ვარდენი მოსტიჭიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდენი მოსტიჭიანი
Վարդենի Մոստիչյան
დაიბადა 24 ივნისი, 1953 (1953-06-24) (70 წლის)
დაბადების ადგილი სტამბოლი
ეროვნება სომხეთის დროშა სომეხი
აშშ-ის დროშა ამერიკელი
საიტი http://www.varteni.com/

ვარდენი მოსტიჭიანი (დ. 24 ივნისი, 1953, სტამბოლი) — ბოსტონში დამკვიდრებული სომეხ-ამერიკელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდენი მოსტიჭიანი დაიბადა 1953 წლის 24 ივნისს, სტამბოლში, სომეხი დედისა და მამის ოჯახში. განათლება მიიღო სურბ მესროპიანის სკოლაში, მოგვიანებით კი — ავსტრიის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში. 16 წლის ასაკში, მოსტიჭიანიბოსტონში, მასაჩუსეტში გადავიდა და ლინის კლასიკურ უმაღლეს სკოლაში, შემდეგ კი კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1979 წელს, დაამთავრა ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნებს კოლეჯი ორლანდოში[1].

1980-იან წლებში, უოტერტაუნში, მასაჩუსეტსში, AGBU-ს სკოლაში ხელოვნებას და სომხურ ენას ასწავლიდა.

ვარდენი მოსტიჭიანის ნამუშევრების უმეტესობაში სომხურ თემებს წამყვანი ადგილი უკავია. მისი ნახატები გამოფენილი იყო მრავალ გალერეასა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში: ბოსტონი, მასაჩუსეტსი, პარიზი, უოტერტაუნი, ამერიკის სომხური ბიბლიოთეკა და მუზეუმი, კემბრიჯი, ნიუ-იორკი, სტამბოლი[2], გერმანია. ამჟამად, მისი ნამუშევრები გამოფენილია ერევნის მიმდინარე ხელოვნების მუზეუმში, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კოლეჯსა და რამდენიმე პირად კოლექციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]