ვახტანგ ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ ჭიჭინაძე (დ. 28 სექტემბერი, 1918, სოფ. ოლუღი, ამბროლაურის რაიონი — გ. აგვისტო, 2015) — ქართველი მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1953–1956 წლებში იყო ენერგეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1956–1971 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონული, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1971–1974 წლებში სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება „მიონის“ დირექტორი; 1974–1978 წლებში უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე; 1974–2000 წლებში ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. 1952 წლიდან არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1968 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1968 წლიდან პროფესორი.

1983 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]