ვერცხლისფერი ნაძვი
| ვერცხლისფერი ნაძვი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ვერცხლისფერი ნაძვი ქალაქ გორში | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Picea pungens (Engelm.) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 42333 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ვერცხლისფერი ნაძვი[1] ან მჩხვლეტავი ნაძვი[1] (ლათ. Picea pungens) — წიწვოვანი მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. ბუნებრივი გავრცელების არეალია აშშ, კერძოდ აიდაჰოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთით, იუტისა და კოლორადოს შტატების გავლით, არიზონასა და ნიუ-მექსიკომდე. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1750—3000 მ სიმაღლეზე. იზრდება უმეტესად მთის მდინარეებისა და ნაკადულების ხეობებში, სადაც ნიადაგი უფრო ტენიანია.[2][3]. საქართველოში, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე, როგორც ინტროდუცირებული სახეობა.[1] მარადმწვანეა. სიმაღლეში 25–30 მ-ს აღწევს, ღეროს დიამეტრი 1,5 მ-მდეა. ქერქი თხელი და დაშარული აქვს. ახალგაზრდა ხის ვარჯი ვიწროკონუსისებურია, ხნიერისა — ცილინდრისებრი. წიწვების სიგრძეა 15–30 მმ, ფერად მონაცრისფრო-მომწვანოდან ბაც-მოცისფრომდეა.[2][3] გირჩებს სუსტი ცილინდრისებრი ფორმა აქვთ, რომლებიც სიგრძეში 6–11 სმ-ია, დახურულის სიგანეა 2 სმ, გახსნილისა — 4 სმ; ფერად მოწითალო-მოიასამნისფროა, მომწიფებული — ღია ყავისფერი. თესლი შავია, სიგრძით 3–4 მმ, ახლავს ყავისფერი, 10–13 სმ-ის სიგრძის ფრთა.[2][3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 5-წლოვანი ხე, ქ. გორი
- გირჩები
- მწიფე გირჩი
- წიწვები
- თესლი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Флора СССР : в 30 т. / гл. ред. В. Л. Комаров. — Л. : Изд-во АН СССР, 1934. — Т. 1 / ред. тома М. М. Ильин. — С. 150. — 302, XVI с. — 5000 экз.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 342.
- 1 2 3 Farjon, A. Pinaceae. Drawings and Descriptions of the Genera. — Koeltz Scientific Books, 1990. — ISBN 3-87429-298-3.
- 1 2 3 Flora of North America: Picea pungens
