ვასილ ნანობაშვილი
ვასილ ივანეს ძე ნანობაშვილი (დ. 15 ივნისი, 1906, სოფ. ვაქირი, სიღნაღის რაიონი — გ. 1989) — ქართველი ექიმ-ვეტერინარი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1983).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წელს დაამთავრა ერევნის საკავშირო ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტი. 1957-1959 წლებში საქართველოს მეცხოველეობისა და ვენეტინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1959 წლიდან საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიის განყოფილების გამგე. ნანობაშვილი უმთავრესად იკვლევდა ვეტერინარიის ტოქსიკოლოგიის საკითხებს, რაც დაკავშირებული იყო მინერალური, მინერალურ-ორგანული, ორგანულ-სინთეზური და მცენარეული წარმოშობის შხამების ტოქსიკოლოგიურ შესწავლასთან. საქართველოში პირველად ნანობაშვილმა შეისწავლა ვეტერინარიის ფოტოტოქსიკოლოგიის საკითხები. მას ეკუთვნის ვეტერინარიის როქსიკოლოგიის სახელმძღვანელო და სხვა ნაშრომები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპანაძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 312.