ვახტანგ ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ყიფიანი
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1944(1944-11-24) (79 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი, ფსიქოლოგი, პათოფიზიოლოგი და დოქტორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ვახტანგ ყიფიანი (დ. 24 ნოემბერი, 1944) — ქართველი ექიმი,მეცნიერი, პათოფიზიოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1967–1970 წლენში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1970–1976 წლებში ასისტენტი. 1976–1988 წლებში დოცენტი. 1988–1990 წლებსში პროფესორი. 1990 წელს კათედრის გამგე. 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროპექტორი სამეცნიერო ნაწილში. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. იყო ორი სადოქტორო და ხუთი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და კონსულტანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სისხლძარღვოვანი რეაქციები შრატის მიერ სენსიბილიზაციის დროს“, დაიცვა 1971 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „რეგიონული სისხლის მიმოქცევა და მიკროჰემოცირკულაცია ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის პროცესში“, დაიცვა 1987 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 299

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]