ვეჯინის აღდგომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის აღდგომის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. აგებულია X-XV საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია რიყის ქვით არის აგებული, კონქის, საბჯენი თაღებისა და კრონშტაინების გამოსაყვანად კი აგური იყო გამოყვანილი. შესასვლელი ორი, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან არის გამართული. დასავლეთის კარის წინ ბაქანი იყო მოწყობილი. ამავე მხარეს ერთი სარკმელია გაჭრილი. ინტერიერი ნახევარწრიული აფსიდით არის განსაზღვრული, რომლის შუა ღერძზეც ერთი სარკმელია დასმული. დასავლეთ კედელთან ორგანყოფილებიანი საძვალეა, რომელსაც ოთხკუთხა ჩასასვლელი აქვს. ჩასასვლელი ქვის ფილებით იყო გადახურული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21068