ვაჩნაძიანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანთ ციხე — არქიტექტურული ძეგლი, კოშკი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის კოლაგის სამხრეთ-დასავლეთით 0,4-0,5 კილომეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი ფუძის დონეზე — 9,1 მეტრია). ორი სართულის სიმაღლეზე შემორჩენილია დასავლეთით ნახევარი კედელის მთელ სიმაღლეზე ბზარები დაუყვება. პირველი სართული დაახლოებით 1,5 მეტრ სიმაღლეზე მიწითა და ქვებითაა ამოვსებული.

კოშკი ნაგებია თანაბრი ზომის რიყის ქვით, რომელიც დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. აქა-იქ, ძირითადად მეორე სართულის ზოგიერთი არქიტექტურული ელემენტის გამოსაყვანდ; გამოყენებულია აგურიც, კედელბის ზედაპირი შიგნით და გარედან გასწორებულია ბათქაშით.

პირველი სართული გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული ოთახია (5,5 X 4,5 მეტრზე). შემოსასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონია (ჩანს ორივე წირთხლის ნაწილი). შესასვლელის მოპირდაპირედ, დასავლეთ კედლის შუაში, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ბუხარია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშაა. მსგავსი ორი ნიშაა სამხრეთ კედლშიც. სართული გადახურული იყო ცილინდრული კამარით (კამარის კონტური შემორჩენილია დასავლეთ კედელზე) რომელიც ეყრდნობოდა ერთ საბჯენ თაღს, თაღი კი - ერთსაფეხურიან პილასტრებს. მეორე სართული რვაწახნაგა ყოფილა, შემორჩენილია მხოლოდ ხუთი წახნაგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]