ვასილ ბარვინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვასილ ბარვინსკი
Vasyl Barvinsky.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 1888(1888-02-20)[1]
დაბ. ადგილი ტერნოპოლი
გარდ. თარიღი 9 ივნისი, 1963(1963-06-09)[1] (75 წლის)
გარდ. ადგილი ლვოვი
დასაფლავებულია ლიჩაკოვის სასაფლაო[2]
ვასილ ბარვინსკი ვიკისაწყობში

ვასილ ალექსანდროვიჩ ბარვინსკი (უკრ: Василь Олександрович Барвінський; დ. 20 თებერვალი, 1888, ტერნოპოლი9 ივნისი, 1963, ლვოვი) ― უკრაინელი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკის კრიტიკოსი, პედაგოგი და დირიჟორი. XX საუკუნის უკრაინის მუსიკალური კულტურის ცნობილი წარმომადგენელი.[3]

ხელოვნების დოქტორი (1940), პრაღის უკრაინული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1938).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ ბარვინსკი 1888 წლის 20 თებერვალს, ტერნოპოლში არისტოკრატიული წარმოშობის ოჯახში დაიბადა. მამამისი ალექსანდრე ბარვინსკი ცნობილი უკრაინელი პედაგოგი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო. მუსიკის პირველი გაკვეთილები დედასთან მიიღო, რომელიც მომღერალი და პიანისტი იყო.[4]

მუსიკალური განათლება ლვოვის კონსერვატორიაში მიიღო კაროლია მიკულისა და ვილემა კურცას ხელმძღვანელობით. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1906 წელს ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად პრაღაში გადავიდა. კარლოვის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც პროფესორ ვიტეზსლავ ნოვაკის ხელმძღვანელობით ცნობილი ჩეხი მუსიკოსების ლექციებს ისმენდა.[3][5]

სწავლის დროს პირველი ვრცელი ნაშრომი „უკრაინული რაფსოდია“ დაწერა. 1912-1914 წლებში ნიკოლოზ ლისენკოს სახსოვრად საფორტეპიანო სექსტეტი დაწერა. 1915 წელს ლვოვში დაბრუნდა, ქოროს ხელმძღვანელობდა და კონცერტებზე გამოდიოდა.[6]

1915-1939 წლებში ლვოვის მიკოლა ლისენკოს სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის პროფესორი და დირექტორი იყო. 1939-1941 და 1944-1948 წლებში ლვოვის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი იყო. 1939 წელს დასავლეთ უკრაინის სახალხო ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.

1948 წელს ბარვინსკის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1958 წელს გათავისუფლებისა და რეაბილიტაციის შემდეგ ბარვინსკიმ სახელმწიფო მოხელეების მიერ განადგურებული ნამუშევრების აღდგენა დაიწყო.[7]

ვასილ ბარვინსკი 1963 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლიჩაკოვის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]