ვაცლავ ჩერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაცლავ ჩერნი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაცლავ ჩერნი (ჩეხ. Václav A. Černý; დ. 27 მაისი, 1931, პრაღა, — გ. 21 იანვარი, 2017, იქვე) — ჩეხი ენათმეცნიერი, მთარგმნელი. კავკასიური ენების სპეციალისტი, ქართველოლოგი.

დაამთავრა კარლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი სპარსული და სომხური ენების სპეციალობით (1954). შემდეგ მუშაობდა პრაღაში გამომცემლობის რედაქტორად. 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1980 წლამდე მოღვაწეობდა ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1990-იან წლებში მოკლე დროით კვლავ დაუბრუნდა ამ ინსტიტუტს. კითხულობდა ლექციებს ზოგადი კავკასიოლოგიის, ქართული და ჩერქეზული ენების შესახებ. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება კავკასიური და ქართული კულტურისა და ლინგვისტიკის სხვადასხვა საკითხს. ჩეხურად ნათარგმნი აქვს ვაჟა-ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის და ნიკო ლორთქიფანიძის, ასევე თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (საქართველო, 2015).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]