იყო თავისი ქალაქური ინფრასტრუქტურითა და მოსახლეობით.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.152.44.20 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პირველ რიგში, ძალიან გთხოვთ აგრესიისგან თავი შეიკავოთ. შემდეგ, სტატიაში წერია, რომ 1801 წელს „ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.“ ანუ ამგვარი ტერიტორიული მოწყობის ცენტრი გახდა ამ დროს და არა ქალაქი, სადმე თელავის დაარსების თარიღად წერია 1801 წელი? კიდევ, ვიკიპედია არ აგებს პასუხს აქ მოცემულ ინფორმაციაზე, პასუხს აგებენ ის წყაროები, რომლებიც სტატიის ქვემოთაა მოცემული. გადაამოწმეთ ამ წყაროთა ავტორებთან და სხვა ვარიანტის შემთხვევაში შეიტანეთ ცვლილება. ცინიკური და აგრესიული განცხადებები არავის არ არგებს. ჯერ გაერკვიეთ ვიკიპედიის წესებში.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 16:46, 24 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობათ მსურს 1 წლით სამხედეო სამსახურის გადავადაება და კონკრეტულად სად უნდა მოგაკითხოთ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.184.107.27 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. ვიკიპედია ამ საკითხში ვერ დაგეხმარებათ, მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს. — Mikheil მიწერა 10:33, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ომი

არასრული დეფინიციაა ქართულ ვარიანტში, ომი არ არის მხოლოდ სახელმწიფოებს შორის შესაძლებელი, მაგ.: სამოქალაქო ომი და სხვა. ნახეთ ინგლისური, გერმანული ან თუნდაც რუსული ვერსიები და შეასწორეთ. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დრეს მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.24.71.164 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მოგესალმებით, ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, რომელსაც ქმნიან მოხალისეები. შესაბამისად სტატიის სრულყოფა თქვენც შეგიძლიათ, გახდით მოხალისე ვიკიპედიელი და დაიწყეთ მუშაობა. --Mehman 97 19:52, 9 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ბლოკი რუსულ ვიკიპედიაში

გამარჯობათ რუსულ ვიკიპედიაზე გვერდზე რომ გადავდივარ დაბლოკილიხარო მიწერს და რატო ვარ დაბლოკილი ? ქართულ და ინგლისურ გვერდზე არ მიწერს ეგრე მარტო რუსულ გვერდზე მიწერს დაბლოკილი ხარო მე კი რუსულ გვერდზე არაფელი არ დამიწერიაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgivashakidze1990 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ რუსულ ვიკიპედიაზე გვერდზე რომ გადავდივარ დაბლოკილიხარო მიწერს და რატო ვარ დაბლოკილი ? ქართულ და ინგლისურ გვერდზე არ მიწერს ეგრე მარტო რუსულ გვერდზე მიწერს დაბლოკილი ხარო მე კი რუსულ გვერდზე ცუდი არაფელი დამიწერია საერთოდ არაფელი არ დამიწერია რუსულ გვერდზეწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgivashakidze1990 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

დედამიწის პარალელების შესახებ.

სასურველია დედამიწის პარალელების შესახებ დაამატოთ ინფორმაცია იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტის სხვადასხვა გამოსახულებაზე, ინტერნეტში პარალელები მოცემულია სხვადასხვა რაოდენობით. ბოლოს და ბოლოს, როგორ დაყვეს და რამდენია ისინი? მადლობა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 62.212.40.8 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა! ვიკიპედიაში დაკვეთით არავინ მუშაობს. - OTOGI Messages 08:31, 20 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

შიდასახელმწიფოებრივი გზების ნუსხა

შიდასახელმწიფოებრივი გზების ჩამონათვალში არ არის მითითებული სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი გზა სიგრძით 6კმ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.74.125.13 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რედაქტირენა

მოგესალმებით, ჩავასწორე ქნ გიული ალასანიას გვერდი, იყო ბევრი უზუსტობა. სამწუხაროდ, ვერ დაიდო. გთხოვთ დამეხმაროთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kalbatoni (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Kalbatoni: გამარჯობა. დადებით ყველაფერი დაიდო, მაგრამ რატომ დააცარიელეთ ინფოდაფა გაუგებარია. აგრეთვე, თქვენ მიერ შემოტანილი ინფორმაცია საჭიროებს წყაროს, ეს უკვე მოგწერეთ თქვეს განხილვის გვერდზე. და კიდევ, წინადადების ბოლოს აუცილებლად ხელი უნდა მოაწეროთ ოთხი ტილდით ~~~~ Gobrona განხილვაწვლილი 13:38, 6 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ქვები

მოგესალმებით :) არც თუ ისე დიდი ხანია რაც ვიკიპედიის მომხმარებელი ვარ, თუმცა ნელ-ნელა ვერკვევი ყველაფერში, რამოდენიმე ფოტოც ავტვირთე, თუმცა უმეტესობა ჩემი პირადი ნამუშევარი არ ყოფილა და წაიშალა კიდეც. თუმცა მაინტერესებს თქვენი ახსნა ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით სტატია „ქვებზე“. ავტვირთე ჩემი გადაღებული 3 ფოტო, რომელიც ნამდვილად ამ სოფელშია გადაღებული და მაინტერესებს რატომ არ დამიდასტურეთ :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Liana95588 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Liana95588:, პირველ რიგში წინადადების ბოლოს ხელი უნდა მოაწეროთ ოთხი ტილდის ~~~~ დასმით. გადავხედე სტატიის ისტორიას და როგორც ჩანს თქვენი რედაქტირება გაუქმდა იმ მიზეზით, რომ თქვენ მიერ შემოტანილ ინფორმაციას თან არ ახლავს წყარო. თუ წყაროს მიუთითეთ აუცილებლად ყველაფერი მის ადგილას დაბრუნდება. რაც შეეხება სურათებს მაგას ახლავე აღვადგენთ :) Gobrona განხილვაწვლილი 11:53, 8 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ოზურგეთის სახელწოდების შესახებ

ვინმეს აქვს შესწავლილი ოზურგეთი თურქული ეტიმოლოგიით?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.221.229.104 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მარნეული TV გამარჯობა .გწერთ მარნეული ტვ–ს დამფუძნებელი გთხოვთ განაახლოთ ინფორმაცია ,რომელსაც მოგაწვდით ჩვენი კომპანიის შესახებ: პატივისცემით: შალვა შუბლაძე

ტელეკომპანია „მარნეული ტვ“-ს განცხადებული მისია — რეგიონში სახელმწიფოებრივი აზროვნების აღდგენა-გაძლიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეთა თანადგომაა. ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ მაუწყებლობს, როგორც ადგილობრივ ციფრულ მულტიპლექსის მეშვეობით, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღია სატელიტიდან თანამგზავრი Azerspace-1 S/R 3000. სიხშირე 11094,4 მგჰ პოლარიზაცია H ვმაუწყებლობთ აგრეთვე საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ტელე ოპერატორის მეშვეობით : „გლობალ ტვ“, “მაგთი”, სიჯისი და სხვა. მარნეული ტვ-ს მაუწყებლობა ვრცელდება ასევე ინტერნეტითაც, ვებ-გვერდზე www.marneulitv.ge და პორტალზე www.myvideo.geწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.58.102.69 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მარნეული TV გამარჯობა .გწერთ მარნეული ტვ–ს დამფუძნებელი გთხოვთ განაახლოთ ინფორმაცია ,რომელსაც მოგაწვდით ჩვენი კომპანიის შესახებ: პატივისცემით: შალვა შუბლაძე

ტელეკომპანია „მარნეული ტვ“-ს განცხადებული მისია — რეგიონში სახელმწიფოებრივი აზროვნების აღდგენა-გაძლიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეთა თანადგომაა. ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ მაუწყებლობს, როგორც ადგილობრივ ციფრულ მულტიპლექსის მეშვეობით, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღია სატელიტიდან თანამგზავრი Azerspace-1 S/R 3000. სიხშირე 11094,4 მგჰ პოლარიზაცია H . აგრეთვე საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ტელე ოპერატორის მეშვეობით : „გლობალ ტვ“, “მაგთი”, სიჯისი და სხვა. მარნეული ტვ-ს მაუწყებლობა ვრცელდება ასევე ინტერნეტითაც, ვებ-გვერდზე www.marneulitv.ge და პორტალზე www.myvideo.geწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარტვ (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გრაფიკა

სამწუხაროდ, სტატიაში „გრაფიკა“ ცვლილებების შეტანა და შეცდომების გასწორება შეუძლებელია, ვინაიდან აქ არც ერთი არა მარტო წინადადება, არამედ სიტყვაც არ არის სწორი. ტერმინი განმარტებულია მცდარად, ასევე არ არის სწორი ჩამოთვლილი ტექნიკები და მასალები.

მაგ. „გამოსახულების შექმნა სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით.ის ძირითადად მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგ. თაბახზე) ანაბეჭდების შექმნას მასზე ხელსაწყოს ზეწოლითა ან ზედაპირის გასწვრივ მისი მოძრაობით.“ ეს განმარტება შესწორებას არ ექვემდებარება, ვინაიდან სინამდვილეში, გრაფიკა არის სახვითი ხელოვნების დარგი, რომელიც გაულისხმობს გამოსახულების შექმნას ხაზებით, შტრიხებით, ლაქებითა და წერტილებით. ფერი გრაფიკაში დამხმარე საშუალებას წარმოადგენს.

ასევე შეცდომაა: „ ძირითადი ხელსაწყოებია გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი, მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები, კრაიონი, ნახშირი, პასტელი და მარკერები.“ 1. ფანქარი, მელანი და ა.შ. არა ხელსაწყო, არამედ მასალაა. ხელსაწყოდ შეიძლება ჩაითვალოს დაზგა და სხვა საბეჭდი მოწყობილობები. 2. „კრაიონი“ ფრანგულად ფანქარს ნიშნავს - იგივეა ფენსილი რომ დაეწერათ. 3. „მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები“ - მართებულია ფუნჯები და პასტელი. 4. არ არის ნახსენები აკვარელის და გუაშის საღებავები

„გრაფიკაში ძირითადი ტექნიკაა: ხაზვა, ჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი.“ 1. მართებულია - გრაფიკის ძირითადი ხერხებია... 2. ხაზვა არ მიეკუთვნება გრაფიკას. 3. ჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი - არც ერთი ტერმინი არ არის სწორი.

სტატიაში არ არის ჩამოთვლილი გრაფიკის ძირითადი სახეობები, როგორიცაა დაზგური გრაფიკა (გრავიურა, ესტამპი, მონოტიპია, ნახატი, აკვარელი) წიგნის გრაფიკა და მისი სახეები, გამოყენებითი და სამრეწველო გრაფიკა (პლაკატი, აბრა, რეკლამა, შეფუთვა და სხვა), კომპიუტერული გრაფიკა.

მოკლედ, სამარცხვინო სტატიაა.

ნანა იოსელიანი (1984წ. დამთავრებული მაქვს ფერწერის ფაკულტეტის კინო-ტელე განყოფილება. მხატვარი, ხელოვნების მასწავლებელი, დაწყებითი კლასების 2018 წლის ხელოვნების სახელმძღვანელოს ავტორი)

გრაფიკა

სტატიაში მოყვანილი ილუსტრაცია, ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი, შესრულებულია არა ცარცით, როგორც განმარტებაშია მითითებული, არამედ კალმით, რაც თვალითაც კარგად ჩანს. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.178.195.155 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გრიგოლ ვაშაძე

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

მარჯვნივ მოკლე აღწერაში დაბადების თარიღი შეცდომითაა მითითებული წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.81.29 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

informacia sokos shesaxeb

gamarjobat mainteresebs dasavletshi manjk vala soko romel tveebshi modis anu tu aris shesadzlebeli awin ro wamovidesწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Davit123456 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Davit123456: გამარჯობა. შეგიძლიათ იხილოთ მანჭკვალა ან მისი ინგლისური და რუსული ვერსიები (მეტი ინფორმაციისათვის). გიო ოქრო 18:07, 1 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი ?

"არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო". არადა თქვენს გვერდზე მითითებული თარიღებით იობი აბრაამზე ადრე დაიბადა

მოგესალმებით!

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვართან დაკავშირებულ სტატიაში აშკარა (ალბათ, კორექტურული) უზუსტობა გაქვთ: წერია, თითქოს, 2014 წლის აღწერის მიხედვით ჯვარში ცხოვრობს 763 (?!)კაცი... დავინტერესდი და ქალაქ ჯვარის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ცნობის მიხედვით ქალაქ ჯვარში დღეს ცხოვრობს 9 422 კაცი (აქედან 3 471 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია). 

ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ ქალაქის ადმინისტრაციაში: 599 78 39 58 - მარიამ (მზია) კუბლაშვილი.

უღრმესი პატივისცემით, მურად ჭანტურია 599 15 40 46; 597 88 21 12წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 213.200.15.249 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

Untitled

barkalaia.sh@gmail.com გამარჯობათ, ბატონებო. მე ვარ ფილოლოგი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მინდა, ვითანამშრომლო თქვენთან, ქართულ ვიკიპედიასთან. მაქვს გადმოახალქართულებული ძველი ქართული მწერლობის ძეგლები მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საკითხავად. ამ ნაწარმოებებში გადმოცემულია ქართველი ბერ-მონაზვნების ღვაწლი ღვთისა და სამშობლოს წინაშე საუკუნეთა განმავლობაში.ამ წიგნების ავტორები ბრძანდებიან წმიდა გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მცირე, ბასილი ზარზმელი და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის ღვთისმეტყველები.                                                                                                         თუ მიმითითებთ, სად შეიძლება ამ ტექსტების მოთავსება ვიკიპედიის ფარგლებში, მე სახარულით, უსასყიდლოდ ავკრეფ მათ. პატივისცემით, შორენა ბარკალაია. გთხოვთ, მიპასუხოთ ჩემს იმეილზე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა შორენა ბარკალაია (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .  
barkalaia.sh@gmail.com გამარჯობათ, ბატონებო. მე ვარ ფილოლოგი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მინდა, ვითანამშრომლო თქვენთან, ქართულ ვიკიპედიასთან. მაქვს გადმოახალქართულებული ძველი ქართული მწერლობის ძეგლები მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საკითხავად. ამ ნაწარმოებებში გადმოცემულია ქართველი ბერ-მონაზვნების ღვაწლი ღვთისა და სამშობლოს წინაშე საუკუნეთა განმავლობაში.ამ წიგნების ავტორები ბრძანდებიან წმიდა გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მცირე, ბასილი ზარზმელი და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის ღვთისმეტყველები.                                                                                                         თუ მიმითითებთ, სად შეიძლება ამ ტექსტების მოთავსება ვიკიპედიის ფარგლებში, მე სახარულით, უსასყიდლოდ ავკრეფ მათ. პატივისცემით, შორენა ბარკალაია. გთხოვთ, მიპასუხოთ ჩემს იმეილზე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა შორენა ბარკალაია (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .  

ინფორმაციის განახლება

მოგესალმებით. მოგმართავთ თხოვნით, თქვენს გვერდზე განახლდეს ინფორმაცია, როგორ დავუკავშირდე ადმინს? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khatia tsiklauri (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Khatia tsiklauri: ინფორმაციის განახლება თქვენ თავადაც შეგიძლიათ. სტატიის თავში არის ღილაკი „წყაროს რედაქტირება“, მასზე დაწკაპებით თქვენ შეძლებთ შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წყარო უნდა დაურთოთ. კონკრეტულად რომელ სტატიაშია მოძველებული ინფორმაცია? გიო ოქრო 09:22, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სინონიმები

"პროსპექტი" და "გამზირი" "პროსპექტი" არის რუსულად და ქართულად ნიშნავს "გამზირი"! ეს არ არის სინონიმები, არამედ არის ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა ენაზე! ამას ზუსტად გეუბნებით და ჩაასწორეთ! მადლობა წინასწარ!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 86.63.232.231 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .