ვახტანგ კოტეტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ კოტეტიშვილი
დაბ. თარიღი 1893
გარდ. თარიღი 1937
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე.

ვახტანგ კოტეტიშვილი (დ. 1893 – გ. 1937) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1911-1914 წლებში სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1918 წელს დაასრულა დერპტის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი; იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1919-1926 წლებში მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სკოლებშიც. 1926 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, 1929 წლიდან კი - მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. 1922-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხედრო აკადემიაში, იაკობ ნიკოლაძის ჯგუფში; 1928 წლიდან იქვე კითხულობდა ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. იყო გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ კოტეტიშვილის პირველი წერილი "საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დ. გურამიშვილის შემოქმედებაში" 1912 წელს გაზეთ "სახალხო გაზეთში" დაიბეჭდა. 1918 წელს ცალკე წიგნად გამოსცა შიო არაგვისპირელის შემოქმედების მიმოხილვა, 1921 წელს – "უოლტ უიტმენი პროლეტარიატის პოეტი", 1925 წელს – "ალ. ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი". მან პირველმა შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსი.

კოტეტიშვილი ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. 1934 წელს გამოსცა "ხალხური პოეზიის" პირველი ტომი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]