ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/Surprizi

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

Surprizi[წყაროს რედაქტირება]

Surprizi (განხილვა · წვლილი · მომხმარებლის წაშლილი შესწორებები · აქტიურობა · ჟურნალები · დაბლოკვის ჟურნალი)

კანდიდატის თანხმობა:

მოგესალმებით ძვირფაოს კოლეგებო! მინდა ყველა პატივისცემით მოვიკითხო და შევთავაზო ჩემი კანდიდატურა ადმინისტრატორად. სიმართლე გითხრათ ქართულ ვიკიში ადმინისტრატორობას ჯერ არ ვაპირებდი რამეთუ მსგავს პროექტებში უკვე მაქვს ანალოგიური სტატუსი და მინდოდა მათში უფრო განვრცობილიყავი, ესენია ვიქსიკონი (სამთვიანი მალე მეწურება) და აფახური ვიკიპედიის ადმინისტრატორობა. რაც შეეხება ქართულ ვიკიპედიას მე ვისურვებდი რომ Deu, როგორც მნიშვნელოვანი საკითხების აქტიური თვალყურის მადევნებელი, ყოფილიყო ამ არჩევნების განხილვის ობიექტი და არა მე, მაგრამ რადგანაც მან უარი განაცხადა ვთვლი რომ დღევანდელ ქართულ ვიკისივრცეში გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად საჭიროა რაღაცა ახალი და ყველასაგან დამოუკიდებელი სუბიექტის შემოსვლა. საერთოდ მიმაჩნია რომ ვიკიპედია ესაა ადგილი სადაც ადმინისტრატორთა რიცხვი არ უნდა იყოს შეზღუდული. დავუშვათ ახალმოსულებს თუ სურთ თავისი წვლილის შეტანა ამ მეტად საპატიო პოსტზე, ისინი იმის ლოდინში არ უნდა იყონ რომ როცა ერთერთი გადადგება მაშინ მიეცეთ მათ ადმინისტრატორად ყოფნის საშუალება. მე ვთვლი რომ ვიკიპედია თავისუფალია და ასევე თავისუფალი უნდა იყოს ადმინისტრატორად გახდომა-არგახდომის სურვილი. მე ჩემი კანდიდატურის წამოყენებით მინდა ეს შეზღუდვა შევცვალო თქვენთან ერთად. ამის გარდა ბევრი ისეთ საკითხზე ვისაუბროთ რაც ჩვენთვის (ვიკიპედიასთვის) სასიცოცხლო ხასიათს ატარებს.Surprizi განხილვაწვლილი 18:38, 6 აგვისტო 2018 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე)[წყაროს რედაქტირება]

  1. Symbol support vote.svg (მომხრე) : გისურვებ წარმატებებს --Mehman 97 13:02, 8 აგვისტო 2018 (UTC)
  2. Symbol support vote.svg (მომხრე) : სიუპრიზების მოლოდინში ვართ. Gobrona განხილვაწვლილი 09:43, 10 აგვისტო 2018 (UTC)
  3. Symbol support vote.svg (მომხრე) :წყნეთის ბანაკიდან გიცნობთ და ვიცი რომ ნამდვილად იმსახურებთ ადმინისტრატორობას --Nina1009 განხილვაწვლილი 17:33, 12 აგვისტო 2018 (UTC)

Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)[წყაროს რედაქტირება]

  1. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) - OTOGI Messages 19:38, 10 აგვისტო 2018 (UTC)
  2. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ამ ეტაპზე--დათო1010 06:39, 13 აგვისტო 2018 (UTC)

Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური)[წყაროს რედაქტირება]

  1. Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური)-- Marikuna-115 განხილვაწვლილი 19:13, 8 აგვისტო 2018 (UTC)
  2. Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური): ცოტა დრო მჭირდება რომ კარგად შევაფასო მომხმარებლის წვლილი და შემდეგ მივირებ გადაწყვეტილებას--GagaVaa 19:51, 10 აგვისტო 2018 (UTC)

კითხვები კანდიდატს[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა მიშა. უკვე 2 წელია გიცნობ და შენს მიმართ ყოველთვის დადებითი შთაბეჭდილება მქონდა (ახლაც ასეა), გიცნობ და შენს კომპეტენტურობაში ეჭვიც არ მეპარება. გაფასებ იმ ღვაწლს, რაც შეგაქვს აფხაზურ ვიკიპედიაში, ეს საქართველოს პრესტიჟის საკითხია. თუმცა, ორიოდე შეკითხვა მექნება შენთან:

1) რატომ ახლა? ანუ რატომ წამოაყენე ახლა შენი კანდიდატურა, როდესაც ვიკიში დიდი ვნებათა ღელვაა.

2) რატომ თვლი, რომ ადმინისტრატორი მიხეილი არ იმსახურებს ადმინობას?

3) რას შეცვლი ქართულ ვიკიპედიაში, თუ გახდი ადმინისტრატორი? ანუ შენი სამომავლო ხედვა.

პირადად მე ვთვლი, რომ შენ ღირსი ხარ ადმინის წოდების და ვიმედოვნებ მართლაც ნეიტრალური მედიატორი იქნები მომავალში, თუმცა, მანამდე ჩემ კითხვებზე პასუხს ველი. მადლობა --Mehman 97 22:03, 7 აგვისტო 2018 (UTC)

1. მე ყველამ იცის ვინც ვარ და როგორც ვარ. ყველამ იცის რომ მე არ ვეკუთვნი არავის ბანაკს. ამიტომ ჩემი ადმინისტრატორთა ბანაკში შესვლით მინდა განეიტრალდეს დაძაბული ვითარება ვიკიში. დღემდე მე თავს არ ვივალდებულებდი დეტალებში ქექვით. სიმართლე მინდა გითხრათ რომ მე არ ვარ ესეთი. მე სპეციალობით ვარ ბუღალტერი და ჩემი ჩვევაა ყველაფერი სკრუპულუოზურად გადავამოწმო. ფაქტიურად ჩათვალეთ რომ ჩემი მოსვლით მოდის აუდიტი, რომელიც ამოწმებს ყველას და ყველაფერს. პირდაპირ გეტყვით ჩემი ამოცანაა ვიკიპედიაში დავამყარო სიმშვიდე და წესრიგი, რომ თითოეულმა მისმა წევრმა ძირითადად აკეთოს მთავარი საქმე - სტატიებზე მუშაობა. მე სიღრმეებში დავიწყებ ჩაწვდომას მას შემდეგ რაც ადმინისტრატორი გავხდები.2. იმას თუ რატომ მივეცი Mikheil ს საწინააღმდეგოდ ხმა მდგომარეობს შემდეგში: როგორც მოგეხსენებათ არსებობს კანონი, რომელიც არის უზენაესი თითოეულ ჩვენთაგანზე. რამეთუ ეს კანონი მიღებულ იქნა არაარა ადმინისტრატორ Mikheilis მიერ არა მედ საყოველთაო კენჭისყრით. პირადად მე ჩემი გადმოსახედიდან ყველა მომხმარებელში ვხედავ დადებითს, ასევე დადებითს ვხედავ მიხეილშიც. მე პირადად ვისურვებდი რომ ის რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ვიკიპედიის სამსახურში. უცნაურია მაგრამ მე ვთვლი რომ მორალური უფლებით ჩვენ მას უნდა პირიქით ვავალდებულებდეთ რომ გვემსახუროს. თუ მე არ ვარ მართალი და თვლით რომ ეს რამე ფუფუნების ადგილია, მაშინ მოდით და ვკითხოთ ყველა იმ ყოფილ ადმინებს გახდებოდნენ თუ არა ადმინებად დღეს. თუ დიდი სიამოვნებით გახდებოდნენ, რადგანაც ეს სასიამოვნო სამუშაო პოზიციაა, მაშინ გეკითხებით რატომ არცერთმა ყოფილმა ადმინმა ამდენი ხანი არ წამოაყენა ამ ფუფუნების ადგილზე თავისი კანდიდატურა? ვითომ ყოფილი ადმინები აღარ მუშაობენ ვიკიპედიაში აქტიურად? რათქმაუნდა არა. ზოგი მათგანი სავსებით აქტიურია დღესაც. უბრალოდ ეს ადმინობა არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობა და ეს მათ იციან. რაც შეეხება მიხეილს მე გავმეორდები და ვიტყვი რომ მაქვს სურვილი აღნიშნული მის გარშემო სიტუაცია ბოლომდე შევისწავლო. მინდა პირადად შევხვდე მას და შემდეგ საბოლოოდ გითხრათ ჩემს მიერ დანახული ვითარება ადმინისტრატორის პოზიციიდან. ანუ ისევ და ისევ, მე მიხეილის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მივეცი მომხმარებელმა რომელმაც არ ჩაიხედა არც სრულ ვითარებაში და არც წარსულის ვითარებაში არამედ გამოვიდა არსებული კანონის განმარტებიდან. ადმინობის შემთხვევაში მე მომიწევს ამ ყველაფრის მრავალი კუთხით გადახედვა. მეორეს მხრივ მე კენჭისყრაში მივიღე მონაწილეობა რადგანაც მიმაჩნია რომ ესაა ლეგიტიმური გზა კრიზისიდან გამოსასვლელად. ანუ არსებობს ორი მიდგომა: კენჭისყრას არ ვეთანხმებით და არ ვცნობთ და მეორე მას ვაღიარებთ და მზად ვართ მასში მიღებული შედეგებით გავიდეთ ფონზე. ამ წუტას მე ისევე როგორც სხვა დანარჩენი 25 წევრი ვფიქრობთ ერთნაირად რომ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა კენჭისყრა.3. პასუხი კითხვაზე თუ რას შევცვლი ქართულ ვიკიში, მოკლედ მდგომარეობს შემდეგში: ნაკლები საუბრები, ნაკლები შეურაცხყოფები, კანონების გადახალისება და მეტი მუშაობა. ვრცლად კი მინდა რომ თითოეული სადავო საკითხი იყოს რობოტიზირებულ დონემდე დაყვანილი. მაგალითისათვის "მე მიმაჩნია ესა და ეს ამადა ამ კანონის საფუძველზე" ან "მე მიმაჩნია ესა და ამა და ამ კანონის საფუძველზე საფუძველზე საჭიროა კანონში მისი ჩამატება". ზედმეტად მე ვფიქრობ რომ ვიკიპედიაში არ უნდა ვკარგავდეთ დროს დავებზე. ყველაფერი ვაკეთოთ მოკლედ და ლაკონურად.--Surprizi განხილვაწვლილი 08:34, 8 აგვისტო 2018 (UTC)
გასაგებია შენი პოზიცია მიშა. შეიძლება ზოგიერთ საკითხზე არ გეთანხმებოდე, მაგრამ საკვანძო საკითხებში გეთანხმები (როგორიცაა წესების გადახალისება, ნეიტრალურობა, ნაკლები საუბრები, ნაკლები შეურაცხყოფები და ა.შ.). იმედს ვიტოვებ, რომ მართლაც ნეიტრალური და ღირსეული ადმინისტრატორი იქნები. წარმატებები. --Mehman 97 13:01, 8 აგვისტო 2018 (UTC)
  • რამდენად იზიარებთ ფიდუციალიზმის იდეებს, განსაკუთრებით ადმინისტრატორებთან დაკავშირებით? Deu. 15:03, 8 აგვისტო 2018 (UTC)
წავიკითხე თქვენებური მოსაზრებები და მიხარია რომ არსებობენ ადამიანები რომელთაც გასხვავებული ხედვა აქვთ. საერთოდ ჩემი დიდი პრობლემა იმაშია რომ მე როგორც ზემოთ ავღნიშნე სმეციალობით ბუღალტერი ვარ და ჩვევად მაქვს არავის არ ვენდო ცხოვრებაში. ჩვენი, ბუღალტრების საქმე გადამოწმებაა და არა ნდობა.--Surprizi განხილვაწვლილი 17:31, 8 აგვისტო 2018 (UTC)
  • როგორი იქნება თქვენი პოზიცია თუკი ერთი მომხმარებელი მეორეს დაადანაშაულებს მეგობრებით თამაშით? --ჯაბა 1977 12:15, 9 აგვისტო 2018 (UTC)
დადანაშაულებას რაც შეეხება. პასუხი ესეთია: თუ დაუმტკიცებელ დაბრალებაზე არ არსებობს კანონი, მაშინ ის უნდა შეიქმნას. ადმინისტრატორი არ უნდა უკეთებდეს კანონს ინტერპრეტირებას, არამედ აღასრულებდეს მას. ადმინისტრატორი არის აღმასრულებელი ორგანო და არა კანონმდებელი. პოზიცია კი იქნება ისეთი როგორიც იქნება კანონი. კანონი კი უნდა იყოს არაორმნიშვნელოვანი. ამიტომ როგორ კანონსაც შეიმუშავებს ვიკისაზოგადოება (თუ უკვე შემუშავებული არაა) იმავე კანონით ვიმოქმედებ მეც.--Surprizi განხილვაწვლილი 13:54, 9 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: თქვენი რეპლიკა: ყველასაგან დამოუკიდებელი სუბიექტის შემოსვლა (თქვენი სახით) პირდაპირ მიანიშნებს, რომ ადმინისტრატორთა კორპუსი არის მიკერძოებული. ანუ ჩვენ (მათ შორის მეც) გადაწყვეტილებას ვღებულობთ არა ობიექტურად, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ასეა ?. - OTOGI Messages 08:28, 10 აგვისტო 2018 (UTC)

არა ჩემი ეს სიტყვები "ყველასაგან დამოუკიდებელი კანდიდატურა" არ გულისხმობს თქვენს მიერ წამოყენებულ მოსაზრებას. ჩემი მოსვლის თვითმიზანი რომელიმე ადმინისტრატორთან დაპირისპირებას არ წარმოადგენს.--Surprizi განხილვაწვლილი 09:27, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: ძალიან კარგი, თუ ასეა, ვინაიდან დაპირისპირება მოსპობს პროექტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამას თავშივე გეუბნებით. მაგრამ ეგებ აგვიხსნათ რას ნიშნავს ყველასაგან დამოუკიდებელი სუბიექტის შემოსვლა ?. მაგალითად, მე, რატომ უნდა დავიჯერო თუნდაც ამ შემთხვევაში, რომ თქვენ დამოუკიდებელი იქნებით ? რა წინაპირობა არსებობს საიმისოდ ? ასეთი ეპითეტით თავს რატომ იხასიათებთ ? და ვინ არის აქ მიკერძოებული ?, თუ თქვენ იძახით, რომ დამოუკიდებელი ხართ, ანუ ფიქრობთ, რომ არსებობენ მიკერძოებულებიც და ამიტომაც მოდიხართ (როგორც თავად თქვით) დამოუკიდებელი, იქნებ გვითხრათ ვინ არიან ისინი ? ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, ვფიქრობ. გამეცით პასუხი თუ შეიძლება. - OTOGI Messages 09:41, 10 აგვისტო 2018 (UTC)

მოგეხსენებათ ვიკისაზოგადოებაში არსებული ვითარება და ასევე ხედავთ თუ როგორ ჯგუფებად დაყოფილად მიაჩნიათ მათ დღეს არსებული ადმინისტრაცია. მე ამ სიტყვებით მივმართე მათ რომ თქვენ თუ ფიქრობთ რომ ისინი მიკერძოებულნი არიან, ამირჩიეთ მე. მე ხომ თქვენთვის არ წარმოვადგენ არცერთი ჯგუფის ნაწილს. პირადად მე არ ვარ ინფორმირებული რამე მტკიცებულების ფორმით რამე დაჯგუფებების არსებობის თაობაზე და უბრალოდ შევთავაზე საზოგადოებას გამოსავალი.--Surprizi განხილვაწვლილი 10:14, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: თქვენ წერთ, რომ ჩემი სახით უნდა შემოვიდეს აუდიტი, - რომელიც ყველას შეამოწმებს... ეს შემოწმება საერთოდ რას ნიშნავს ?. რა შემოწმებაზეა საუბარი ?. - OTOGI Messages 10:23, 10 აგვისტო 2018 (UTC)

შემოწმებაში წესებს, არაადეკვატურ რეაქციებსა და ქმედებებს ვგულისხმობ.--Surprizi განხილვაწვლილი 10:47, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: და ამისათვის, საჭიროა, რომ მაინცდამაინც ადმინისტრატორი იყოთ, რომ წესები, არაადეკვატური რეაქციები და ქმედებები შეამოწმოთ ? ვიკიპედია ხომ გამჭვირვალე პროექტია და აქ ყველას შეუძლია ყველაფერი დაინახოს. როგორც ადმინისტრატორი ხედავს, ისევე ხედავს ამ ყველაფერს სხვა რედაქტორიც. რა, მაინცდამაინც ადმინისტატორი უნდა იყოთ, რომ დარღვევა დაინახოთ ?. - OTOGI Messages 10:52, 10 აგვისტო 2018 (UTC)

რა თქმა უნდა ყველას შეუძლია დაინახოს ეს, მაგრამ ადმინისტრატორის სტატუსი მჭირდება, რომ ეს უფრო მოქნილად და გულისხმიერად მოვაგვარო. და კიდევ, რატომ არ შეიძლება ვიყო ადმინი? ქართული ვიკიპედია არაა პატარა, რომ მარტო სამი ადმინი იყოს, არამგონია რაიმე გაფუჭდეს იმით, რომ ოთხი ადმინი იყოს. თუ ასე არაა?--Surprizi განხილვაწვლილი 11:00, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: უკაცრავად, მაგრამ ვინ თქვა, რომ არ უნდა იყოთ ადმინი ?. - OTOGI Messages 11:03, 10 აგვისტო 2018 (UTC)

არა, არც არავინ. ჩემი მთავარი მიზანია ადმინობაში, რომ გადავწყვიტო აქ არსებული პრობლემები და ამით შევამსუბუქო სხვა ადმინების ვალდებულებები. ჩემი მთავარი მიზანია ქართული ვიკიპედიის წესების გადახალისება, მათი გაგების გაადვილება და ახალი სრულყოფილი წესების შემოტანა და ვფიქრობ ამაში ადმინის სტატუსი ბევრად უფრო დამეხმარება ვიდრე ახლა აგრეთვე კონფლიქტური მხარეების შერიგება, როგორც ადმინისტრატორი.--Surprizi განხილვაწვლილი 11:18, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: ორი სიტყვით აგიხსნით პრობლემას. თქვენ გარკვევით წერთ, რომ შემოდიხართ ყველასაგან დამოუკიდებელი სუბიექტის სახით 1) და 2) იქნებით ვიკიპედიის რედაქტორთა მიმართ კონკრეტული აუდიტი. მაგრამ თქვენ თქვენსავე სიტყვებს ეწინააღმდეგებით, ვინაიდან მომხმარებელი:Deu ბოლო ხანებში ორჯერ დაიბლოკა ადმინისტრატორთა მხრიდან, თუკი როგორც ფიქრობთ, პირველ შემთხვევაში ასეთი ქმედება იყო შეცდომა, მეორე შემთხვევაში ასეთი ქმედება იყო სრულიად დასაბუთებული. ადამიანი, რომელიც ახორციელებს პერსონალურ შეტევებს ვიკიპედიელებზე, საჯაროდ არაეთიკური სიტყვით („უღირსი“) მოიხსენიებს ადმინისტრატორსა და ბიუროკრატს, ამბობთ, რომ იგი (მომხმარებელი:Deu) თურმე არის ლიდერი და უნდა იყოს პროექტის ადმინისტრატორი ?. ეს არის ადამიანი, რომელმაც პერსონალური შეტევები განახორციელა ვიკიპედიელებზე და საბოლოო სახით მე, ბოლოს დამემუქრა კიდეც, — და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ იძახით, რომ ხართ დამოუკიდებელი ? თქვენ სამწუხაროდ, საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ მიდიხართ ასეთი განცხადებებით, რაც თქვენსავე კომენტარებში ჩანს. - OTOGI Messages 11:27, 10 აგვისტო 2018 (UTC)

მე ჩემი პოზიცია წამოვაყენე Deu-ს მეორე დაბლოკვამდე. შესაბამისად მე გამოვედი მისი მანამდელი ქცევიდან. ჩემი როგორც რიგითი მომხმარებლის გადასახედიდან მისი ქცევა იყო ჭეშმარიტების ძიება. ისევ და ისევ მე ამას გეუბნებით ადამიანი რომელიც ყველაფერს უყურებდა არასიღრმისეული მიდგომით. იმისათვის რომ მე უფრო სიღრმისეულად გავეცნო ვითარებას მჭირდება უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ მე როგორც რიგით რედაქტორს არ მაქვს სურვილი დრო ვხარჯო სიღრმისეულ ლაბირინთებში მაშინ როცა შემიძლია ვწერო სტატიები. ამიტომ ჩემი შეფასება იყო ის რაც ზედაპირულად შევაფასე.--Surprizi განხილვაწვლილი 11:59, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: ანუ თქვენ უშვებთ იმას, რომ შეცდით ანალიზის დროს ?. - OTOGI Messages 12:01, 10 აგვისტო 2018 (UTC)

რა თქმა უნდა! მე სრული პასუხისმგებლობით მინდა საყოველთაოდ ვთქვა რომ მე შეიძლება დავუშვა შეცდომები, როგორც რედაქტორობის ისე ადმინობის დროს! დიაღ!--Surprizi განხილვაწვლილი 12:08, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: მადლობა პასუხისთვის! გამოდის, რომ მომხმარებელი:Deu სამართლიანად დაიბლოკა და მიხარია, რომ აზრი შეიცვალეთ. ეს თქვენი მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, მანამ სანამ რომელიმე საკითხს განიხილავდეთ, აჯობებს, რომ იგი სიღრმისეულად შეისწავლოთ. ეს ჩემი რჩევაა. თუმცა ამით საკითხი არ ამოიწურება. აგრეთვე, თქვენ ძალიან მძიმე მესიჯი დაგვიტოვეთ ფორუმში, როდესაც თქვით, რომ ბაბილონი უნდა დაეცეს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ ვარ ღირსი ვიყო პროექტის ადმინისტრატორი ? (დანარჩენ ორ ადმინზე აღარაფერს ვამბობ), მეტიც, მე უნდა გამიმკლავდეთ ? (...უნდა დაეცეს) როგორც ეს ამ ძალიან, ძალიან მძიმე კომენტარში ჩანს ?. - OTOGI Messages 12:18, 10 აგვისტო 2018 (UTC)

ჩემთვის ბაბილონი ესაა ის უშველებელი განხილვა და ურთიერთბრალდებები რის მომსწრეც ჩვენ ყველანი ვიყავით! მე არ მსურს მეტი ამდენი დრო იხარჯებოდეს დაუმტკიცებლად. დიაღ ბაბილონი უნდა დაეცეს და უნდა გავაგრძელოთ ვიკიპედიის მთავარი ფუნქციის შესრულება, ესაა სტატიების წერა! როგორც ვთქვი ნაკლები შეურაცხყოფები, დაუსაბუთებელი ბრალდებები და მეტი მუშაობა. ამიტომ რომელიმე ადმინისტრატორის დადანაშაულებას მე დაუსაბუთებლად არ ვაპირებ. თუ ვინმე დააპირებს ეს მისი არჩევანია. Deu-ს რაც შეეხება მე მისი პირველი ბლოკის მოხსნის რიგებში ვიყავი იმიტომ რომ მინდოდა და ვეძებდი სიახლეს მის სიტყვებში. ერთია ადმინისტრატორების ჭეშმარიტებები და მეორეა სხვების. მაინტერესებდა მისი საბოლოო დედააზრი. ამის გარდა მე მას ასევე მივუთითე სათაურის არაკორექტულობაზე რომ ის მწარედ ცდებოდა. ამის გარდა გავილაშქრე ყველანაირი ირიბი შეურაცყოფების მიმართ! რაც შეეხება თქვენს და სხვა დანარჩენების გამკლავებას, წესით თქვენ უნდა მომიწოდებდეთ რომ, კი ბატონო გნებავს ჩვენი შემოწმება? აი მობრძანდით და გაერკვიეთ თუ მაინცდამაინც ადმინობით თვლით რომ ამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ თქვენი აქ შემობრძანებით არ დაარღვიოთ ყველაზე მთავარი - ვიკიპედიის ფუნქციონირების სტაბილურობა! მე თუ წინააღმდეგი არ იქნებით შემიძლია გამოსაცდელი ვადით 3 თვით მიმიღოთ ადმინად! ეს ჩემთვის ჩვეული რითმია. დანარჩენი იყოს მომავალზე. თუ მე ქართული ვიკისთვის საზიანო აღმოვჩნდები, ამას საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს მომავალ სამ თვეში არჩევნებზე!--Surprizi განხილვაწვლილი 12:37, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: ნებისმიერ შემთხვევაში მომავალი ადმინისტრატორი ასეთი სიტყვებით არ უნდა გამოდიოდეს საჯაროდ. ერთია თქვენ რა იგულისხმეთ და მეორე, ის რაც გამომჟღავნდა ამ კომენტარში, — დამოკიდებულება. ამ კომენტარს ნეგატიური და მძიმე კონტექსტი, რომ ჰქონდა ეს არაა სადავო. თუმცა ამასაც დავანებოთ თავი. ჩემთვის გაუგებარი კომენტარი დაწერეთ ბოლოს, ანუ გამოდის, რომ თქვენ არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული თქვენს ფიგურაში, ვინაიდან იძახით, რომ თუ საზიანო აღმოვჩნდი... და რატომ უნდა იყოთ საზიანო ?. ანუ არსებობს ამის წინაპირობა ? თუ ასეა ეს უკვე დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, მე არ მესმის თქვენი. მე, თქვენთან კიდევ მაქვს შეკითხვები. - OTOGI Messages 12:47, 10 აგვისტო 2018 (UTC)

პირველ ნაწილს დავანებოთ თავი და მეორეზე გადავერთო? კეთილი პირველს როცა ისურვებთ მერე დავუბრუნდეთ! დარწმუნებული ვარ თუ არა ჩემს ფიგურაში? არა არა ვარ დარწმუნებული! თუ საზიანო აღმოვჩნდი? კი შეიძლება საზიანო აღმოვჩნდე! სამწუხაროდ, მე არ მესმის თქვენი, თქვენ რომ იცოდეთ მე რა კარგად მესმის თქვენი. მე სადღაც ნახსენები მაქვს რომ არავის არ ვენდობი, კი ეს დეუსთან საუბარში დავწერე. კი მე არავის არ ვენდობი და გადამოწმების მე ჩემებური მეთოდები მაქვს. ჩემი შინაგანი გადამოწმება როგორც წესი არ ჩერდება, მას ყოველთვის აქვს დაუსრულებელი კითხვები, იქნებ? იქნებ?... ამიტომ მე არა ვარ თქვენნაირი და მესმის რატომაც არ გესმის თქვენი. ალბათ ხვდებით მე თქვენი რატომაც მესმის. :)--Surprizi განხილვაწვლილი 13:03, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: კეთილი. თუმცა, ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული თავის ფიგურაში ადმინობაზე იყაროს კენჭი ?. რისთვის ? თუმცა ამასაც დავანებოთ თავი. პასუხი და დამოკიდებულება ნათელია. მე, რაც შემეხება, ნუ იფიქრებთ, რომ ადმინისტრატორობის შემთხვევაში ღილაკი ჩაგერთმევათ, სადაც ჩემს გადამოწმებას შეძლებთ. ჩემი საქმიანობა ვიკიპედიაში ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს, მათ შორის IP-მისამართიდან შემოსულ მომხმარებელსაც კი. ამისათვის ადმინობა არ არის საჭირო. ამდენად, მოდით ეს საკითხი ამოვწუროთ. მეტიც, ზემოთ თქვენ წერდით, ადმინისტრატორთა ჭეშმარიტებასა და სხვების ჭეშმარიტებაზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მინდა გითხრათ, რომ ვიკიპედიაში არ არსებობს ადმინისტრატორთა და არაადმინისტრატორთა ჭეშმარიტება, — ვიკიპედიაში მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა — წესები, რომელსაც აღასრულებს ადმინისტრატორი. - OTOGI Messages 13:16, 10 აგვისტო 2018 (UTC)

მე ცხოვრებამ დამანახა რომ არავისი ნდობა არ შეიძლება. ასევე ისიც დამანახა რომ თვითდინებაზე მიშვება მხოლოდ და მხოლოდ საზიანოა! ამიტომ, მე როგორც ობიექტურობის და დემოკრატიის მამამ თავზე კი არ მოგახვიეთ ჩემი თავი რომ მე მაგარი ვარ და ჯახტანანა არამედ გითხარით რომ მე შეიძლება ვიყო სუბიექტური. ამიტომ მინდა თავშივე მოვფინო ნათელი რომ ნუ დაბრმავდებიან და ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ მე ამდენი წლის მანძილზე უსაყვედუროდ მაქვს ნაშრომი (2009 წლიდან). ყველაფერი უნდა ექვემდებარებოდეს გადაკონტროლება გადამოწმებას, ოღონდაც და დაუსაბუთებელი ალბათობებით არა არამედ ფაქტებზე დაყრდნობით! ღილაკს რაც შეეხება, მე უკვე კაი ხნის ადმინი ვარ და ვიცი რისი ღილაკები მერთვება, ამიტომ ჩემთვის ეგ ისედაც ნათელია. ფაქტიურად მე იმდენად არ შემოვდივარ ადმინად რამდენადაც ჩემი ქვეცნობიერი თავისი დაუსრულებელი ეჭვებით! ჩემთვის ვიკიპედია ეს არაა ერთი და ორწლიანი პროექტი და ამას მე გრძელ პერსპექტივაში ვუყურებ. ვიმედოვნებ რომ ვიკიპედიაში შემოვრჩები 50 წლის შემდეგაც. ამიტომ მე ამ 50 წლის მანძილზე თუ როგორ გამოვიყენებ ვიკიპედიის საშუალებებს ეს მხოლოდ ჩემმა შინაგანმა ხმამ იცის. აი ავიღოთ თქვენი შეკითხვები, ისინი თქვენი დასმული არაა ისინიერთგვარად ჩემი პროვოცირებულია. ჩემს შინაგან ხმას აინტერესებს რამდენად პატრიოტი ხართ და რამდენად ვარგისი ადმინობისათვის. თუ ის შინაგანი ხმა მეუბნება რომ ის კარგია, მაშინ შემდეგი შინაგანი შემოწმება შემდეგ ჩატარდება. ასე იქნება შემდეგი 50 წელი. მე ტქვენს ყველა ქცევას გაფაციცებით ვადევნებ თავალყურს იმიტომ რომ მე ამ პროექტში უკვე 10 წელი ჩავდე და ის ჩემი ნაწილი გახდა! ამიტომ ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თუ ვინ როგორ უვლის ამ ჩემს ვენახს! ჭეშმარიტებას რაც შეეხება, მინდა დავრწმუნდე თქვენს სიტყვებში. მაინტერესებს კანონმდებლობანი. მაგაზე დაკავშირებით მოგვიანებით მოგწერთ რას ვიზიარებ და რას არა და რატომ. ან რას შევცვლიდი...--Surprizi განხილვაწვლილი 13:37, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: მოდით ჩემზე საუბარს თავი დავანებოთ, კარგით ?. აქ, ადმინისტრატორობაზე კენჭს მე კი არ ვიყრი, არამედ თქვენ. ამდენად, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და შეკითხვებზე პასუხები გასცეთ. ჩვენ, არანაირი ვიკი-კანონები არ გვავალდებულებენ რომელიმე მომხმარებელთან ან ადმინისტრატორთან პრივატულ ურთიერთობას. თუ რაიმე თქმა გსურთ აქვე უნდა დაწეროთ, ვიკიპედიის ფურცლებზე, რათა ყველამ იხილოს. შეგახსენებთ, რომ ვიკიპედიის მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიკიპედიაში ძალა არ გააჩნია. ასე რომ, მოდით ამოვწუროთ ეს საკითხი. ნაცვლად იმისა, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და შეკითხვებს უპასუხოთ, თქვენ მე მახასიათებთ ? გახსოვდეთ, როცა შეგეკითხებიან მერე უნდა დაახასიათოთ. მე გთხოვეთ ჩემი დახასიათება ? არა. ამდენად, ჩემი მხრიდან რაიმე პროვოკაციაზე საუბარიც კი ზედმეტია. თუმცა ამას თავი დავანებოთ, მე მაქვს შეკითხვები თქვენთან, როგორც პროექტის ადმინისტრატორობის კანდიდატთან. თქვენი ადმინისტრატორობის შემთხვევაში მიაქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტის ნორმებს ? ამას იმიტომ გწერთ, რომ თქვენი მხრიდან სხვადასხვა დროს გაიჟღერა ისეთმა სიტყვებმა, როგორიცაა მაგ., „პროსტო“, „პონტში“, „ვაფშე“, „არ გავიჭედები“. და ძალიან მაინტერესებს, აპირებთ თუ არა მომავალში თქვენს ვიკი-კოლეგებს მიმართოთ ისეთი სიტყვით, როგორიცაა მაგალითათ ვეჟო ? მინდა ეს ვიცოდე, ვინაიდან თქვენ ადმინობაზე იყრით კენჭს, ხოლო ადმინი სხვა რედაქტორებისთვის ქცევისა და საუბრის მხრივ, ნამდვილი მაგალითი უნდა იყოს და არ უნდა გახდეს მსგავსი სიტყვების წამხალისებელი ვიკიპედიაში. თქვენი პასუხი ?. - OTOGI Messages 13:54, 10 აგვისტო 2018 (UTC)

აუცილებლად გავითვალისწინებ! ვთვლი რომ აქ არ უნდა ჟღედეს ქუჩის რიტორიკა. მესმის რომ ადმინისტრატორობის შემთხვევაში უნდა ვიყო მაგალითი და სახე ზოგადად საზოგადოების წინაშე!--Surprizi განხილვაწვლილი 13:58, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: აი, ხედავთ ?, არა მარტო თქვენ ადევნებთ თვალყურს აქაურობას, არამედ მეც. მინდა გითხრათ, რომ მე, ქართული ვიკიპედიის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი. ძალიან გამიხარდება, თუ აღარასოდეს მიმართავთ თქვენ ვიკი-კოლეგებს ასეთი სიტყვით. ამდენად, არ გაგიკვირდეთ ასეთი ტიპის შეკითხვები ჩემი მხრიდან. კიდევ ერთი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, ქართულ ვიკიპედიას სურს ჰყავდეს ინტრიგანი ადმინისტრატორი და მეტიც, ინტრიგანობის მასწავლებელი ადმინისტრატორი ?. თუმცა შეგიძლიათ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გამცეთ. წმინდა ადამიანურად გაგიგებთ (ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიძახი. P.S. ეგ დისკუსია კარგად მახსოვს). - OTOGI Messages 14:12, 10 აგვისტო 2018 (UTC)

ჩემი პასუხი გამოიყურება შემდეგნაირად: მე ინტრიგანი ვიყავი და უფრო მეტიც 2011 წელს მე თავი გამოვაცხადე ინტრიგნობის მასწავლებლად რაც ყველაზე დიდი ტიტულია ინტრიგანობაში! აკი გითხარით თქვენი კითხვები ჩემი პროვოცირებულია. მე ვთვლი რომ მე ვარ ინტრიგნობის მეფე და უნდა იყო კიდეც მასეთი, თავად რომ არ გაება მახეში. ეხლა მე გისვამთ თქვენ იქეთ შეკითხვას (მიუხედავად იმისა რომ კითხვის ხასმის უფლება არ მაქვს). თქვენი აზრით ვაარ კი მე ის სანაქებო ინტრიგანი თუ თვითმარქვია ვარ?-Surprizi განხილვაწვლილი 14:33, 10 აგვისტო 2018 (UTC)
რაც მთავარია დამავიწყდა პასუხი გამეცა თავად კითხვაზე. სურს კი არა ქართულ ვიკიპედიას ინტრიგანი ადმინისტრატორი. არა ქართულ ვიკიპედიას არ სურს ინტრიგანი ადმინისტრატორი. არსებობს ესეთი გამოთქმა - იყავით ცბიერნი ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი. ტრედობა რო დავიბრალო ვიცი ეგრევე არ დამიჯერებთ, მაშინ გველობისა მაინც დამიჯერეთ.-Surprizi განხილვაწვლილი 14:47, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Surprizi: ეს ძალიან პირადული შეკითხვაა. მე თქვენ პირადად არ გიცნობთ. ნუ იფიქრებთ, რომ მე თქვენი გამოჭერით ან რაიმე ტიპის პროვოკაციით ვარ დაკავებული. მესმის, რომ დისკომფორტს გიქმნით ჩემი ზოგიერთი შეკითხვა, მაგრამ ადმინისტრატორი (თუნდაც მომავალი) ნებისმიერი რთული შეკითხვისთვის უნდა იყოს მზად. ასეთია რეალობა. საბოლოო სახით, უბრალოდ მინდა შემდეგი გითხრათ და დარწმუნებული ვარ, რომ თავადვე მიხვდებით: ადმინისტრატორობა არის უკიდურესად რთული პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი არის ობიექტურობა და ვიკიპედიის წესების ცოდნა. თქვენს რამდენიმე კომენტარში დავინახე, რომ თქვენ ვიკიპედიის რამდენიმე საკვანძო საკითხში ვერ ერკვევით, მაგ., ზემოთ, როდესაც შეკითხვა დაგისვეს, თქვენ წერდით რაღაც წესების ინტერპრეტაციაზე. როდესაც თქვენ ბრალს გიყენებენ და ვერ გიმტკიცებენ ამ ბრალს ეს ძალაუნებურად იმას ნიშნავს, რომ თქვენზე ზეწოლას ახდენენ და ამდენად გიტევენ პერსონალურად. ეს უკვე ვიკიპედიის წესების დარღვევაა. არ არის საჭირო საიმისოდ არანაირი დამატებითი წესების შემოღება. სხვა შემთხვევაში ეს განიხილება როგორც წესებთან თამაში, რაც ასევე ვიკიპედიის წესების დარღვევაა. @Mehman97: საუბრობდა ახალი წესების შემოღებაზე ცილისწამებასთან დაკავშირებით (თუ ვცდები მაპატიეთ), მაგრამ ასეთი წესი ჩვენ უკვე გვაქვს: იხ. ვიკიპედია:ეთიკის ნორმები. ყველაფერთან ერთად, თქვენ @Surprizi: ბოლო ცვლილებების მონიტორინგით არ ხართ დაკავებული, ვანდალიზმთან ბრძოლაშიც ვერ გხედავთ ხოლმე, ახალი სტატიების მონიტორინგშიც თითქმის არ მონაწილეობთ, მომხმარებლების გაფრთხილებითა და დაკვალიენებით არ გამოირჩევით და გამომდინარე აქედან იბადება ლოგიკური შეკითხვა, რისთვის ადმინობა ? წესების შემოღებისათვის ადმინობა არ არის საჭირო. წესებს მხოლოდ საზოგადოება ადგენს. ეს ძალიან მარტივია. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. სამწუხაროდ, მე, დიდწილად ირიბი პასუხები მოვისმინე ამომწურავი პასუხების ნაცვლად. გამომდინარე აქედან ამ ეტაპზე მე მხარს ვერ დაგიჭერთ, თუმცა შესაძლოა არც არაფერი დაგაკლდეთ ამით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში პირად და ვიკი-წარმატებებს გისურვებთ, კეთილი სურვილებით, - OTOGI Messages 15:03, 10 აგვისტო 2018 (UTC)

@Otogi: ცილისწამებასთან დაკავშირებით არა, ზოგადად ახალი წესების და ძველების გადახალისებაზე ვსაუბრობდი, რაც მართლა აუცილებელია --Mehman 97 15:10, 10 აგვისტო 2018 (UTC)
დიდი მადლობა კითხვებისათვის. მინდა ასევე დაგეთანხმოთ რომ საჭიროა მეტი აქტიურობა.-Surprizi განხილვაწვლილი 15:29, 10 აგვისტო 2018 (UTC)

შედეგი[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, შესაბამისად ადმინისტრატორის სტატუსი არ მიენიჭა--დათო1010 16:16, 13 აგვისტო 2018 (UTC)