ვეჟან ბუზმირი
იერსახე
ვეჟან ბუზმირი — ქართლის მარზპანი VI საუკუნის 40-იან წლებში. მოხსენებულია ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“.
ვეჟან ბუზმირმა მცხეთელი სპარსელების დაბეზღებით შეიპყრო გაქრისტიანებული სპარსელი ევსტათი (რომელიც ქართლის წინანდელმა მარზპანმა არვანდ გუშნასპმა გაათავისუფლა) და სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფარცხალაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 246.