ვასილ ლიტვინენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილ კონსტანტინეს ძე ლიტვინენკო (რუს. Василий Константинович Литвиненко; დ. 21 იანვარი (2 თებერვალი), 1899, სოფელი საველიევკა, სამარის გუბერნია, ჩრდილოეთ ვოლგის მხარე, რუსეთის იმპერია — გ. 3 თებერვალი, 1967, მოსკოვი, რსფსრ) — რუსი ბალეტმაისტერი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1941).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წლიდან იყო სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი, 1916 წლიდან — ესტრადის მოცეკვავე, 1917-1921 წლებში – ამავე თეატრის სოლისტი. 1921-1922 წლებში სწავლობდა თბილისის გ. მორდკინის სტუდიაში, პარალელურად 1921-1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1924 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია ვოკალის განხრით (ხელმძღვანელი ე. რიადნოვი). მუშაობდა ბაქოში, მოსკოვში (დიდი თეატრი), ხარკოვში, კიევში. 1935-1947 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. დგამდა ცეკვებს რუსთაველის თეატრში. ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ბალეტმაისტერ დ. ჯავრიშვილთან ერთად მონაწილეობდა ბალეტ „მალთაყვას“ შექმნაში (თანადამდგმელი და მთავრი როლის შემსრულებელი). თბილისის ოპერის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“), ახალკაცი (შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“) და სხვ.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]