ვალეჰ მუსლუმოვი
ვალეჰ მუსლუმოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 სექტემბერი 1968 ლერიკი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების თარიღი |
14 აპრილი, 1992 (23 წლის) მარგუსევან, აზერბაიჯანის რესპუბლიკა |
გარდაცვალების მიზეზი | მოკლული |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები |
ვალეჰ ალიზაიდ ოღლუ მუსლუმოვი - აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა ყარაბაღის ომში[1].
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალეჰ ალიზაიდ ოღლუ მუსლუმოვი დაიბადა 1968 წლის 2 სექტემბერს ლერიკის რაიონში. 1983 წელს დაამთავრა ლერიკის რაიონის საშუალო სკოლის მერვე კლასი და შემდეგ დაამთავრა ქალაქ სუმგაითის პროფესიული სკოლა № 17 დურგალის სპეციალობით. მუშაობდა სამშენებლო ტრესტის მობილურ მექანიზირებულ ჯგუფში. 1986 წელს გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იყო დაუოჯახებელი.
ომში მონაწილეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის აგვისტოში იწყებს სამსახურს შსს-ს სპეციალიზებული დანიშნულების მილიციის ჯგუფში. იღებს მონაწილეობას შუშაში, თოვუზში და გუბადლიში საომარ ბრძოლებში [2]. 1992 წლის 14 აგვისტოს აქტიურად მონაწილეობდა სოფელ მარგუშევანში საომარ მოქმედებებში, დაჭრილი იყო არათანაბარ ბრძოლაში, დაკარგა ბევრი სისხლი და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1992 წლის 6 ივნისის № 831 ბრძანებულებით ვალეჰ ალიზაიდ ოღლუ მუსლუმოვს დაღუპვის შემდეგ მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება. ის დაასაფლავეს ლერიკის რაიონში[1]. ქალაქ ლერიკში საშუალო სკოლა № 2-ში, რომელიც ატარებს მის სახელს, სამახსოვროდ გახსნილია მუზეუმი[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 National Heroes. ციტირების თარიღი: 10 January 2019
- ↑ Əsgərov V. Azərbaycanın Milli Qəhrəmanları / Redaktor: Kamil İsmayılov. — Bakı: Respublika Xatirə Kitabı Redaksiyası, 2005. S. 116.
- ↑ Lerikdə Milli Qəhrəman Valeh Müslümovun xatirə muzeyinin açılışı olub. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 2019-02-15.