ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი
იერსახე
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი — ხიდი თბილისში, მტკვარზე გიორგი სააკაძის მოედანსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩებს შორის (1976; არქიტექტორი. ნ. ლომიძე; ინჟინერები: გ.ბრეგვაძე, ი.კოშკაძე). ხიდი სამმალიანია. შუა მალის სიგრძე 81,6 მ, გვერდითი მალებისა სანაპიროების თვზე 44,2 მ. ხიდის საერთო სიგრძე 220,5 მ-დეა, სავალი ნაწილების სიგანე 21 მ, ტროტუარების სიგანე 3 მ, სიმაღლე 24,7 მ. ხიდის აშენებამდე ამ ადგილზე იყო 1936 წელს აგებული საცალფეხო ხიდი — ვიადუკი (ინჟინერი: მ. მიზრახი). სიგრძე 150 მ, სიგანე 2 მ. ვახუშტის ხიდი თბილისის ყველაზე მაღალი ხიდია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 471, ISBN 99928-20-32-2.
- სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 21, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012