შინაარსზე გადასვლა

ვარდისციხე (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისციხე — ნასოფლარი სამცხე-ჯავახეთში. მდებარეობს თანამედროვე ვარევანსა და თოკს შორის. მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში.

სერგი ჯიქიას ცნობით მსხვილმასშტაბიან რუკებზე ვარევანთან ახლო აღნიშნულია Вардисцихе. მისი აზრით, ივანე როსტომაშვილის წყაროებზე დაყრდნობით უფრო ზუსტი ცნობებიც მოგვეპოვება:

ვიკიციტატა
„ვარევანიდან ნახევარ ვერსზე, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით, მთაზე მდებარეობს ვერანა ადგილი ვარდის–ციხე. თუმცა კი ციხის არავითარი კვალი შეინიშნება. რაც შეეხება უწინდელი განსახლების ნაშთს, ეს აშკარაა: იგი განლაგებული იყო განცალკევებით მდგარ მთის მოვაკებულ შუაგულში. აქ შემორჩა ქართული ეკლესიის ნანგრევები წარწერებით სამხრეთ კედელზე...[1]

ამრიგად, სავსებით გარკვეულია სახელწოდება და ადგილმდებარეობა იმ ნასოფლარისა, რომელიც დავთრის დროს 14 კომლიანი სოფელი იყო და რომელიც დავთარში ტყე–ჯავახეთის რაიონის პირველ სოფლად არის აღწერილი.

  1. И. П. Ростомов. Ахалкалакский уезд в археологическом отношении С МОМПК XXV 46