ვეგეტაციური პერიოდი
იერსახე
ვეგეტაციური პერიოდი (სავეგეტაციო პერიოდი) — წელიწადის დრო, როდესაც მცენარე აქტიურად ავლენს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს — იზრდება და ვითარდება. ზომიერი ჰავის პირობებში, დაბლობზე ეს პერიოდი გრძელდება ზაფხულის უკანასკნელი ყინვებიდან შემოდგომის პირველ სუსხამდე, ხოლო მთაში — თოვლის აღებიდან თოვლის მოსვლამდე; ტროპიკულსა და ნაწილობრივ სუბტროპიკულში — მთელი წელი.
2) დრო, რომელიც საჭიროა მცენარის განვითარების მთლიანი ციკლის გასავლელად; სრულდება ნაყოფისა და თესლის წარმოქმნით. ვეგეტაციურ პერიოდს განსაზრვრავს მცენარის განვითარების პერიოდში მიღებული სითბოს რაოდენობა, სითბოს რაოდენობა კი ის სიდიდეა, რომელიც მიიღება ვეგეტაციური პერიოდის დღეების რაოდენობის გამრავლებით საშუალო დღე-ღამურ ტემპერატურაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 313.