ვალერი მარჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალერი მარჩენკო
მშობლიური სახელი უკრ. Марченко Валерій Веніамінович
დაბადების თარიღი 16 სექტემბერი 1947
კიევი უკრაინის სსრ სსრკ
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი 1984 (37 წლის)
ლენინგრადი რსფსრ სსრკ
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი
მთარგმნელი, ჟურნალისტი, პოეტი
ჯილდოები ორდენი მამაცობისთვის

ვალერი მარჩენკო (უკრ. Валерій Марченко; დ. 16 სექტემბერი 1947 — გ. 7 ოქტომბერი,1984) —  პოეტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი,  დისიდენტი, უკრაინის ჰელსინკის ჯგუფის წევრი, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერი მარჩენკო დაიბადა ინტელექტუალურ ოჯახში. მისი ბაბუა, მიხაილ მარჩენკო, გახლდათ ლვოვის უნივერსიტეტის პირველი საბჭოთა დეკანი. დედა — ლიტერატურის მასწავლებელი.

სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად ეუფლებოდა თურქულ და აზერბაიჯანულ ენებს ბაქოს უნივერსიტეტში. 1970 წლიდან გაზეთ „ლიტერატურნაია უკრაინაში“ დაიწყო მუშაობა მთარგმნელად. ის ასევე ასწავლიდა უკრაინულ ენასა და ლიტერატურას კიევის საშუალო სკოლაში. აზერბაიჯანულიდან და პოლონურიდან თარგმნიდა უკრაინულ ენაზე. მისი სპეციალობა იყო აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობები.1971-1972 წლებში გამოაქვეყნა რამდენიმე თარგმანი აზერბაიჯანული ნაწარმოებებიდან.

1968–1973 წლებში დაწერა, მაგრამ არ გამოუქვეყნებია ლიტერატურული კვლევები ნიკოლაი ზეროვზე, პუბლიცისტური სტატიები „კიევური დიალოგი“, „საშინელი ტვირთი“ და სხვ. მისი პუბლიკაციები იბეჭდებოდა აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ახალგაზრდულ გამოცემებში.

1973 წლის 25 ივნისს მარჩენკო დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ანტისაბჭოთა აგიტაციასა და პროპაგანდაში, ძირითადად მის მიერ დაწერილი სამი სტატიისთვის, ასევე უკრაინაში ივან ძიუბას ნაშრომის „ინტერნაციონალიზმი თუ რუსიფიკაცია?“ პოპულარიზაციის მცდელობისთვის.  1973 წლის 29 დეკემბერს მარჩენკოს მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით გადასახლება.

საქმიანობა პატიმრობის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში  მარჩენკო მუშაობდა არქივარიუსად. რასაც ხედავდა, ყველაფრის აგროვებდა და აქვეყნებდა: პერსონალურ ისტორიებს, ინტერვიუებსა და ნარკვევებს პატიმრების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ვალერი მარჩენკომ ასევე თარგმნა მრავალი ნაწარმოები უკრაინულად, მათ შორის: ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ასევე რობერტ ბერნსის, ვოლტერისა და ედგარ ალან პოს ნაწარმოებები.

მეორე დაპატიმრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლის 23 ოქტომბერს ვალერი მარჩენკო მეორედ დააპატიმრეს და კვლავ წაუყენეს ბრალი სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა". გამოცხადდა საშიშ დამნაშავედ, მიესაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით გადასახლება.

იგი საშინელ პირობებში მოათავსეს, სადაც ავად გახდა. ჟურნალისტის თავისუფლების მოთხოვნით საერთაშორისო ზეწოლის გამო მას ბანაკიდან საავადმყოფოში გადასვლის უფლება მიეცა. თუმცა უკვე გვიანი იყო.

ვალერი მარჩენკო  გარდაიცვალა ლენინგრადის საავადმყოფოში 1984 წლის 7 ოქტომბერს. [2][3]

დაკრძალვა და ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჩენკო დაკრძალულია კიევის ოლქის სოფელ ჰატნეში.

ამჟამად კიევის 175-ე სკოლაში არის მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ვალერი მარჩენკოს ცხოვრებას და მოღვაწეობას. 2017 წლის ოქტომბერში უკრაინის დედაქალაქ კიევში საბჭოთა ეპოქის „საერთაშორისო მოედანს“ გადაარქვეს სახელი და  მის პატივსაცემად უწოდეს ვალერი მარჩენკოს მოედანი.[4][5]

ჰამბურგში   გამოიცა გერმანული თარგმანის წიგნისა „არ მაქვს არც სახლი და არც ქუჩა“, რომელიც ეძღვნება ვალერი მარჩენკოს ცხოვრებას და მოღვაწეობას.

2001 წელს რეჟისორმა მაქსიმ ბერნადსკიმ და ჟურნალისტმა იური ლუკანოვმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ვინ ხართ, მისტერ ჯეკი?", რომელიც მაყურებელს მოუთხრობს ვალერი მარჩენკოს ჰოლანდიელ სტუდენტ გოგონასთან, ჯეკი ბაქსთან მიმოწერის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Про Валерія Марченка:

  • Валерій Марченко: Творчість і життя / Упорядн. Н. Смужаниця Марченко, Н. Кочан.  — К.: Сфера; Дух і літера, 2001. — 536 с.(უკრ.)
  • Валерій і Сандра: Листування Валерія Марченка і Сандри Фапп'яно / Передм. М. Мариновича. — К.: Смолоскип, 2010. — 104 с.(უკრ.)
  • Рахманний Р. Сучасні критерії українського патріотизму // Україна атомного віку. Есеї і статті. 1945—1986. — Торонто: Гомін України, 1988. — С. 586—599.(უკრ.)
  • Українська діаспора: літературні постаті, твори, біобібліографічні відомості / Упорядк. В. А. Просалової. — Донецьк: Східний видавничий дім, 2012. — 516 с. (უკრ.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Закордонне представництво української гельсінської групи. Вісник репресій в Україні. Редактор-упорядник Надія Світлична. Випуск 3, Березень 1984 року. Нью-йорк. (უკრ.)
  2. "The Death of Valery Marchenko", USSR News Update, 31 October 1984.
  3. "The death of two Ukrainian political prisoners", Vesti iz SSSR (Munich), 31 October 1984 [რუს.].
  4. Kyiv City Council Renames Internatsionalna Square As Valeriya Marchenka Square, Ukranews (12 OCTOBER 2017)
  5. Валерій Марченко удостоївся пам'ятника, а його суддя — ордена. Історична правда author =. 17 жовтня 2017. (უკრ.)